2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი

CC BY 2.0 / Benny Mazur / Painted Trophy: Green Dragonმწვანე დრაკონი
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
რა დატვირთვა აქვს 2024 წლის სიმბოლოს, როგორ გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანზე - ამის შესახებ ჩვენს ჰოროსკოპში შეიტყობთ.
აღმოსავლური, ანუ ჩინური ჰოროსკოპი 12 ცხოველისგან შედგება და თითოეული სიმბოლო გარკვეულ წელს უკავშირდება. თითოეულ ცხოველს თავისი დახასიათება აქვს. ცხოველის თვისებებს ბუნების ელემენტები ავსებს – შეფერილობა და სტიქიასთან დაკავშირებული მდგომარეობა.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
მწვანე ფერი დრაკონის მეომარ ბუნებას აღმშენებლობასთან აწონასწორებს: ეს ფერი აყვავებასა და სულიერი განვითარებისკენ სწრაფვას ნიშნავს. ცხოვრებაში წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს ფერი ტანსაცმელში, ინტერიერში ან სხვა ელემენტებში. ხე, თავის მხრივ, სტაბილურობის, სიმტკიცისა და მუდმივობის სიმბოლოა. ასე რომ, მწვანე ხის დრაკონის წელი მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, ხის მწვანე დრაკონი ყველა დრაკონს შორის ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია.
ხის მწვანე დრაკონი არავის „გააწამებს" - კი, მას ჰყავს თავისი ფავორიტები - ლომი და მორიელი, მაგრამ სხვებისთვისაც სიკეთეს არ დაიშურებს. ერთადერთი პირობაა - მიჰყვეთ დრაკონისეულ პრინციპებს - გამოიჩინოთ სიმტკიცე და არ დაიმალოთ - საკუთარი თავი წარმოაჩინოთ.
კერძოდ, როგორი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის 2024, დრაკონის წელი:
ვერძი
თქვენთვის მრავალი შესაძლებლობა გაიხსნება. უნდა იყოთ მზად, მიიღოთ გამოწვევები, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ. გაჩნდება შანსები - ერთ-ერთი იქნება ისეთი, რომელიც დასაბამს მისცემს პერსპექტიულ და სასარგებლო ნაცნობობას. ასეთი შემთხვევითობა რომ მოხდეს, მოგიწევთ, ენდოთ თქვენს ინტუიციას და ასევე, შესაძლოა, უწყინარ, მაგრამ მაინც - ავანტიურაში ჩაებათ. ასევე ასტროლოგები გირჩევენ, განვითარდეთ თქვენ საქმეში, რომელიც მოგწონთ. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს ამ კუთხით - ოღონდ ექსპერიმენტები წინდახედულებით უნდა გამოირჩეოდეს. ეს შემოსავლების გაზრდის ალბათობას მოგცემთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
კურო
დრაკონის წელი კუროებისთვის იქნება როგორც წარმატებების, ისე გამოწვევების წელი. მოგიწევთ სირთულეებთან და შეცდომებთან შეჯახება. ეს თქვენთვის ერთგვარი გამოცდა გახდება. თუმცა, არ უნდა შეგეშინდეთ - ასეთი გამოწვევები აუცილებელი რესურსების მობილიზებას მოახდენს თქვენში - თითქოს არსაიდან გამოჩნდება სულიერი ძალა და სიმტკიცე, რაც სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. წაგადგებათ, თუ შეცდომებს ფილოსოფიურად შეხედავთ - თითოეული შეცდომა, როგორც ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. გამოწვევების გარდა, დრაკონის წელი არაერთ ბედნიერ მომენტს, საქმეებში წარმატებულ შედეგს გაჩუქებთ. თქვენი შრომისმოყვარეობა ნაყოფს გამოიღებს.
ტყუპი
2024 წელს დადებითი ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში და ოჯახში. დროის დიდ ნაწილს გრძნობებსა და ემოციებს დაუთმობთ ახლობლებთან მიმართებით. თქვენი გულგახსნილობა ნაყოფს გამოიღებს - გაჩნდებიან ახალი ნაცნობები, საურთიერთობო წრე გაფართოვდება და უფრო საინტერესო გახდება. თუმცა, პოპულარობამ თქვენი ყურადღება არ უნდა მოადუნოს - არ უნდა მიუშვათ ოჯახისა თუ სამსახურის საქმეები, გადაუჭრელი პრობლემები. ნუ გადადებთ საქმეებს - იყავით ორგანიზებული და სისტემატური. ეს თქვენთვის არაა უბრალო ამოცანა, ასე რომ, თავს ძალა უნდა დაატანოთ.
კირჩხიბი
დრაკონის წელი კირჩხიბებს ბალანსს გპირდებათ. ხშირად გექნებათ შინაგანი ჰარმონიის განცდა საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან. თუ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებთ - არ გაღიზიანდებით წვრილმანებზე, იმუშავებთ თქვენს თავზე და თავშეკავებული იქნებით - ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეძლებთ წარმატების მიღწევას. სიმშვიდის ენერგია თქვენი მთავარი ძალა გახდება 2024 წელს. მას ჰობი და შემოქმედება განამტკიცებს - თქვენი გატაცება, შესაძლოა, განვითარების წყარო გახდეს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
ლომი
ჩინურ ჰოროსკოპში დრაკონი ლომის „ტყუპისცალია", ასე რომ, ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებს დადებით მომენტებს მოუტანს. შეგიძლიათ თამამად შეასხათ ხორცი თქვენს ამბიციებს. გექნებათ კარიერული ზრდის შესაძლებლობები, წარმატების მიღწევის შანსები. გარდა ამისა, საკმაოდ მომხიბლავი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის - დიდი ალბათობით, ეს ბევრი თქვენგანის პირად ცხოვრებაზე აისახება.
