https://sputnik-georgia.com/20260905/armosavlet-saqartvelosi-italiur-kalias-ebrzvian-300453866.html
აღმოსავლეთ საქართველოში იტალიურ კალიას ებრძვიან
აღმოსავლეთ საქართველოში იტალიურ კალიას ებრძვიან
Sputnik საქართველო
იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს. 05.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-05T12:30+0400
2026-09-05T12:30+0400
2026-09-05T13:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840419_0:122:3206:1925_1920x0_80_0_0_dce964d32b13414224e3fb7d520efced.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.იტალიური კალია აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა- შემცირებულია.მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840419_238:0:2969:2048_1920x0_80_0_0_6fcb14ea2c0505b9b2161a10394454b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
აღმოსავლეთ საქართველოში იტალიურ კალიას ებრძვიან
12:30 05.09.2026 (განახლებულია: 13:25 05.09.2026) იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
იტალიური კალია აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა- შემცირებულია.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.