ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი თევზებისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
არაორდინარული ნიშნის წარმომადგენლებს 2024 წელს საოცრად მნიშვნელოვანი მოვლენების მთელი ჯაჭვი ელოდება. მოგიწევთ ფასეულობების გადაფასება, ცხოვრებაში საკუთარი როლის სხვაგვარად გააზრება. ბევრი თქვენგანი უკვე იანვარში იგრძნობს ძალას, კარდინალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა სოციუმში. შესაძლებელია სამუშაოს გამოცვლა, კვალიფიკაციის შეცვლა, განქორწინება ან პირიქით - დაქორწინება.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს>>

2024 წელს მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ გამოიყურებით, ამიტომ ეცადეთ, სათანადო ყურადღება მიაქციოთ გარეგნულ მხარეს. ეს ფინანსური საკითხების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. ამ წელს მოსალოდნელია ნათესაური კავშირების გამტკიცება, დაივიწყებთ ძველ წყენებს - მოემზადეთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში შეიძლება უკან შემოუშვათ ის ადამიანები, რომელთა ნახვასაც საერთოდ არასდროს გეგმავდით.

წლის მფარველი გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სულიერ მდგომარეობას, მენტალურ ჯანმრთელობას. ეს თქვენთვის ამ წელს მთავარი ორიენტირი გახდება. წლის ბოლოს ბევრად მარტივად შეხედავთ სირთულეებს და რაც მთავარია, ისწავლით მათთვის გვერდის ავლას.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ცვლილებების დრო: წლის მფარველის ცვალებადი ხასიათის წყალობით ყველა ფრონტზე დიდი ცვლილებები გელოდებათ. დიდი ალბათობით, რაც მოხდება, საბოლოოდ ის მხოლოდ სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. რომ დაკარგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ, წლის ბოლოს მაინც მადლობელი იქნებით ამისთვის.
ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი: არარეკომენდებულია ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, არ უნდა აჰყვეთ გარემოებებს ან თქვენს განწყობას. იხელმძღვანელეთ მხოლოდ ჯანსაღი აზრით.
არ გაამწვავოთ: წლის სიმბოლო თქვენს პროვოცირებას შეეცდება, თან არაერთხელ, მაგრამ თქვენი ამოცანაა, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და უაზრო საქციელი არ ჩაიდინოთ. ისწავლეთ თავის გაკონტროლება.
ენდეთ ინტუიციას: ბევრი თქვენგანი მიჩვეულია ალღოზე მინდობას და წელსაც ეს პრინციპი უნდა განაგრძოთ. ამის წყალობით ბევრი უსიამოვნება გვერდს აგივლით.
უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია: ნუ უყურებთ იმათ, ვისაც ყველაფერი საჩუქრად მისდის. პირველ რიგში, არ იცით, რა დგას ამ ბედის საჩუქრების უკან და მეორეც ამ ცხოვრებაში არაფერი გვეძლევა საჩუქრად. შესაძლოა ის, რაც ლამაზად ბრწყინავს ვიტრინაში, სინამდვილეში სრულიად უგემოვნო და უსარგებლო ნივთია.
მნიშვნელოვანი მომენტი: წლის მეორე ნახევარი თქვენთვის ნამდვილი საჩუქარი გახდება და საუბარი არ არის იმაზე, რომ თავზე სამყაროს მთელი სიკეთე დაგეცემათ. შეძლებთ აკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და ამაში კარგი ანაზღაურება მიიღოთ ისე, რომ ფინანსური პრობლემები გაქრება მასთან ერთად - დაძაბულობა ოჯახში.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით
თევზებს 2024 წელს მოგიწევთ ისწავლოთ თავშეკავება და დაბრკოლებებს შორის მანევრირება. მიუხედავად ხის მწვანე დრაკონის თავისებური ზნისა, წყლის სტიქია მგზნებარე ვნებებს გააცივებს და წელს საკმაოდ წარმატებულად დაამთავრებთ.
