საქართველოში ამინდი იცვლება

© photo: Sputnik / Stringerღრუბლები სვანეთში
ღრუბლები სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
სინოპტიკოსები დღის ბოლოს ძლიერ წვიმას ელოდებიან, რომელიც დილამდე გაგრძელდება
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში შესაძლოა წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის იყოს. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0