საქართველოს ხელისუფლების „მწვანე ეკონომიკის“ ძირითად მიზანს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვა წარმოადგენს. საქართველომ ახლებურად ცხოვრება უნდა დაიწყოს — დაიცვას გარემო, რათა შემდგომში მიიღოს სუფთა წყალი, საკვები, ჰაერი, გარემო და ძლიერი ეკონომიკა. გარემოს საკითხებში ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება მთავრობის ახალი კონცეფციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს. საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს. საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის, ეროვნული პარკების, ნაკრძალების, ფლორისა და ფაუნის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.