ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს

CC BY 2.0 / Dave Fayram / Final Fight: Mahina vs. The Green Dragonმწვანე დრაკონი
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
ხის მწვანე დრაკონის წელი განსაკუთრებულად იღბლიანი ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის იქნება.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
დრაკონი ზოდიაქოს ყველა ნიშნის მიმართ იქნება გულმოწყალე, მაგრამ ფორტუნა განსაკუთრებით ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს გაუღიმებს.
V ადგილი
მერწყული: მერწყულები 2024 წელს აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ინოვაციურ და პროგრესულ პროექტებში. მათი ორიგინალური და კრეატიული იდეები უნიკალურ პროდუქტებს შექმნის. სწორედ ეს გახდება მათი წარმატებების გასაღები.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
IV ადგილი
თევზები: თევზები თავიანთ ინტუიციას დაეყრდნობიან და სულიერი ზრდისკენ აიღებენ გეზს. წარმოსახვა და მგრძნობიარობა დაეხმარებათ მათ იპოვონ პასუხები მნიშველოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე. მათ წარმატება სულიერებასთან დაკავშირებულ და შემოქმედებით წამოწყებებში ელოდებათ.
III ადგილი
ქალწული: ქალწულები 2024 წელს შეძლებენ, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინონ და თავიანთი გეგმები განახორციელონ. კოსმოსი კარს გაუხსნის სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს და ქარწულები ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
II ადგილი
თხის რქა: თხის რქები 2024 წელს შეძლებენ თავიანთი წარმატების ორგანიზებას, მაგრამ, ამავე დროს, არ ღირს ზედმეტი დაძაბულობა და აჩქარება. ხის დრაკონი მათ დაეხმარება და ყველანაირად ხელს შეუწყობს დასახული მიზნების მიღწევაში.
I ადგილი
მორიელი: ყველაზე მეტად 2024 წელს სწორედ მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს გაუმართლებთ. ისინი დრაკონის ფავორიტები არიან. მათ განსაკუთრებული იღბლიანობა ელოდებათ. მიწისა და ხის სტიქიის ენერგიები თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში დაეხმარება. შეძლებენ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას. ელოდებათ წარმატებები და დიდი მიღწევები.
ყველა ახალი ამბავი
0