https://sputnik-georgia.com/20230421/kuro-taurus-zodiaqo-daxasiateba-276906273.html
კურო - მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური - ზოგადი დახასიათება
კურო - მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური - ზოგადი დახასიათება
Sputnik საქართველო
კუროს მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. ის არასდროს გარისკავს თავისი... 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T12:10+0400
2023-04-21T12:10+0400
2023-04-21T17:16+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/05/238910598_0:115:1921:1195_1920x0_80_0_0_e7e5dbe566e8904070b630f00d6049bd.jpg
კურო (Taurus) დედამიწის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია – თბილი, მგზნებარე, ქალური ნიშანი, სხვებზე მეტად გრძნობს ვენერას ვიბრაციას. კუროსთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ყველა მიწიერ სიამოვნებას – არიან გამოუსწორებელი ჰედონისტები (ანუ მათი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება), აფასებენ ყველაფერ საუკეთესოს – ღვინოს, სიგარას, საკვებს... მათი მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. კურო არასდროს გარისკავს თავისი კეთილდღეობით იდეის, ოცნების, მოჩვენებითი მიზნისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გონებით მოქმედი ნიშანია. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტად გვხვდებიან ფინანსისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები. ქალი კუროები ხშირად ოჯახური კერის მფარველობას ან ძვირადღირებულ საყვარლობას ამჯობინებენ და ამ დროს თავიანთ ბუნებრივ მიმზიდველობას იყენებენ. კუროებისთვის ძალზე კომფორტულია ლოგიკური, მოწესრიგებული სამყარო – სტაბილურობისა და წესრიგის მდგომარეობაში ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ. მათთვის დამღუპველია ექსტრავაგანტულობა და ნოვატორობა. არიან ძალზე ჯიუტი, ნებისყოფიანი, უსმენენ მხოლოდ საუთარ თავს, ძალზე ძნელია გადაარწმუნო ისინი, მოტეხო, აიძულო, რომ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ იმოქმედონ. ამასთან, ძალზე დამოკიდებული არიან სექსუალურ ცხოვრებაზე – სიყვარულსა და სექსში უფრო მგზნებარე და მგრძნობიარე პარტნიორის ნახვა ნამდვილად არაა იოლი. მამაკაცი კურო მამაკაცი კურო სოლიდური, მშვიდი, კონსერვატიულია, არ გამოირჩევა ტემპერამენტით. მაგრამ თუ მდგომარეობიდან გამოიყვანთ, მის მრისხანებას საზღვარი არ ექნება. მასში არ არის მძლავრი ენერგია, არ „აფრქვევს" იდეებს, ცოტაოდენ ზარმაცი და პასიურია, თუმცა შეუძლია მატერიალური კომფორტის უზრუნველყოფა, საკუთარ თავზე ოჯახსა და საყვარელ ქალზე მზრუნველობის აღება, საიმედო პარტნიორობის გაწევა. ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები>>კურო მამაკაცი ამჯობინებს, სამუდამო ცხოვრებისთვის შეარჩიოს თავისთვის კომფორტული ქალი. უპირატესობას ანიჭებს თანაბარუფლებიან ურთიერთობებს. იშვიათად ეყრება ცოლს. ქალი კურო ზოდიაქოს თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია, გამოირჩევა მძლავრი სექსუალური ენერგიით. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად არის შეკრებებისა და წვეულებების ცენტრში, მაგრამ ამასთან ლიდერობის პრეტენზია არ აქვს. ქალი კურო უფრო მგრძნობიარე, ვიდრე ინტელექტუალური ეგზემპლარია, თუმცა ყოფაში უსაზღვროდ ბრძენია – იშვიათად თუ შეუძლია ქალს, აიძულოს მამაკაცი, ფუფუნებითა და ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს ის. ამასთან, ძლიერი და ძალაუფლებისმოყვარე ქალი კუროების უმეტესი ნაწილი ირჩევს პასიურ პარტნიორს, რომელიც მზადაა ის ხელით ატაროს და მისი ყველა სურვილი შეასრულოს. კუროს დაპყრობა, რომელიც სრულყოფილად ფლობს ფლირტის ხელოვნებას, ყველაზე ადვილია კლასიკური ხერხებით – ძვირფასი საჩუქრებით, რომანტიკული პაემნებით. ამასთან, კურო–ქალი პათოლოგიურად