საქართველოში ოთხი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება

უშბა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული ძუძუმწოვრების 61 სახეობა, ბუდობის პერიოდის ფრინველთა 155 სახეობა, ასევე ქვეწარმავლების 15 სახეობა, ამფიბიების 9 სახეობა და სხვა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 88 035 ჰექტარი საერთო ფართობის მქონე ოთხი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება, ნათქვამია მთავრობის 2026 წლის საშემოდგომო სესიის საკანონმდებლო საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა.
როგორც გეგმაშია აღნიშნული, შემუშავდება ახალი კანონპროექტი ოთხი ახალი დაცული ტერიტორიის — სამი ეროვნული პარკისა და ერთი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ. კერძოდ:
მესტიის მუნიციპალიტეტში შეიქმნება „მყინვარების ეროვნული პარკი“ (49 623 ჰა);
ლენტეხის მუნიციპალიტეტში — „ლენტეხის ეროვნული პარკი“ (20 392 ჰა);
ცაგერის მუნიციპალიტეტში — „ლეჩხუმის ეროვნული პარკი“ (15 737 ჰა);
ხვამლის ნაკრძალში — დაცული ტერიტორია (2 283 ჰა).
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 10 ახალი ბუნების ძეგლის შექმნას. ცაგერის მუნიციპალიტეტში შეიქმნება შემდეგი ბუნების ძეგლები: საირმის სვეტები (32,6 ჰა), გვირიშას ჩანჩქერი (0,35 ჰა) და რაჩხას ჩანჩქერი (1,7 ჰა).
გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტში ბუნების ძეგლებად გამოცხადდება წანერის, ტვიბერის, ლეირაკის, ლატაშის ჩანჩქერები, უშბის მწვერვალი (შდუგრა), ასევე ლთნარისა და ნამყვამის ტბები.
ზემოაღნიშნული დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია, ნათქვამია გეგმაში. კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული ძუძუმწოვრების 61 სახეობა, ბუდობის პერიოდის ფრინველთა 155 სახეობა, ასევე ქვეწარმავლების 15 სახეობა, ამფიბიების 9 სახეობა და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0