ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი კუროსთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

© photo : NASA/ESA/Hubble Heritage Team (STScI/AURA)კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
კუროებს 2024 წელი მრავალ სასიამოვნო და მოულოდნელ მოვლენას გპირდებათ. თქვენს ცხოვრებაში სამუშაო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მოვლენებით დატვირთული წლის პირველი ექვსი თვე იქნება. ესაა ცვლილებების, ახალი წამოწყებების დრო. არ შეგეშინდეთ იმ ადამიანების მიტოვება და საგნებისა და მოვლენებისგან გაცლა, რაც სიამოვნებას არ განიჭებთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
მიუხედავად კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული წლისა, არ ღირს ყურადღების მხოლოდ სამსახურზე კონცენტრაცია. არ დაივიწყოთ ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები, რომელთათვისაც თქვენი ყურადღება ძალზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა, არცთუ ბევრი დრო დაუთმოთ რომანტიკულ პაემნებსა და საუბრებს, მაგრამ ეს დრო აუცილებლად მოგანიჭებთ კმაყოფილებასა და სასიხარულო მოგონებებს დაგიტოვებთ.
ლოიალობა: წარმოადგინეთ თავი ნაკლებად კონფლიქტური მხრიდან. მოვლენებმა შეიძლება ძალიან გაგაოცოთ და შოკიც კი მოგგვაროთ, მაგრამ პანიკას არ აჰყვეთ. ეცადეთ, მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ, იყავით მომთმენი სხვა ადამიანების ნაკლოვანებების მიმართ.
სიყვარული: სიყვარულის ძიება წარმატებით დასრულდება, რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სურს. თუ მზად ხართ ურთიერთობებისთვის, ცვლილებებისთვის, ბედი გვერდს არ აგივლით.
ახლის შეცნობა: მწვანე დრაკონი მოგცემთ შესაძლებლობებს, რომ თავი სრულებით ახალ ამპლუაში წარმოადგინოთ. არ შეუშინდეთ სიახლეებს.
ეძებეთ სასიხარულო მომენტები: თქვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ არ გეხერხებათ ცხოვრებით დატკბობა. რა თქმა უნდა, არავინ გიშლით უკეთესობისკენ სწრაფვას, მაგრამ ეცადეთ დააფასოთ ის, რაც გაქვთ.
კონტაქტები: ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დაამყაროთ - საქმიანიც, მეგობრულიც. ამ ნაცნობობაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ კარიერული ზრდა, არამედ პირადი ცხოვრებაც.
სურვილები და მოქმედებები: ეცადეთ, არ გადადოთ სურვილების ასრულება, და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ბედნიერებას თავად ჭედავთ. არ შეუშინდეთ რთულ ამოცანებთან შეჭიდებას - ეს გზა უფრო რთულია, მაგრამ საინტერესო და პროდუქტიული.
ასტროლოგების რეკომენდაცია: მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ირგვლივ მყოფების რჩევები. ხანდახან მათ სიტყვებში არის ისეთი მარცვალი, რომელიც ფიქრისა და შინაგანი ზრდისთვის ნოყიერ საკვებს მოგცემთ.
კურო - მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური - ზოგადი დახასიათება>>
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით:
იანვარი-თებერვალი: იქნება დაძაბული, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი და მოვლენებით სავსე თვეები, რაც პერსპექტივაში ბედნიერებას მოგიტანთ.
მარტი-აპრილი: გაზაფხულის დასაწყისი სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ მსუბუქი რომანტიკული ქვეტექსტებით. სერიოზულ შედეგებს ნუ დაელოდებით, დატკბით თითოეული მომენტით.
მაისი-ივნისი: სანამ ყველა შვებულებისთვის ემზადება, ჯობია, თქვენ ყურადღება სამუშაო ვალდებულებებზე გაამახვილოთ. პროფესიული ზრდისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია. აიღეთ მეტი ვალდებულებები საკუთარ თავზე - ხელმძღვანელობის თვალში ქულებს ჩაიწერთ.
ივლისი-აგვისტო: ზაფხულის ეს ორი თვე შეგიძლიათ დაისვენოთ, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ მთელი ორი თვე სადმე პლაჟზე პალმების ქვეშ იკოტრიალებთ - დიდი-დიდი, ერთი-ორი კვირა, მეტი არა - წინააღმდეგ შემთხვევაში მიღწეული პროგრესი თვალსა და ხელს შუა გაქრება.