ქალწული
კარიერაში მეტი სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ, მაგალითად, უნდა შეწყვიტოთ თქვენი ინიციატივების, დაწინაურების სურვილის დამალვა. ასევე გაგიჩნდებათ სურვილი, თქვენი ცოდნა გააღრმავოთ ან ახალი ცოდნა მიიღოთ. ეს პროფესიულ სარბიელზე წარმატებებს მოგიტანთ. ანუ, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია, ინვესტიცია საკუთარი თავის გაუმჯობესებაში ჩადოთ. დრაკონი ხელგაშლილი იქნება ფულის მხრივაც - არ გაგიკვირდეთ, თუ ფინანსები არსაიდან, მოულოდნელად გაჩნდება. ეს მოხდება, თუ შეწყვეტთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანას და ღია იქნებით სიახლეებისთვის.
სასწორი
2024 წელი სასწორებისთვის მეგობრობისა და მხარდაჭერის წელი იქნება. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და ძალას შეგმატებთ, რომ თქვენი პროექტების რეალიზაცია შეძლოთ. სასწორები წლის სიმბოლოს ენერგიას შეისრუტავთ - აქედან გექნებათ ძალა იდეების ხორცშესხმისთვის. გარდა ამისა, ვინც იაქტიურებს, დიდი ალბათობით, გაზრდის თავის შემოსავალს. დრაკონი ხომ ასევე ბარაქისა და სიუხვის სიმბოლოა. მისთვის დამახასიათებელია მათი წახალისება, ვინ სიმდიდრისკენ მიილტვის და არა დამუნათება.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი
მორიელისა და დრაკონის ტემპერამენტი რაღაცით ერთმანეთს წააგავს, ამიტომ თქვენთვის მრავალფეროვანი და დატვირთული პერიოდი იწყება, რომელიც კაშკაშა შთაბეჭდილებებით იქნება სავსე. აუცილებელია, გაჰყვეთ თქვენს ალღოსა და მისწრაფებებს, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დაივიწყოთ: გზაზე შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენი თანხის ან იდეების მითვისებას გადაწყვეტენ. მათგან თავის შორის დაჭერა თანამოაზრეებთან ერთად იქნება შესაძლებელი. გუნდში მუშაობა მომგებიანი პერსპექტივაა, მაგრამ პირადის განდობისას მაინც ფრთხილად იყავით - ყველას არ ენდოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს - ცვლილებები, ძირითადად, სასიხარულო იქნება. სასიამოვნო მოვლენები გზას გაგინათებთ. მაგრამ იმისთვის, რომ შესაძლო წარმატებები არ დააფრთხოთ, უნდა მოერიდოთ საცხოვრებლის ან სამუშაოს შეცვლას. აგვისტოში არის მოგების მიღების შანსი საქმიანი მივლინებიდან, სექტემბერსა და ოქტომბერში კი გარკვეული ფინანსური პრობლემები გელოდებათ.
თხის რქა
ბუნებით ბოძებული შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე საქმეებში პროგრესს გპირდებათ. თქვენი სტაბილურობა საიმედო ადამიანის რეპუტაციას მოგიტანთ. წარმატების ასეთ ტალღაზე არის რისკი, რომ მთლიანად სამუშაოზე გადაერთოთ და დასვენება დაივიწყოთ. მაგრამ დასვენების გარეშე თავი შეიძლება კუთხეში მიიმწყვდიოთ და ინტერესი დაკარგოთ იმის მიმართ, რაც გაღელვებდათ. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გაბატონდება. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ყველაფერი კარგად აეწყობა. მარტოხელები ისწავლიან საკუთარი სტატუსით ტკბობას და სურვილის შემთხვევაში, რომანტიკულ ურთიერთობასაც გააბამენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული
დრაკონის წელს მერწყულები ყურადღებას ახალ მიზნებსა და ინტერესებზე გაამახვილებთ, რომლებიც სამუშაოს არ უკავშირდება. ეს დროს გაგითავისუფლებთ დასვენებისა და ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც თქვენს გულთან ახლოსაა. შესაძლოა, მოაწყოთ ერთგვარი „გადატვირთვა", რისი საბაბიც რამე არცთუ სასიამოვნო მოვლენა გახდეს - გათავისუფლება სამსახურიდან, განშორება, ახლობლის ცუდი ამბავი და სხვ. თუმცა, ასეთი გამოცდის შემდეგ დრაკონი გონზე მოსვლის საშუალებას მოგცემთ და მიგიყვანთ ტრანსფორმაციამდე, რომელიც დიდი ხანია, აუცილებელია თქვენთვის.
თევზები
მიუხედავად იმისა, რომ დრაკონი და თევზები სხვადასხვა სტიქიას მიეკუთვნებიან, მტაცებელი წყლის ნიშნის მიმართ მაინც კეთილგანწყობას გამოიჩენს. სარგებელს მოგიტანთ გულწრფელობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. თუნდაც ეს გულწრფელი სიბრაზე იყოს, ეს ირგვლივ მყოფებში ერთგვარ „წმენდას" ჩაატარებს - გაგათავისუფლებთ უსარგებლო კავშირებისგან. თუ არ დაიწყებთ საკუთარი თავის შეცოდებას და მოვლენებს მინუსების გაცნობიერებაში გამოიყენებთ, შეძლებთ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ყველა ახალი ამბავი
0