https://sputnik-georgia.com/20251201/shalva-papuashvili-indoets-ewveva-296018879.html
შალვა პაპუაშვილი ინდოეთს ეწვევა
შალვა პაპუაშვილი ინდოეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. 01.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-01T17:08+0400
2025-12-01T17:08+0400
2025-12-01T17:08+0400
საქართველო
ინდოეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_76e8e92bbf67ce543e1c324aa7bd0907.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. „საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია“, – ნათქვამია განცხადებაში.საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა. საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_dd2f2103dc80fd2a74b9101f3179bdf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინდოეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო, ინდოეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ინდოეთს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს.
„საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.