ხის მწვანე დრაკონი: 2024 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

CC BY 2.0 / Dave Fayram / Final Fight: Mahina vs. The Green Dragonმწვანე დრაკონი
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
2024 წელი, ჩინური ჰოროსკოპით, 10 თებერვალს დაიწყება. მისი მფარველია ხის მწვანე დრაკონი, რომელიც ძალაუფლების, აყვავებისა და იღბლის სიმბოლოს წარმოადგენს.
დრაკონის წელი, ხის ელემენტთან შერწყმით, მოიტანს ევოლუციას, უკეთეს ცხოვრებას, ხვავსა და ბარაქას. იდეალური დროა ახალი ცხოვრების დასაწყებად და ხანგრძლივი წარმატებული ცხოვრების საძირკვლის ჩაყრისთვის.
მწვანე ფერი, ტრადიციულად, ხის სტიქიას უკავშირდება და სიცოცხლის, ზრდის, სიმდიდრისა და განახლების სიმბოლოა. მწვანე ასევე მიიჩნევა სიბრძნის, ჰარმონიისა და ბალანსის ფერად.
დრაკონის ენერგიის სამართავად ჩართეთ თქვენს გარდერობში მწვანე ფერი. ასევე სასურველია მას დახვეწილი წითელი ან მუქი იისფერი დაურთოთ, რომლებიც აყვავებასა და იღბალთან არის ასოცირებული.
2024 წელს წინა პლანზე წამოიწევს სოციალური აქტიურობა - ახალი ადამიანების გაცნობა აუცილებლად შეიტანს ადამიანების ცხოვრებაში დიდ კავშირებს. დაესწარით კულტურასთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რადგან ის იზიდავს ადამიანებს, რომლებიც აფასებენ ტრადიციებსა და სიმბოლიზმს.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
დრაკონი ადამიანებს არ მისცემს მოდუნებისა და დეგრადირების უფლებას. ადამიანები, რომლებიც 2023 წელს გრძნობდნენ, რომ დროს ფუჭად კარგავენ, 2024 წელს კვლავ იგრძნობენ, რომ ცოცხლობენ, ცხოვრობენ; ვინც პოპულარობა დაკარგა კურდღლის წელს, ახლა შეუძლია თავისი რეიტინგის აწევა. დრაკონი ადამიანებს ასწავლის ნებისმიერ, ყველაზე რთულ გარემოებებთან ადაპტირებას. რაც უფრო დიდი იქნება დაბრკოლება, მით უფრო ძლიერი გავხდებით.

2024 წელს ყველაზე წარმატებული იქნებიან დრაკონის, ვირთხის, მამლისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები. ვირთხები შეძლებენ მატერიალური კომფორტის გამაგრებას, მამლები აქტიურად ემზადებიან ყურადღების ცენტრში დასაბრუნებლად და მაიმუნები ოცნებობენ რთული პერიოდების შურის საძიებლად.

რაც შეეხება სხვა ნიშნებს (განსაკუთრებით ხარი, გველი, ცხენი, ძაღლი), მათთვის რეკომენდებულია, გადაჭარბებით არ შეაფასონ თავიანთი ძალები, დაისახონ მხოლოდ ერთი ამოცანა და ისიც გარკვეული დროით.
რა საინტერესო მოვლენები მოხდა დრაკონის სხვადასხვა წელს:
1928 - მიწის დრაკონის წელი: ჩინეთში ნაციონალისტური მმართველობის დაწყების დროა, რომელსაც ჩან კაიში ხელმძღვანელობდა. ასევე პირველი წელია, როდესაც ოლიმპიური თამაშები აზიაში, კერძოდ იაპონიაში, ტოკიოში გაიმართა.
1940 - ლითონის დრაკონის წელი: გაძლიერდა მეორე მსოფლიო ომი. გერმანია შეიჭრა დანიასა და ნორვეგიაში, იაპონია ინდოჩინეთს დაესხა თავს. ამავე დროს, აშშ-ში კონგრესში პირველი აფროამერიკელი აირჩიეს. ის ილინოისს წარმოადგენდა.
1952 - წყლის დრაკონის წელი: გაერთიანებულ სამეფოში დედოფალი ელიზაბეტ მეორე ტახტზე ავიდა. ამ წელს დამთავრდა კორეის ომი.
1964 - ხის დრაკონის წელი: აშშ-ის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა კანონს მოქალაქეების უფლებების შესახებ, რაც რასობრივ დისკრიმინაციას კრძალავს. იაპონიაში მუშაობა დაიწყო პირველმა ზეჩქაროსნულმა სამგზავრო ექსპრესმა და ამით ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა. ჯგუფი The Beatles ედ სალივანის შოუში გამოჩნდა და საერთაშორისო კარიერაში წინ წავიდა.