სექტემბერი-ოქტომბერი: შემოდგომა ახალ საზრუნავს მოიტანს, მაგრამ ახალი შეხვედრებიც გელოდებათ. ეს პერიოდი განსაკუთრებით დაძაბული იქნება დაოჯახებულებისთვის. ეცადეთ, პარტნიორებისა და ოჯახის წევრების ნაკლოვანებებს იუმორითა და დადებითი კუთხით შეხედოთ.
ნოემბერი-დეკემბერი: წლის ბოლო ორი თვე მოგცემთ შეჯამების საშუალებას. გექნებათ ფიქრის საფუძველი - რაღაც ნაღვლიან ხასიათზე დაგაყენებთ და რაღაც - გაგახარებთ.
პროფესიული თვალსაზრისით წელი საკმაოდ სტაბილური იქნება, მაგრამ სასიყვარულო სფეროში საოცარი ცვლილებები გელოდებათ. ვისაც მეორე ნახევარი უკვე ჰყავს, სირთულეების გადალახვა მოუწევს, მაგრამ ეს მათ მხოლოდ უფრო დააახლოებს.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
2024 წელი კურო ქალებისთვის
ქალ კუროებს 2024 წელს პირად ცხოვრებაზე აქცენტის გადატანის სურვილი გაგიჩნდებათ და ეს სწორიცაა - ხის მწვანე დრაკონი შეიძლება თქვენთვის იდეალური მაჭანკალი აღმოჩნდეს და საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი კავალერები გაგაცნოთ. არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში უკვე ხელი გთხოვონ და თუ ეს არ მოხდა, ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე მაინც გადავა.
მიუხედავად პლანეტების ხელსაყრელი განლაგებისა, მაინც მხოლოდ შემთხვევების იმედი ნუ გექნებათ. იაქტიურეთ თვითონაც, გამოიჩინეთ ინიციატივა. სხვათა შორის, ეს რჩევა მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებსაც ეხება.
ხელსაყრელი პერიოდები
აგვისტო: აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ეს თვე სურვილების ნამდვილი ზარდახშა იქნება. გელოდებათ უამრავი მოვლენა ისე, რომ შეიძლება ხანდახან ზედმეტი ერთი საათის ნატვრაც გაგიჩნდეთ.
დეკემბერი: პროფესიული თვალსაზრისით რთული თვეა, მაგრამ ის სიმშვიდეს მოგიტანთ. ემოციური ფონის მოსაგვარებლად სულაც არ არის აუცილებელი მედიტაცია ყოველ საღამოს.
არახელსაყრელი პერიოდები
მარტი: ზამთარი უზარმაზარ ენერგიას წაგართმევთ და არაფრის ძალა აღარ შემოგრჩებათ. არ ღირს ემოციებზე აყოლა. ხელები არ ჩამოუშვათ და მიზნისკენ თუნდაც პატარა ნაბიჯები მაინც გადადგით.
ნოემბერი: ნოემბერში პრობლემები მატერიალური თვალსაზრისით გელოდებათ. დიდი ალბათობით, საქმე არა ფულს, არამედ რაღაც ფასეულ ნივთებს შეეხება.
2024 წელი კურო მამაკაცებისთვის
2024 წელს მამაკაც კუროებს ქცევის ჩვეულ მანერაზე გარკვეულწილად უარის თქმა მოუწევთ. იქნებით უფრო პედანტური, მიწიერი და „მეწვრილმანეც" კი. ეცადეთ, საყვარელ ქალთან ურთიერთობა მოაგვაროთ, თუნდაც დიდი ხნის ქორწინება გაკავშირებდეთ - ეს მხოლოდ განამტკიცებს თქვენს ურთიერთობებს. დიდი ალბათობით, ფინანსური საკითხები არ წამოიჭრება, ამიტომ სპონტანური რომანტიკული ხარჯებისთვის საკმარისი თანხა გექნებათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
ხელსაყრელი პერიოდები
ივლისი: ეს თვე ჯობია, კარიერული ნახტომისთვის გამოიყენოთ. შეძლებთ ხელმძღვანელობისთვის თავის საუკეთესო მხრიდან წარდგენას.
დეკემბერი: საუკეთესო და პროდუქტიული დროა მეგობრული და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.
არახელსაყრელი პერიოდები
მაისი: მთელი თვის განმავლობაში ახალ-ახალ დაბრკოლებებთან შეჯახება მოგიწევთ. ნუ ეცდებით პრობლემებთან პირდაპირ შეტაკებას - ეძებეთ შემოვლითი გზები.
ნოემბერი: შემოდგომა საინტერესო მოვლენებით არ გაგანებივრებთ, მაგრამ ყველაზე წინააღმდეგობრივი ნოემბერი იქნება. ეცადეთ, დეპრესიას აარიდოთ თავი და არ გაზარმაცდეთ.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0