https://sputnik-georgia.com/20250723/tbiliss-da-mumbais-shoris-pirdapiri-prenebi-shesruldeba-294249100.html
აგვისტოდან თბილისს და მუმბაის შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
აგვისტოდან თბილისს და მუმბაის შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
Sputnik საქართველო
მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T14:08+0400
2025-07-23T14:08+0400
2025-07-23T14:08+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ინდოეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277251720_0:155:1440:965_1920x0_80_0_0_56ca8cefad1902b12fb4d26a12bf26fd.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 2 აგვისტოდან ავიაკომპანია მუმბაიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეასრულებს.მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. მისი თქმით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. გასულ წელს ავიაკომპანია დელი-თბილისი-დელის მიმართულებით 75.034 მგზავრს მოემსახურა.2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 123%-ით მეტია.IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 400-მდე საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით 1900-მდე ფრენას ასრულებს.
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277251720_59:0:1440:1036_1920x0_80_0_0_f334278de7df5cbd7d8c349c526a0948.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ინდოეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ინდოეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
აგვისტოდან თბილისს და მუმბაის შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2 აგვისტოდან ავიაკომპანია მუმბაიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული.
„მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. გასულ წელს ავიაკომპანია დელი-თბილისი-დელის მიმართულებით 75.034 მგზავრს მოემსახურა.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 123%-ით მეტია.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 400-მდე საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით 1900-მდე ფრენას ასრულებს.