საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები ჯერ კიდევ შეჩერებულია

© Tbilisi and Batumi International Airportsავიაკომპანია IndiGo-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია IndiGo-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
თბილისსა და ინდოეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელსაც ავიაკომპანიაIndiGo ასრულებდა, 2026 წლის იანვარში შეჩერდა.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დღემდე შეჩერებულია, განუცხადა Air Arabia-ს წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი შენგელიამ პორტალ bm.ge-ს.
თბილისსა და ინდოეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელსაც ავიაკომპანია IndiGo ასრულებდა, 2025 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 2026 წლის იანვარში შეჩერდა. ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ახლო აღმოსავლეთში და ირანის გარშემო არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების რისკებს, რის გამოც რეისები ირანის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით ვერ ხორციელდებოდა.
„ინდოეთსა და საქართველოს შორის, მიუხედავად საკმაოდ აქტიური მგზავრთნაკადისა, პირდაპირი რეისების შესრულება შეჩერებულია და დამოკიდებულია რიგი საკითხების მოგვარებაზე, რის გამოც რეისები უბრალოდ ვერ სრულდება. ალტერნატიულ გზად კვლავინდებურად, სპარსეთის ყურის აეროპორტები და ავიაკომპანიები რჩება. გამოუვალი მდგომარეობის გამო მოქალაქეებს უწევთ ამ აეროპორტებით ფრენა“, -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ავიასაწვავია გაძვირებული, არსებობს შეზღუდვები გადაფრენასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ტერიტორია დახურულია ავიამიმოსვლისთვის დღემდე, შესაბამისად ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენები საერთოდ არ აღდგა, ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით კი ავიაკომპანიებს უწევთ შემოვლითი გზებით ფრენა, რაც უფრო ახანგრძლივებს ფრენის დროს და კიდევ უფრო აძვირებს ავიაბილეთის თვითღირებულებას.
რაც შეეხება მომხმარებლის განწყობას, შენგელიას თქმით, ის ჯერჯერობით საკმაოდ სკეპტიკურია და „მოგზაურობისგან თავის იკავებენ“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ავიაკომპანია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ — Air Arabia — რეგულარულად ასრულებს ყოველდღიურად რამდენიმე რეისს შარჯასა და აბუ-დაბის მიმართულებით, ჩვენი მგზავრები შეუფერხებლად გადაადგილდებიან, ტურისტებიც მოგზაურობენ, მაგრამ მაინც განწყობა ოდნავ ნეგატიურია ზოგადად ბაზრის გადმოსახედიდან“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 400-მდე საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად მსოფლიოს600-ზე მეტი მიმართულებით1900-მდე ფრენას ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0