იანვარი-თებერვალი: იანვარში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ჩინური ჰოროსკოპით ახალი წელი მხოლოდ 10 თებერვალს დადგება. მერე კი ყველაზე საინტერესო დაიწყება. მანამდე კი წლის სიმბოლო თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის მოემზადება.
მარტი-აპრილი: დიდხანს არ დაელოდებით და სადავეებს საკუთარ ხელში აიღებთ. მოგიწევთ მტკიცე ხასიათისა და დიპლომატიურობის გამოჩენა. გაჩდება ახალ-ახალი ცდუნებები, მაგრამ მათ თავიდან არიდებას წარმატებით შეძლებთ.
მაისი-ივნისი: ზაფხულში სასურველია ცვლილებებზე დაფიქრდეთ, სანამ ბედი გარდაუვალ მომენტებთან არ დაგაყენებთ პირისპირ. მოემზადეთ და თუ წაიქეცით, ძალიან მტკივნეული არ იქნება.
ივლისი-აგვისტო: ზაფხულის ბოლო ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება. ძველი წყენები აღარ შეგაშფოთებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გეგონათ, მეორე პლანზე გადავა. ,მოკლედ რომ ვთქვათ, ტრანსფორმაციის პერიოდი წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
სექტემბერი-ოქტომბერი: შემოდგომაზე ახალი არაერთი საზრუნავი გაგიჩნდებათ და დიდი ალბათობით, ეს ნათესავებთან იქნება დაკავშირებული. ისწავლეთ ბალანსის დაცვა პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის. ამავე დროს, ერთდროულად ორ კურდღელს ნუ გაედევნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ ვერც ერთი ვერ დაიჭიროთ.
ნოემბერი-დეკემბერი: წლის ბოლო ორ თვეში რეკომენდებულია შემოქმედებითი საქმიანობა. თქვენი სულიერი განვითარება ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება. ნებისმიერი მიმართულებით წარმატებას მიაღწევთ.
2024 წელს სულიერი განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი და ეკლიანი გზა გელოდებათ. ეს ნიშნავს, რომ ასაკისგან დამოუკიდებლად თქვენი ინტერესების სფერო შეიცვლება. არ ინერვიულოთ, უკეთესი მომავალი გელოდებათ, ამიტომ დაუნანებლად გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ნივთები, ადამიანები, სურვილები.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
2024 წელი ხელსაყრელი დროა კარიერული და პიროვნული ზრდისთვის. სავარაუდოდ, მოწესრიგდება თქვენი ფინანსური სფერო. თუმცა, პირადი ცხოვრება შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩეს. ისწავლეთ თქვენი დაუოკებელი ხასიათის მოთოკვა და ამ სფეროშიც ყველაფერი კარგად იქნება.
2024 წელი ქალი თევზებისთვის
ქალი თევზები ყველას გააოცებთ უნარით, მოერგოთ ვითარებას და იყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენი იღბალი ბევრად იქნება დამოკიდებული დრაკონის წლის პირველ თვეებში გამძაფრებულ ინტუიციაზე. ასე რომ, გამოიყენეთ ეს მომენტი.
გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი: ფორტუნა ყველანაირად თქვენ გ ვერდით იდგება, მაგრამ თქვენი ჭკუა-გონებისა და უნარების დაუფასებლობა არ ივარგებს. ვინც ასე ფიქრობს, ისინი უკვე უკან მოიტოვეთ. ასე რომ, ენდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და ნუ მოუსმენთ ზურგს უკან ჭორაობას.
პროდუქტიული მუშაობა: ეს წელი თქვენთვის ძალზე პროდუქტიული იქნება. მოგიწევთ ბევრი მუშაობა. ვიღაც კარიერულ კიბეზეც წაიწევს წინ.
შემოქმედებითი მამაკაცი - თქვენი არჩევანია: წლის მეორე ნახევარში ემოციების საოცარ მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი სასიყვარულო თავგადასავლის საძიებლად "გაეშურებით". ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ელოდეთ თავბრუდამხვევ რომანს არაორდინარულ და ძალაზე არტისტულ მამაკაცთან.
