https://sputnik-georgia.com/20251203/papuashvili-indoetshi-vizits-agrzelebs-296045686.html
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
საქართველო და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ისე თავისუფალ ვაჭრობის საკთხზე მუშაობა. 03.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-03T14:00+0400
2025-12-03T14:00+0400
2025-12-03T14:00+0400
საქართველო
ინდოეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043207_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_4388531d45a654cbf3acce876db32265.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების დინამიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით 1-ელ დეკემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს - ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევები, ასევე საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობასაც.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინდოეთმა შარშან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით., უახლოეს მომავალში კი თბილისში ინდოეთის ელჩი ჩამოვა.მისი თქმით, საქართველო და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ისე თავისუფალ ვაჭრობის საკთხზე მუშაობა.გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “შუა დერეფნის” პროექტის განვითარების ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ინდოეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი უკვე შეხვდა ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლას. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარესა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია. საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043207_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_45b16c77dc85ba0abf1411a2a22c2d5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინდოეთი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ინდოეთი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
საქართველო და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ისე თავისუფალ ვაჭრობის საკთხზე მუშაობა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების დინამიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტით 1-ელ დეკემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს - ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევები, ასევე საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობასაც.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინდოეთმა შარშან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით., უახლოეს მომავალში კი თბილისში ინდოეთის ელჩი ჩამოვა.
„მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ინდოეთს ეყოლება რეზიდენტი ელჩი საქართველოში. დღეს გვქონდა მათ შორის, ამაზე საუბარი, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. პროცედურა უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ისე თავისუფალ ვაჭრობის საკთხზე მუშაობა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “შუა დერეფნის” პროექტის განვითარების ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
ინდოეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი უკვე შეხვდა ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლას. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარესა და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.
საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.