ეჭვიანია და მეტოქეობის სულ უმნიშვნელო გამოვლინებასაც ვერ იტანს. ასაკთან ერთად ხდება ძალაუფლებისმოყვარე, ხასიათი უმძიმდება. კუროს შეთავსება სხვა ნიშნებთან კურო ყველაზე კარგად ეთავსება დედამიწის სტიქიის სხვა წარმომადგენლებს – ქალწულებსა და თხის რქებს. სამივე სტაბილური, სერიოზული ნიშანია. ისინი არ ეძებენ შემთხვევით კავშირებს, უყვართ გრძნობებთან დაკავშირებული სიამოვნებანი და კომფორტი. ასევე დედამიწის ნიშან სასწორთან კავშირი მაინცდამაინც არ გამოსდით – შედარებით ბრუტალურ და ძლიერ კუროს აღიზიანებს სასწორის ზედაპირულობა და დახვეწილობა. წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ მგზნებარე კავშირია შესაძლებელი მორიელთან. 30 წლის შემდეგ კუროები იცვლიან პრიორიტეტებსა და ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას, ამიტომ შესაძლებელია მათი კავშირი ტყუპებთან და ვერძებთან. ტყუპებს პრაქტიკული კუროების ცხოვრებაში შეაქვთ ინტელექტი, მაგრამ ერთგვარ „თავქარიანობასა" და არამდგრადობას ჰარმონიის დარღვევა შეუძლია. ვერძებთან კავშირი კუროებს მძლავრ სასიცოცხლო ენერგიას მატებს, მაგრამ ეს ურთიერთობა უმეტესად სექსს და არა საერთო ინტერესებს ეფუძნება. კუროების კავშირი წარმოუდგენელია ლომებთან, მაგრამ ყველაზე იშვიათი ვარიანტია – მშვილდოსანთან. კუროს ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები: ნიკოლო მაკიაველი, უილიამ შექსპირი, ეკატერინე მეორე, ონორე დე ბალზაკი, ოდრი ჰეპბერნი, ზიგმუნდ ფროიდი, ალ პაჩინო, ჯორჯ კლუნი, პენელოპა კრუსი, ლინდა ევანგელისტა, დევიდ ბეკჰემი, მიშელ პფაიფერი, უმა ტურმანი, ჯესიკა ალბა და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20200306/vis-irCeven-partniorad-zodiaqos-niSnebi-247897912.html
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/05/238910598_86:0:1833:1310_1920x0_80_0_0_67c3d830dafb4a352e9ca50bd5391c2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
კურო - მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური - ზოგადი დახასიათება
12:10 21.04.2023 (განახლებულია: 17:16 21.04.2023) კუროს მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. ის არასდროს გარისკავს თავისი კეთილდღეობით იდეის, ოცნების, მოჩვენებითი მიზნისთვის.
კურო (Taurus) დედამიწის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია – თბილი, მგზნებარე, ქალური ნიშანი, სხვებზე მეტად გრძნობს ვენერას ვიბრაციას. კუროსთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ყველა მიწიერ სიამოვნებას – არიან გამოუსწორებელი ჰედონისტები (ანუ მათი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება), აფასებენ ყველაფერ საუკეთესოს – ღვინოს, სიგარას, საკვებს...
მათი მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. კურო არასდროს გარისკავს თავისი კეთილდღეობით იდეის, ოცნების, მოჩვენებითი მიზნისთვის.
ეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გონებით მოქმედი ნიშანია. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტად გვხვდებიან ფინანსისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები. ქალი კუროები ხშირად ოჯახური კერის მფარველობას ან ძვირადღირებულ საყვარლობას ამჯობინებენ და ამ დროს თავიანთ ბუნებრივ მიმზიდველობას იყენებენ.
კუროებისთვის ძალზე კომფორტულია ლოგიკური, მოწესრიგებული სამყარო – სტაბილურობისა და წესრიგის მდგომარეობაში ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ. მათთვის დამღუპველია ექსტრავაგანტულობა და ნოვატორობა.
არიან ძალზე ჯიუტი, ნებისყოფიანი, უსმენენ მხოლოდ საუთარ თავს, ძალზე ძნელია გადაარწმუნო ისინი, მოტეხო, აიძულო, რომ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ იმოქმედონ. ამასთან, ძალზე დამოკიდებული არიან სექსუალურ ცხოვრებაზე – სიყვარულსა და სექსში უფრო მგზნებარე და მგრძნობიარე პარტნიორის ნახვა ნამდვილად არაა იოლი.
