https://sputnik-georgia.com/20260125/indigo-tbilisi-delis-aviareisi-gaauqma-296801821.html
ავიაკომპანია IndiGo-მ 25 იანვარს დაგეგმილი თბილისი-დელის ავიარეისი გააუქმა
ავიაკომპანია IndiGo-მ 25 იანვარს დაგეგმილი თბილისი-დელის ავიარეისი გააუქმა
Sputnik საქართველო
მიზეზად დასახელდა ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T20:27+0400
2026-01-25T20:27+0400
2026-01-25T20:27+0400
საქართველო
ინდოეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277251720_0:155:1440:965_1920x0_80_0_0_56ca8cefad1902b12fb4d26a12bf26fd.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ინდოეთის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია IndiGo-მ 25 იანვარს დაგეგმილი თბილისი-დელის რეისი გააუქმა, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.მიზეზად დასახელდა ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.2026 წლის 26 იანვრისთვის თბილისის, ალმათის, ბაქოსა და ტაშკენტის მიმართულებით დაგეგმილმა რეისებმა, შესაძლოა, დოჰაში საწვავის შევსების მიზნით ხანმოკლე გაჩერება განახორციელონ.IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 400-მდე საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით 1900-მდე ფრენას ასრულებს.ავიაკომპანიამ მუმბაისა და თბილისს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება 2025 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. ფრენები კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს - სრულდება.
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277251720_59:0:1440:1036_1920x0_80_0_0_f334278de7df5cbd7d8c349c526a0948.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინდოეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინდოეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ავიაკომპანია IndiGo-მ 25 იანვარს დაგეგმილი თბილისი-დელის ავიარეისი გააუქმა
მიზეზად დასახელდა ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ინდოეთის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია IndiGo-მ 25 იანვარს დაგეგმილი თბილისი-დელის რეისი გააუქმა, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მიზეზად დასახელდა ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
„უსაფრთხოების თაობაზე ჩვენი მუდმივი ზრუნვის ფარგლებში ფრენების განრიგში პრევენციული ცვლილებები შეგვაქვს. 2026 წლის 25 იანვრისთვის დაგეგმილი IndiGo-ს რეისები დელი-თბილისი და მუმბაი-ალმათი გაუქმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის 26 იანვრისთვის თბილისის, ალმათის, ბაქოსა და ტაშკენტის მიმართულებით დაგეგმილმა რეისებმა, შესაძლოა, დოჰაში საწვავის შევსების მიზნით ხანმოკლე გაჩერება განახორციელონ.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. კომპანია მის მფლობელობაში არსებული 400-მდე საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით 1900-მდე ფრენას ასრულებს.
ავიაკომპანიამ მუმბაისა და თბილისს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება 2025 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. ფრენები კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს - სრულდება.