https://sputnik-georgia.com/20260926/dusetsi-mdinaris-kalapotidan-qvisa-xresis-ukanono-mopovebis-faqti-gamoavlines-300816724.html
დუშეთში მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
დუშეთში მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 8 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ქვიშაა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81... 26.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-26T09:36+0400
2026-09-26T09:36+0400
2026-09-26T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24116/76/241167620_0:87:2000:1212_1920x0_80_0_0_4eb3a63a34ce4ec1f79fc7700c4e8b82.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - ახატანის, ჭართალისა და მაღაროსკარის მიმდებარედ.სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - ახატნისა და არაგვის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 17.000 ლარამდეა.სოფელ ჭართალთან გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.მიმდინარე წლის 8 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ქვიშაა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24116/76/241167620_134:0:1867:1300_1920x0_80_0_0_6ca95dd49ae5343b6318818fb7d707b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
დუშეთში მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის 8 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ქვიშაა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - ახატანის, ჭართალისა და მაღაროსკარის მიმდებარედ.
სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - ახატნისა და არაგვის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 17.000 ლარამდეა.
სოფელ ჭართალთან გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
მიმდინარე წლის 8 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ქვიშაა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი.