https://sputnik-georgia.com/20260128/rusetshi-nipahis-sawinaagmdego-vaqcinaze-msjeloben-296851102.html
რუსეთში „ნიპაჰის" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პერსპექტივებზე იმსჯელეს
რუსეთში „ნიპაჰის" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პერსპექტივებზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
„ნიპაჰის" ვირუსი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და გრიპისგან განსხვავებით სეზონური მუტაციისკენ მიდრეკილი არ არის, რაც ვაქცინის შემუშავებისთვის ხელსაყრელ... 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T16:00+0400
2026-01-28T16:00+0400
2026-01-28T16:00+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ინდოეთი
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/12/252062628_0:77:3034:1784_1920x0_80_0_0_9db7a58e7092bd17e663b783230bfba6.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. „ნიპაჰის" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სერიოზულ სამეცნიერო სირთულეებს არ წარმოადგენს, თუმცა თავად ვირუსი უკიდურესად საშიში რჩება მაღალი სიკვდილიანობის გამო, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა და რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე გენადი ონიშჩენკომ. მისი თქმით, „ნიპაჰის" ვირუსი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და გრიპისგან განსხვავებით სეზონური მუტაციისკენ მიდრეკილი არ არის, რაც ვაქცინის შემუშავებისთვის ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, დაავადებას ახასიათებს უკიდურესად მძიმე მიმდინარეობა: ვირუსის გამოვლენის მომენტიდან, 1998–1999 წლებში მსოფლიოში ინფიცირების დაახლოებით 200–300 შემთხვევაა რეგისტრირებული, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ექსპერტების აზრით, 70%-ს აღწევს. როგორც აკადემიკოსმა აღნიშნა, „ნიპაჰის" ვირუსი ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც მისი ბუნებრივი კერები არსებობს. ინფექციის ძირითადი გადამტანები ღამურები არიან, რომელთათვისაც ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს. ადამიანები როგორც წესი, ინფიცირდებიან საკვებითა და წყლით, ასევე ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც სათანადოდ არ არის დეზინფიცირებული. კლინიკურად, დაავადება მძიმე ენცეფალიტის სახით ვლინდება. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ლოკალური აფეთქებები ყოველწლიურად ფიქსირდება, თუმცა, როგორც წესი, რამდენიმე შემთხვევით შემოიფარგლება. აკადემიკოსის თქმით, ამჟამად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ვისაუბროთ ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკის შესახებ რუსეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში. მან ასევე განაცხადა, რომ ინდოეთში მოგზაურობის სრულიად აკრძალვა საჭირო არ არის, თუმცა ტურისტებს ურჩევენ, თავი აარიდონ იმ რეგიონებს, სადაც ვირუსის აფეთქებებია დაფიქსირებული და დაიცვან სანიტარული ზომები.
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/12/252062628_29:0:2760:2048_1920x0_80_0_0_03a166ad38b701da529fe2d1a544429e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ინდოეთი , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ინდოეთი , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები
რუსეთში „ნიპაჰის" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პერსპექტივებზე იმსჯელეს
„ნიპაჰის" ვირუსი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და გრიპისგან განსხვავებით სეზონური მუტაციისკენ მიდრეკილი არ არის, რაც ვაქცინის შემუშავებისთვის ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს, განაცხადა ონიშჩენკომ.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. „ნიპაჰის" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სერიოზულ სამეცნიერო სირთულეებს არ წარმოადგენს, თუმცა თავად ვირუსი უკიდურესად საშიში რჩება მაღალი სიკვდილიანობის გამო, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა და რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე გენადი ონიშჩენკომ.
„ვირუსის მახასიათებლების საფუძველზე ვაქცინის შექმნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ონიშჩენკომ „Sputnik ბელარუსის“ მულტიმედიურ პრესცენტრში ვიდეოხიდის „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ბიოუსაფრთხოება“ დროს.
მისი თქმით, „ნიპაჰის" ვირუსი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა და გრიპისგან განსხვავებით სეზონური მუტაციისკენ მიდრეკილი არ არის, რაც ვაქცინის შემუშავებისთვის ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს.
ამასთან, დაავადებას ახასიათებს უკიდურესად მძიმე მიმდინარეობა: ვირუსის გამოვლენის მომენტიდან, 1998–1999 წლებში მსოფლიოში ინფიცირების დაახლოებით 200–300 შემთხვევაა რეგისტრირებული, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ექსპერტების აზრით, 70%-ს აღწევს.
როგორც აკადემიკოსმა აღნიშნა, „ნიპაჰის" ვირუსი ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც მისი ბუნებრივი კერები არსებობს. ინფექციის ძირითადი გადამტანები ღამურები არიან, რომელთათვისაც ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს.
ადამიანები როგორც წესი, ინფიცირდებიან საკვებითა და წყლით, ასევე ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც სათანადოდ არ არის დეზინფიცირებული. კლინიკურად, დაავადება მძიმე ენცეფალიტის სახით ვლინდება.
ონიშჩენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი უკვე აჩვენებს სახეობრივი ბარიერის გადალახვის მცდელობებს, ამჟამად მას არ გააჩნია პანდემიის პოტენციალი და არ შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება COVID-19-ის მასშტაბით.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ლოკალური აფეთქებები ყოველწლიურად ფიქსირდება, თუმცა, როგორც წესი, რამდენიმე შემთხვევით შემოიფარგლება. აკადემიკოსის თქმით, ამჟამად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ვისაუბროთ ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკის შესახებ რუსეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში.
მან ასევე განაცხადა, რომ ინდოეთში მოგზაურობის სრულიად აკრძალვა საჭირო არ არის, თუმცა ტურისტებს ურჩევენ, თავი აარიდონ იმ რეგიონებს, სადაც ვირუსის აფეთქებებია დაფიქსირებული და დაიცვან სანიტარული ზომები.