https://sputnik-georgia.com/20251202/papuashvili-vizitit-indoetshi-imkopeba-296037297.html
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში: პაპუაშვილმა პირველი შეხვედრები გამართა
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში: პაპუაშვილმა პირველი შეხვედრები გამართა
Sputnik საქართველო
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელოდება ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას. 02.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-02T19:33+0400
2025-12-02T19:33+0400
2025-12-02T19:33+0400
საქართველო
ინდოეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/02/296035106_110:0:1280:658_1920x0_80_0_0_b35b5a130361e73894bcbc85293c3b54.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პარლამენტს ეწვია და ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ამ კუთხით აღინიშნა ინდოეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელოდება ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.ორივე ქვეყნის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს უზბეკეთში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში წელს გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე. პაპუაშვილმა ომა ბირლა საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.პაპუაშვილმა ინდურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.მხარეებმა აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის" მზარდ მნიშვნელობას და მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით თანამშრომლობის საჭიროებას.საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/02/296035106_328:0:1205:658_1920x0_80_0_0_aea0b6f58a5db8ed5f6bfc903ee25471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინდოეთი , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ინდოეთი , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში: პაპუაშვილმა პირველი შეხვედრები გამართა
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელოდება ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პარლამენტს ეწვია და ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ამ კუთხით აღინიშნა ინდოეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.
„მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და მათ მზარდ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაში. აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელოდება ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
ორივე ქვეყნის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს უზბეკეთში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში წელს გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე. პაპუაშვილმა ომა ბირლა საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.
პაპუაშვილმა ინდურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის" მზარდ მნიშვნელობას და მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით თანამშრომლობის საჭიროებას.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.