https://sputnik-georgia.com/20251203/papuashvili-indoetis-vice-prezidents-shexvda-296053707.html
პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T21:00+0400
2025-12-03T21:00+0400
2025-12-03T21:00+0400
საქართველო
ინდოეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179125_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_60f958e47488274213977b35b3992b5e.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პარლამენტის ზედა პალატის – შტატების საბჭოს (რაჯია საბჰა) თავმჯდომარე შრი რადჰაკრიშნანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით 1-ელ დეკემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს - ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვითარდება.მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო კავშირები, ასევე თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, კულტურის სექტორებში.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179125_82:0:1903:1366_1920x0_80_0_0_17e67aa18990e6ad96fab2404a05d73f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინდოეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ინდოეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პარლამენტის ზედა პალატის – შტატების საბჭოს (რაჯია საბჰა) თავმჯდომარე შრი რადჰაკრიშნანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით 1-ელ დეკემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს - ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვითარდება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების კარგ შესაძლებლობას.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო კავშირები, ასევე თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, კულტურის სექტორებში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.