მამაკაცი კურო სოლიდური, მშვიდი, კონსერვატიულია, არ გამოირჩევა ტემპერამენტით. მაგრამ თუ მდგომარეობიდან გამოიყვანთ, მის მრისხანებას საზღვარი არ ექნება. მასში არ არის მძლავრი ენერგია, არ „აფრქვევს" იდეებს, ცოტაოდენ ზარმაცი და პასიურია, თუმცა შეუძლია მატერიალური კომფორტის უზრუნველყოფა, საკუთარ თავზე ოჯახსა და საყვარელ ქალზე მზრუნველობის აღება, საიმედო პარტნიორობის გაწევა.
კურო მამაკაცი ამჯობინებს, სამუდამო ცხოვრებისთვის შეარჩიოს თავისთვის კომფორტული ქალი. უპირატესობას ანიჭებს თანაბარუფლებიან ურთიერთობებს. იშვიათად ეყრება ცოლს.
ზოდიაქოს თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია, გამოირჩევა მძლავრი სექსუალური ენერგიით. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად არის შეკრებებისა და წვეულებების ცენტრში, მაგრამ ამასთან ლიდერობის პრეტენზია არ აქვს.
ქალი კურო უფრო მგრძნობიარე, ვიდრე ინტელექტუალური ეგზემპლარია, თუმცა ყოფაში უსაზღვროდ ბრძენია – იშვიათად თუ შეუძლია ქალს, აიძულოს მამაკაცი, ფუფუნებითა და ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს ის.
ამასთან, ძლიერი და ძალაუფლებისმოყვარე ქალი კუროების უმეტესი ნაწილი ირჩევს პასიურ პარტნიორს, რომელიც მზადაა ის ხელით ატაროს და მისი ყველა სურვილი შეასრულოს.
კუროს დაპყრობა, რომელიც სრულყოფილად ფლობს ფლირტის ხელოვნებას, ყველაზე ადვილია კლასიკური ხერხებით – ძვირფასი საჩუქრებით, რომანტიკული პაემნებით. ამასთან, კურო–ქალი პათოლოგიურად ეჭვიანია და მეტოქეობის სულ უმნიშვნელო გამოვლინებასაც ვერ იტანს. ასაკთან ერთად ხდება ძალაუფლებისმოყვარე, ხასიათი უმძიმდება.
კუროს შეთავსება სხვა ნიშნებთან
კურო ყველაზე კარგად ეთავსება დედამიწის სტიქიის სხვა წარმომადგენლებს – ქალწულებსა და თხის რქებს. სამივე სტაბილური, სერიოზული ნიშანია. ისინი არ ეძებენ შემთხვევით კავშირებს, უყვართ გრძნობებთან დაკავშირებული სიამოვნებანი და კომფორტი.
ასევე დედამიწის ნიშან სასწორთან კავშირი მაინცდამაინც არ გამოსდით – შედარებით ბრუტალურ და ძლიერ კუროს აღიზიანებს სასწორის ზედაპირულობა და დახვეწილობა. წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ მგზნებარე კავშირია შესაძლებელი მორიელთან.
30 წლის შემდეგ კუროები იცვლიან პრიორიტეტებსა და ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას, ამიტომ შესაძლებელია მათი კავშირი ტყუპებთან და ვერძებთან. ტყუპებს პრაქტიკული კუროების ცხოვრებაში შეაქვთ ინტელექტი, მაგრამ ერთგვარ „თავქარიანობასა" და არამდგრადობას ჰარმონიის დარღვევა შეუძლია.
ვერძებთან კავშირი კუროებს მძლავრ სასიცოცხლო ენერგიას მატებს, მაგრამ ეს ურთიერთობა უმეტესად სექსს და არა საერთო ინტერესებს ეფუძნება. კუროების კავშირი წარმოუდგენელია ლომებთან, მაგრამ ყველაზე იშვიათი ვარიანტია – მშვილდოსანთან.
კუროს ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:
ნიკოლო მაკიაველი, უილიამ შექსპირი, ეკატერინე მეორე, ონორე დე ბალზაკი, ოდრი ჰეპბერნი, ზიგმუნდ ფროიდი, ალ პაჩინო, ჯორჯ კლუნი, პენელოპა კრუსი, ლინდა ევანგელისტა, დევიდ ბეკჰემი, მიშელ პფაიფერი, უმა ტურმანი, ჯესიკა ალბა და სხვ.