ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
როგორი ვითარებაც არ უნდა შეიქმნას, ზოგიერთი ადამიანი მაინც არ კარგავს რწმენას და ყოველთვის იმედიანად შეჰყურებს მომავალს, მხოლოდ კარგი მომავლისა სწამს. უფრო მეტიც, ისინი არასდროს აჰკიდებენ სხვებს თავიანთ პრობლემას და მუდამ ამოუწურავ ოპტიმიზმს ასხივებენ...
ზოდიაქოს ამ ნიშნების ოპტიმისტური განწყობა გადამდებია, ისინი არასდროს კარგავენ იმედს და ყოველთვის უკეთესისკენ ისწრაფვიან. სწორედ ეს თვისებები ეხმარება მათ სირთულეების გადალახვასა და სხვადასხვა სიტუაციაზე ადეკვატურად რეაგირებაში.
რომელი არიან ზოდიაქოს ყველაზე ოპტიმისტი ნიშნები – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება>>
კურო
კუროები ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ კარგ განწყობაზე იმყოფებიან. თუნდაც ცხოვრებაში უსიამოვნო მომენტები ჰქონდეთ, ამით არასდროს დაამძიმებენ ირგვლივ მყოფებს. პირიქით, მათ დაარწმუნებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და რამეზე აუცილებლად იხუმრებენ.
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>
ლომი
გაბედული და მხიარული ლომები მზად არიან, გადალახონ სირთულეები და მკაცრი გამოცდები. აქვთ თვითირონიის ძლიერი გრძნობა, რომელიც მათ მოდუნებისა და ნაღვლიან თემებზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს. ლომები მუდამ მზად არიან, ყველა დამუხტონ თავიანთი პოზიტიური განწყობით, მაშინაც კი, როდესაც თვითონ საჭიროებენ მხარდაჭერას.
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება>>
თხის რქა
თხის რქები ყოველთვის არ გამოხატავენ თავიანთ ნამდვილ გრძნობებს, მაგრამ ყოველთვის დადებითად არიან განწყობილი გარე სამყაროსა და ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ. ნებისმიერ მომენტში მზად არიან დაეხმარონ ახლობლებს და ძალიან ეცადონ, რომ შესანიშნავი შედეგი მიიღონ.
ყველა ახალი ამბავი
0