დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1-ლი იანვარი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 1 იანვარია, ორშაბათი – ახალი წლის პირველი დღე. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
მარტივი დღე არ გველოდება – თავის ტკივილს გამოიწვევს არა მხოლოდ საახალწლო ნადიმის შემდეგ ნაბახუსევზე ყოფნა, არამედ პრობლემები და საქმეები, რომლებიც არსაიდან გაჩნდება. საჭიროა მათი სასწრაფოდ გადაწყვეტა, რომ ისინი სერიოზულ უსიამოვნებებში არ გადაიზარდოს. შესაძლოა, მოგვიწიოს მეგობრების ან კოლეგების დახმარება.
მოსალოდნელია თანხის დახარჯვა, მაგრამ ყურადღებით იყავით – ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ვერძი: კამათისგან თავი შორს დაიჭირეთ – ეს შეიძლება კონფლიქტის დასაწყისი იყოს, რომლის „ჩაფარცხვა“ ადვილი არ იქნება. შემდეგ დიდხანს მოგიწევთ ამ ამბის გამო ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა. ვერძებმა ყველანაირად უნდა შეიკავოთ თავი, რათა ირგვლივ მყოფებზე თქვენი უარყოფითი ემოციები არ გადაანთხიოთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
კურო: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ჯობია, ამ დღეს ყურადღება არ მიიქციოთ. აქედან გამომდინარე, არ ეკამათოთ ახლობლებს, რაც არ უნდა დიდი ცეცხლი გიზგიზებდეს თქვენ გულში. ერთადერთი, ვინც თქვენს ემოციებს აიტანს, ალბათ, მეორე ნახევარია, მაგრამ აქაც კუროებს ყურადღება გმართებთ – ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ.
ტყუპი: ნერვული დაძაბულობა გელოდებათ – ძალიან ბევრი რამ ხდება თქვენ ცხოვრებაში. არ ღირს არაფრის გადაწყვეტა – დიდი ალბათობით, ამას პრობლემების დიდი ტალღა მოჰყვება. გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე სხვა დროისთვის. ახლა ტყუპებისთვის დასვენების დროა – გაერთეთ, იაქტიურეთ, ან შეგიძლიათ პასიურად დაისვენოთ.
კირჩხიბი: სულ უბრალო საქმეებშიც კი სიფრთხილე გმართებთ – პრობლემები ცარიელ ადგილზე შეიძლება გაჩნდეს. მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება და უსიამოვნებების ღიმილით მოგვარება. ასტროლოგები კირჩხიბებს გირჩევენ, არ ეკამათოთ ახლობლებს – მოუსმინეთ მათ, შეიძლება ძალიან კარგი რჩევა მოგცენ. ნუ ეცდებით თქვენი აზრის გატანას – გაიზიარეთ სხვების გამოცდილება.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
ლომი: შეანელეთ სვლა – ზოგიერთი საქმე საერთოდ გადადეთ სხვა დროისთვის. ამ დღემ მშვიდად უნდა ჩაიაროს. მიადევნეთ თვალი სიახლეებსა და ცვლილებებს, რაც დღეს საკმაოდ ბევრი იქნება. საბედნიეროდ, სიახლეები ლომებს უმეტესად სასიხარულო გელოდებათ. იყავით ფრთხილად, თუ სადმე წასვლას გადაწყვეტთ – საფრთხეები მინიმუმამდე დაიყვანეთ.
ქალწული: ნუ მოჭრით იმ ტოტს, რომელზეც ზიხართ – ჯერ დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ. მგზავრობას ასტროლოგები არ გირჩევენ, ჯობია, დრო სახლში ახლობლების წრეში გაატაროთ. ქალწულებმა გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოთ – დღეს ისინი ძალზე მგრძნობიარენი იქნებიან.
სასწორი: დღეს საუკეთესო დღეა ურთიერთობებისთვის – თქვენი განწყობა პოზიტივით „დამუხტავს“ ყველას ირგვლივ. შეიძლება ახალი მეგობრებიც იპოვოთ, რომლებიც, დიდი ალბათობით, თქვენ ცხოვრებაში შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ასტროლოგები ამბობენ, რომ დღევანდელმა სიახლეებმა სასწორების ცხოვრება, შესაძლოა, 180 გრადუსით შეცვალოს.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ხის მწვანე დრაკონი: 2024 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
მორიელი: ურთიერთობებზე უარი არ თქვათ – იქონიეთ კონტაქტი ირგვლივ ყველასთან – შეიძლება გაიგოთ სიახლე, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულიად საპირისპირო მხარეს შეამოაბრუნებს. მოუსმინეთ გარშემომყოფების თითოეულ სიტყვას, არაფერი გამოგეპაროთ. სამუშაოზე არც იფიქროთ – მორიელებისთვის ახლა დასვენებისა და მოდუნების დროა.
მშვილდოსანი: შესანიშნავ განწყობაზე იქნებით და ეცადეთ, ეს პოზიტივი სხვებსაც გაუზიაროთ. მშვილდოსნები გაიგებთ ძალიან კარგ ახალ ამბებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. ყურადღებით დააკვირდით მოვლენებს, სხვების ნათქვამს. არ იჩქაროთ, რათა უხეში შეცდომა არ დაუშვათ, რომლის გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი ან ძალზე რთული იქნება.
თხის რქა: ტემპს მოუკელით, ყველას გადასწრებას ნუ ეცდებით. ძალიან სწრაფად გარბიხართ და ვერც კი გრძნობთ, რომ შეცდომებს უშვებთ. ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი გააცნობიეროთ და კარგად გათვალოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ხასიათი არ გაიფუჭოთ, თუნდაც ათასი პრობლემა დაგატყდეთ თავს – სულ მალე ტენდენციები შეიცვლება და უკეთესი პერიოდი დადგება თხის რქების ცხოვრებაში.
გული ხელებით  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს
მერწყული: მერწყულებმა ირგვლივ მყოფებს ბევრი უნდა ელაპარაკოთ – შეიძლება მოაგვაროთ ძველი პრობლემები, მოძებნოთ კომპრომისი. მერწყულები გაიგებთ საუკეთესო სიახლეებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შეცვლის. მოუსმინეთ ყველას, დააკვირდით განვითარებულ მოვლენებს. საღამოს კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით და დღის ამბებს „გადახარშავთ“.
თევზები: კარგი დღეა შემოქმედებითი ამოცანების შესასრულებლად – საოცარ კრეატიულ განწყობაზე ხართ, რაც საჭირო კალაპოტში უნდა მიმართოთ. ისაუბრეთ არაფორმალურ თემებზე – ასე უფრო მიიქცევთ ყურადღებას, აჩვენებთ, რაოდენ საინტერესო ადამიანი ხართ. თევზებს გელოდებათ საუკეთესო ახალი ამბები, რაც თქვენს ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის.
ყველა ახალი ამბავი
0