ოქტომბრიდან წლის ბოლომდე მხოლოდ სამუშაო ვალდებულებებზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. არ დაივიწყოთ ოჯახის წევრები, ახლობლები, რომლებსაც თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ხის მწვანე დრაკონი: 2024 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ხელსაყრელი პერიოდები
თებერვალი: ეს თვე საკუთარი თავისა და დანიშნულების ძიების პერიოდი გახდება. განსაკუთრებულად სასიხარულო მოვლენები, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის დადებითი ეფექტი მთლიანად თქვენს ცხოვრებაზე დიდხანს მოახდენს პოზიტიურ გავლენას.
სექტემბერი: იღბალი ყველა თქვენი წამოწყების კვალდაკვალ ივლის. იყავით უფრო თამამი, მოსინჯეთ ძალები ახალ საქმეებში, განვითარდით. პირადი ცხოვრებაც საკმაოდ მგზნებარე გექნებათ და ასევე - პროდუქტიული.
არახელსაყრელი პერიოდები
მარტი: შესაძლოა, ყველაფრის მიტოვებისა და განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებულად კატეგორიული და მომთხოვნი. ცოტა ხნით დაისვენეთ და მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
ივლისი: მოგიწევთ მუშაობა თქვენს დამოკიდებულებაზე ბევრი რამის მიმართ და გამაღიზიანებელ მოვლენებზე რეაგირების სწავლაზე. შესაძლოა, სპეციალისტთან მისვლა ურიგო არ იყოს, რომელიც ფსიქოლოგიური ბლოკების მოხსნაში დაგეხმარებათ.
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს>>
2024 წელი მამაკაცი თევზებისთვის
მამაკაცი თევზები 2024 წელს იბრძოლებთ წარმატების მისაღწევად პირად ცხოვრებაში და მდგომარეობის გამოსასწორებლად ფინანსურ სფეროში. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ეს შესაბამის ნაყოფს გამოიღებს, არ შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ ვერ დაზოგავთ ძალებს და ასევე გაგიურესდებათ განწყობა.
ნაკლები ნეგატივი: ეცადეთ, არ გამოამჟღავნოთ თქვენი ხასიათის უარყოფითი თვისებები და უფრო მეტად პროგნოზირებადი იყოთ. რა თქმა უნდა, გაქვთ უამრავი ნიჭი ხასიათის შესანიშნავი თვისებები, მაგრამ როცა უხასიათოდ ხართ, თქვენი ატანა ნამდვილად რთულია.
გააკონტროლეთ ემოციები: მწვანე დრაკონი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, მაგრამ არა ღიად, არამედ უფრო დელიკატურად. წყლის სტიქია წლის სიმბოლოს მგზნებარებას ცოტათი დააოკებს და მოგცემთ საშუალებას, არასაჭირო ემოციებისგან თავი შორს დაიჭიროთ.
წარმატება წლის მეორე ნახევარში: წლის მეორე ნახევარში უჩვეულო ემოციურ აღმაფრენას იგრძნობთ. ბევრი პრობლემა და ამოცანა თავისით გადაიჭრება. მიუხედავად ამისა, ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერს ბედი ლანგრით მოგართმევთ - წარმატებისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
ხელსაყრელი პერიოდები
თებერვალი: თავს მძლეთამძლედ იგრძნობთ. შეგიძლიათ გქონდეთ იმედი, თქვენი ვარსკვლავური დრო დადგა. ყველაფერი გამოგივათ.
მაისი: გაზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო დროა. შეძლებთ სამუშაო ვალდებულებების დროებით დავიწყებას.
არახელსაყრელი პერიოდები
ივლისი: ამ თვეში მოსალოდნელია პირადი ხასიათის სერიოზული პრობლემები სამუშაოზე. თუ ენას კბილი ვერ დააჭირეთ, ახლა მოგიწევთ ამის შედეგების გამოსწორება.
დეკემბერი: დაძაბული თვე გელოდებათ. გექნებათ უამრავი საზრუნავი და ყოველთვის ყველაფერს ვერ მოასწრებთ.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0