1976 - ცეცხლის დრაკონის წელი: ჩინეთის მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან დასრულდა კულტურული რევოლუცია და გარდაიცვალა მაო ძედუნი.
1988 - მიწის დრაკონის წელი: სამხრეთ კორეაში, სეულში გაიმართა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ქვეყანა მსოფლიო არენაზე გავიდა. ამავე დროს, საბჭოთა კავშირში მიხაილ გორბაჩოვმა "პერესტროიკა" (გარდაქმნა) დაიწყო, რამაც, საბოლოოდ, კომუნისტური მმართველობის კრახი გამოიწვია.
2000 - ლითონის დრაკონის წელი: ფართოდ აღნიშნეს მთელ მსოფლიოში, როგორც ახალი ათასწლეულის დაწყების დრო.
2012 - წყლის დრაკონის წელი - ბარაკ ობამა მეორედ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად. მაიას კალენდრის მიხედვით, ამ წელს სამყაროს აღსასრული უნდა დამდგარიყო, თუმცა ეს წინასწარმეტყველება იმ დროს არასწორად გაიგეს.
2023 წლის ფრთხილ კლიმატს კურდღლის მფარველობის ქვეშ კონტრასტული პერიოდი, რისკისკენ ძლიერი მიდრეკილება შეცვლის ყველა სფეროში. ამის მიზეზი არა მხოლოდ სახელისა და სიმდიდრის მოხვეჭა იქნება, არამედ ასევე უბრალო პატივმოყვარეობით გამოწვეული კმაყოფილება ყველას სახეზე.
როგორი პერიოდი ელოდება აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით თითოეულ წელს დაბადებულ ადამიანებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს, მანამდე კი დაადგინეთ, რომელი ცხოველის მფარველობის წელს დაიბადეთ.
შემოთავაზებული ცხრილიდან შეიტყობთ, რომელი ცხოველია თქვენი მფარველი, რადგან აღმოსავლური ახალი წელი ჩვეულებრივ ახალ წელს - პირველ იანვარს არ ემთხვევა. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც წლის დასაწყისში არიან დაბადებული, ხშირად უჭირთ გარკვევა, კონკრეტულად რომელი ცხოველის წელიწადში არიან დაბადებული. მაგალითად, თუ დაბადებული ხართ 1988 წლის 16 თებერვალს, თქვენ არა დრაკონის წელიწადში ხართ დაბადებული, არამედ - კურდღლის.
© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
ტიბეტური ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ტიბეტური ჰოროსკოპი
ვირთხა
დრაკონი ვირთხის მიმართ საკმაოდ ლოიალურია, ამიტომ ეს წელი ვირთხებისთვის საკმაოდ წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების მოძიება პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. ამასთან, ვირთხის წელს დაბადებულებს უნდა გესმოდეს დრაკონის ხასიათი და ადამიანებთან პატიოსანი უნდა იყოს.
ასტროლოგების რჩევაა, მოერიდოთ კონფლიქტებს და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მზად იყავით ცვლილებებისთვის, მაგრამ მოერიდეთ რისკს, ხოლო გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღეთ. შესაძლოა, დიდი სურვილი გქონდეთ, შეცვალოთ ის, რაც მოგყირჭდათ, აღარ გაწყობთ.
ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ იღბლიანი წელი იქნება - არცერთ ხელსაყრელ შანსს არ გაუშვებთ ხელიდან.
ხარი
ხარებისთვის 2024 წელი წარმატებებისა და აყვავების წელი შეიძლება გახდეს. გელოდებათ შემოსავლები და პროფესიული ზრდა. ესაა წელი, როდესაც შეგიძლიათ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება. დრაკონი ხელ შეუწყობს თქვენს ენერგიასა და სიმტკიცეს. მზად იყავით სირთულეებისთვის, მაგრამ სიძნელეებს არ მისცეთ უფლება თქვენს პროგრესს შეუშალოს ხელი.
საჭიროა ემოციების გაკონტროლება ისწავლოთ, რადგან დრაკონმა, შესაძლოა, კონფლიქტებისკენ გიბიძგოთ, რაც თქვენს გრძელვადიან გეგმებს დააზარალებს. თუ ვითარებას ადეკვატურად შეაფასებთ, ფინანსური კუთხით პროგრესი გელოდებათ.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ უნდა გააკონტროლონ თავიანთი ფეთქებადი ხასიათი, რათა თავიანთი სიყვარული შეინარჩუნონ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
ვეფხვი
ვეფხვებისთვის ხის მწვანე დრაკონის წელი არასტაბილური პერიოდი გახდება, თუმცა მრავალი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და განვითარებისთვის. დრაკონის გავლენით გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ყველაზე უკეთესი იყოთ. შეგიძლიათ ამ დროის გამოყენება მიზნების რეალიზაციისა და კარიერული წარმატებებისთვის. თუმცა, კონცენტრაციისა და დისციპლინის შენარჩუნება შეიძლება გაგიჭირდეთ.
