https://sputnik-georgia.com/20260907/ukanono-tkitsargebloba-agvistos-monacemebi-300472424.html
უკანონო ტყითსარგებლობა: აგვისტოს მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობა: აგვისტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს. 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T17:37+0400
2026-09-07T17:37+0400
2026-09-07T17:37+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 21 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 3 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, 3- ქვემო ქართლის რეგიონში, 4 -გურიაში, 2 - კახეთში, 1 – მცხეთა-მთიანეთში, ხოლო 3 – შიდა ქართლის რეგიონში.ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი - სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
უკანონო ტყითსარგებლობა: აგვისტოს მონაცემები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 21 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 3 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, 3- ქვემო ქართლის რეგიონში, 4 -გურიაში, 2 - კახეთში, 1 – მცხეთა-მთიანეთში, ხოლო 3 – შიდა ქართლის რეგიონში.
ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი - სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.