ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს

CC0 / Pascal / Green Dragonმწვანე დრაკონი
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
გამოწერა
2024 წელი ხის მწვანე დრაკონის მფარველობით ჩაივლის. დრაკონი ადამიანებს სიბრძნესა და სტაბილურობას მოუტანს.
ხის მწვანე დრაკონის წელს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გასტანს, მრავალი მნიშვნელოვანი, მათ შორის, სასიხარულო მოვლენა მოხდება.
როგორც უმაღლესი ხელისუფლების სიმბოლო და ზებუნებრივი ძალების განსახიერება, დრაკონი გულუხვი იქნება საჩუქრებზე და მხარს დაუჭერს ყველას, ვინც საკმაოდ გონივრულად მოიქცევა.
ვითარება მსოფლიოში, ასტროლოგების აზრით, შესამჩნევად დასტაბილურდება. თითოეული მიიღებს შანსს, რომ ცხოვრებაში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს.
ზის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ხასიათი: მკაცრი, მაგრამ ბრძნული. დრაკონი ყველგან საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს, ამავე დროს, არ პატიობს სიბოროტეს, გაიძვერობასა და ღალატს. რეკომენდაცია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - აკონტროლეთ თქვენი მოქმედებები, იყავით ბრძენი, არ ავნოთ ახლობელს. მთლიანობაში, წელი ჩაივლის მშვიდად, მწვავე მომენტებისა და შემთხვევების გარეშე.
წლის სტიქია - ხე: მყარი, მაგრამ ამავე დროს, მოწყვლადი მასალაა, რომელიც არ მიესადაგება ნგრევას, თუმცა ყველგან გამოიყენება მშენებლობაში. მშვენიერი სტიქიაა მათთვის, ვისაც უნდა თავისი საქმის განვითარება, წარმატების მიღწევა ბიზნესში, სწავლაში, გამართლება - სიყვარულში.
წლის ფერი - მწვანე: მწვანე ბუნების, სიმშვიდისა და ღირსების სიმბოლოა. ის უზარმაზარ პოტენციალსა და შესანიშნავ პერსპექტივებზე მიუთითებს. აღმოსავლეთში ის ყველაზე კეთილშობილურ და ღვთაებრივ ფერად არის მიჩნეული - განასახიერებს სიმდიდრეს, სამართლიანობას, ბოროტისგან დაცვას.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს
ასტროლოგები იმედოვნებენ, რომ 2024 წელი სიმშვიდისა და სულიერი ჰარმონიის აღდგენის წელი იქნება ადამიანების უმრავლესობისთვის. როგორც კი უფრო მტკიცე და ბრძენი დრაკონი კურდღელს შეცვლის, სამყაროში სტაბილურობა და წესრიგი დამკვიდრდება.
ფინანსური ჰოროსკოპი
ხის მწვანე დრაკონი გულუხვი იქნება მათ მიმართ, ვინც ამას დაიმსახურებს. ფინანსური საქმეები მოწესრიგდება. მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა. სასურველია განსაკუთრებული ყაირათიანობა - შემოსავლებისა და ხარჯების დაანგარიშება.
კურდღლისთვის დამახასიათებელი აქტიური ზრდის შემდეგ დადგება პოზიციების გამტკიცების დრო - თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს გავლენისა და ფულის შენარჩუნებაზე. წლის სიმბოლო დრაკონი მხარს უჭერს ინიციატივას, მფარველობს ვაჭრებსა და მეცნიერებს, ამიტომ 2024 წელი სასიამოვნო და მსუბუქი იქნება მათთვის, ვისაც პატიოსნად მუშაობა უნდა და ახალი აღმოჩენებისკენ ისწრაფვის.
დანაზოგი: ფულის საკითხები წარმატებით გადაწყდება მათთვის, ვინც სახსრების სწორად განკარგვა იცის. თუ ფულის დაგროვება გადაწყვიტეთ, არ შეჩერდეთ და ეცადეთ, სწორად გაანაწილოთ რესურსები - დატოვეთ მცირე თანხა და ყოველთვიურად მიუმატეთ დანაზოგს. ასეთი დამოკიდებულება დრაკონისთვის ძალიან მისაღებია - ის თქვენს ამგვარ მცდელობას დააფასებს.
