ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განხორციელდა

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიმყინვარი
მყინვარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
სპეციალისტები მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებენ.
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელაб ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის მიზანი გლაციალური საფრთხეების შეფასება, პოტენციური რისკის ზონების გამოვლენა და მყინვარულ ხეობებში მიმდინარე პროცესების დინამიკის შესწავლაა.
„მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტებმა მყინვარული ხეობები ვერტმფრენით დაათვალიერეს, საველე-ექსპედიციური გზით მათი ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით დრონებით გადაღება განახორციელეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიღებული მონაცემების საფუძველზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები და პოტენციური რისკები შეფასდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ფარგლებში წელს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ბათიმეტრიული წყლის დრონი, რომლის საშუალებითაც მყინვარულ ხეობებში არსებული ტბების მორფომეტრიული პარამეტრები შეფასდა.
სააგენტოს განცხადებით, კლიმატური ცვლილებების ფონზე კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მყინვარების დეგრადაციის პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის, შეინიშნება მყინვარული ტბების წარმოქმნა და მათი ფართობის ცვლილება, ასევე მორენული მასივების მდგომარეობისა და ხეობებში აკუმულირებული მასალის დინამიკა.
მიმდინარე პროცესების მდგომარეობისა და დროში ცვლილებების შესაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ტერიტორიების მიზნობრივ მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0