ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: რამდენი ფაქტი გამოვლინდა წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnik / Sklyaruk / გადასვლა მედიაბანკშიინერტული მასალების მოპოვება
ინერტული მასალების მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის რისკებს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოვლენილი ფაქტებიდან 20 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1,3 მლნ ლარია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, ასევე 8 - მცხეთა-მთიანეთში, 7-7 - შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - კახეთში, 3 - სამცხე ჯავახეთში, ერთი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.
უწყების ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
ყველა ახალი ამბავი
0