https://sputnik-georgia.com/20260125/indoets-sashishi-virusis-apeqteba-emuqreba-296797467.html
ინდოეთს საშიში ვირუსის აფეთქება ემუქრება
ინდოეთს საშიში ვირუსის აფეთქება ემუქრება
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T16:14+0400
2026-01-25T16:14+0400
2026-01-25T17:31+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ინდოეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249386392_0:51:3072:1778_1920x0_80_0_0_f660c8d812f0ffa4d81765cddcbcf70c.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. აღმოსავლეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპაჰის (Nipah) ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა და ქვეყნის ხელისუფლება ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ოპერატიულად მოქმედებს, წერს გამოცემა The Independent.გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ხოლო დადასტურებულად ინფიცირებულები მკურნალობას კოლკატაში, კლინიკაში გადიან. გამოცემის ცნობით, რომ ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.ვირუსი ნიპაჰის (NiV – Nipah virus infection) გადამტანები ველურ ბუნებაში მფრინავი ღამურები არიან. ის უმძიმეს დაავადებას იწვევს ადამიანში, რომლისთვისაც ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან რესპირატორული დაავადებებია დამახასიათებელი. ადამიანებს ის იმ ხილის მეშვეობით გადაეცემა, რომელზეც ავადმყოფი ცხოველის ნერწყვი რჩება. ვირუსი განსაკუთრებულად გადამდებია, მისი ვაქცინა და წამლები არ არსებობს, ლეტალობის დონე კი 40-75%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპაჰს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად აფასებს.ვირუსი ნიპაჰი, რომელიც 1999 წელსაა აღმოჩენილი, პირველად ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში დაფიქსირდა 2001 და 2007 წლებში, შემდეგ კი 2018-2019 წლებში გამოვლინდა კერალის შტატში.
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249386392_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_5998a57f8b592cd547368833b5df4d81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ინდოეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, ინდოეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ინდოეთს საშიში ვირუსის აფეთქება ემუქრება
16:14 25.01.2026 (განახლებულია: 17:31 25.01.2026) გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. აღმოსავლეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპაჰის (Nipah) ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა და ქვეყნის ხელისუფლება ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ოპერატიულად მოქმედებს, წერს გამოცემა The Independent.
„ინდოეთი ოპერატიულად იღებს ზომებს ნიპაჰის ვირუსის აფეთქების შესაკავებლად მას შემდეგ, რაც ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში დადასტურდა ხუთი შემთხვევა, მათ შორის ექიმებსა და ექთნებს შორის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ხოლო დადასტურებულად ინფიცირებულები მკურნალობას კოლკატაში, კლინიკაში გადიან. გამოცემის ცნობით, რომ ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ვირუსი ნიპაჰის (NiV – Nipah virus infection) გადამტანები ველურ ბუნებაში მფრინავი ღამურები არიან. ის უმძიმეს დაავადებას იწვევს ადამიანში, რომლისთვისაც ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან რესპირატორული დაავადებებია დამახასიათებელი. ადამიანებს ის იმ ხილის მეშვეობით გადაეცემა, რომელზეც ავადმყოფი ცხოველის ნერწყვი რჩება. ვირუსი განსაკუთრებულად გადამდებია, მისი ვაქცინა და წამლები არ არსებობს, ლეტალობის დონე კი 40-75%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპაჰს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად აფასებს.
ვირუსი ნიპაჰი, რომელიც 1999 წელსაა აღმოჩენილი, პირველად ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში დაფიქსირდა 2001 და 2007 წლებში, შემდეგ კი 2018-2019 წლებში გამოვლინდა კერალის შტატში.