ზუსტი გათვლა: ფინანსებს წესრიგი უყვარს, ამიტომ ისინი, ვისაც შეუძლია, შემოსავლისა და ხარჯის კონტროლი, განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწევენ. დრაკონი ზურგს აქცევს მათ, ვინც ფულის თვლა არ იცის და დაუფიქრებლად ხარჯავს თავის კაპრიზებზე და სურვილებზე.
თანხის გაზრდა: ფულის გაზრდისკენ სწრაფვა გონივრული უნდა იყოს. არ ღირს სახსრების ჩადება სარისკო და ავანტიურულ საქმეებში. 2024 წლის მფარველის მხარდაჭერა მხოლოდ ფრთხილ და ბრძნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ექნება.
გონივრული დამოკიდებულება: გონივრულობა ყველა საქმეს წაადგება, ამიტომ კრედიტის გაფორმება მხოლოდ მაშინ იქნება აქტუალური, როდესაც ის რეალური მოთხოვნითაა ნაკარნახევი და ის გამოცდილი იურისტის ან კონსულტანტის ხელმძღვანელობით მოხდება.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
რჩევა: 2024 წელი საერთოდ არ მიესადაგება რუტინულ და მონოტონურ მუშაობას. დრაკონი აფასებს მტკიცე მოქმედებებს. წარმატების მისაღწევად მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და თქვენი მოწოდების ძებნა შემოქმედებაში, ინვესტიციებში ან საკუთარ ბიზნესში.
ბიზნესი და სამუშაო
დრაკონი ზოდიაქოს ყველა ნიშანს დაეხმარება კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ ზრდაში. დგება დრო, როდესაც საჭიროა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, იმუშაოთ მეტხანს და შრომისთვის ღირსეული ანაზღაურება მიიღოთ. ეს მაშინ იმუშავებს, თუ სხვის ხარჯზე არ მოინდომებთ გამდიდრებას. დრაკონი ასეთ ადამიანებს საკმაოდ მკაცრი ხერხებით თავის ადგილს მიუჩენს.
შეიძლება არა მხოლოდ ფიქრი საქმიანობის სფეროს გამოცვლაზე, არამედ ამის რეალურად გაკეთებაც. დრაკონი მკაცრია და არ უყვარს დაუმთავრებელი საქმეები, ამიტომ სანამ სხვა ადგილზე გადახვალთ სამუშაოდ, ძველ სამსახურში ყველაფერი დაამთავრეთ.
გადაწყვიტე და იმოქმედე: ამ წელს უპირატესობა დამოუკიდებელ ქმედებებს მიანიჭეთ და არა მხოლოდ ბრძანებების გაცემას. ეს არ ნიშნავს, რომ გუნდური მუშაობა ცუდია - სულაც არა, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტებში აჯობებს, ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოთ.
იყავი ბრძენი: დრაკონს უყვარს მტკიცე ადამიანები, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წამში მიღება მაინც არ ღირს, განსაკუთრებით, თუ მომავალზეა საუბარი და არა რამე კაფეს ან ფილმის შერჩევაზე. თუ დიდი ხანია მოიფიქრეთ გეგმები, გაქვთ მათი რეალიზების შანსები.
ექსპერიმენტები: ბიზნესში მისასალმებელია მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ექსპერიმენტები პერსპექტიული მიმართულებებით, მაგრამ არარეკომენდებულია ამ გეგმებში დიდი თანხის ჩადება, საჭიროა სიფრთხილე და ზედმეტი რისკების თავიდან აცილება.
სწავლა: დრაკონი სწავლას ძალიან აფასებს. სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ასევე ისინი, ვინც კვალიფიკაციას აიმაღლებს, შესაბამის ნაყოფსაც მოიმკის. თვითგანათლება, სასარგებლო ლიტერატურის კითხვა, მუშაობა გამოცდილი ადამიანის ხელმძღვანელობით მოიტანს ბევრ სარგებელს მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლა უნდა.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
რჩევა: გაითვალისწინეთ, ერთ ადგილზე უქმად ჯდომა არაფერს მოიტანს. ენერგიული დრაკონის წყალობით სამუშაო მომენტები მალევე გადაწყდება, თუ იმოქმედებთ. ხომ გაგიგიათ ანდაზა: „ხელი გაანძრიე და გეშველებაო"...
ყველა ახალი ამბავი
0