ფინანსურ სფეროში ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს და რესურსების მართვას. ეს სარისკო და ამბიციური პროექტების დროა, მაგრამ ვეფხვები მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის, უნდა შეგეძლოთ გარემოებებზე მორგება. მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებისთვის.
სასიყვარულო ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, დატვირთული იქნება ემოციებით. მთლიანობაში 2024 წელს თქვენ გვერდით საიმედო მეგობრები და საქმიანი პარტნიორები იდგებიან.
კურდღელი
მწვანე დრაკონის წელი კურდღლებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. შეძლებთ ადრე გაჩენილი ბევრი სირთულის გადალახვას და კარიერაში სიმაღლეების დაპყრობას. თუმცა, ამისთვის სიჯიუტე და მიზანსწრაფულობა დაგჭირდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ახალი ცოდნის მიღებას. დააგროვეთ ცოდნა, ფული და გამოცდილება.
მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, კონფლიქტის გამწვავება ახლობელ ადამიანებთან, თუმცა, თუ მომთმენი და თავშეკავებული იქნებით, ვითარება გაუმჯობესდება და კონფლიქტი თუ არ აღმოიფხვრება, არ გაღრმავდება მაინც.
2024 წელს ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობას, რათა ეს პერიოდი წარმატებულად გაიაროთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
დრაკონი
დრაკონებისთვის 2024 წელი განსაკუთრებული - წამოწყებების, ცვლილებების, ახალი შესაძლებლობებისა და ზრდის პერიოდი იქნება. ეს თქვენი იღბლიანი წელია. თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ, შეგიძლიათ თამამად იაროთ წინ და განახორციელოთ თქვენი ოცნებები, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. თქვენი ლიდერის თვისებები და მაღალი მიზნები სხვების ყურადღებასა და მხარდაჭერას მიიპყრობს.
ენერგიისა და შეუპოვრობის წყალობით შეძლებთ ბარიერების გადალახვას და წარმატების მიღწევას ნებისმიერ სფეროში. არ დაივიწყოთ თქვენი მოვალეობები. შეძლებთ ყურადღების მიქცევას, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყოთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ საკითხებს რათა ვალები არ დაიდოთ.
ასევე უნდა ისწავლოთ თქვენი ემოციების მართვა და მრისხანების კონტროლი. იმპულსურობა დრაკონის განმასხვავებელი ნიშანია, თუმცა, ხის სტიქია დრაკონს დაეხმარება, უფრო ბრძენი გახდეს.
გველი
გველისთვის 2024 წელი წარმატებული იქნება, თუ ისინი მზად იქნებიან ცვლილებებისთვის. ცვლილებები შეიძლება უკავშირდებოდეს საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას, სამუშაოს ან ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ იყოთ მოქნილი და მოერგოთ ახალ გარემოებებს. შეიძლება სირთულეებს წააწყდეთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებთ.
ყურადღებით იყავით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, არ გარისკოთ. თუ თქვენს პროფესიულ ავტორიტეტს გამოიყენებთ, შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დრაკონი წარმატებებს გპირდებათ პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, თუ ღია იქნებით ახალი ნაცნობობისთვის. არ მოგაკლდებათ მომაჯადოებელი მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესს მიიზიდავს. ენდეთ თქვენს ინსტინქტებსა და ინტუიციას - ეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს>>
ცხენი
დრაკონის წელი ცხენისთვის ზრდისა და განვითარების წელი გახდება. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები მოგზაურობისა და სწავლისთვის. ესაა ჰორიზონტების გაფართოების წელი. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ პროფესიულ კარიერას და ამ მიმართულებით განვითარდეთ.
ამ წელს დამატებით სტიმულსა და მოტივაციას მიიღებთ მიღწევებისთვის. პირად ურთიერთობებში ბევრი არაპროგნოზირებადი რამ შეიძლება მოხდეს, მოსალოდნელია არასტაბილურობა. შეიკავეთ ემოციები და არ დაივიწყოთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები.
დრაკონის წელი ის დროა, როდესაც შეძლებთ ახალი მეგობრების, კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების გაჩენას.
ცხვარი (თხა)
დრაკონის წელი ცხვრისთვის შემოქმედებითი ზრდისა და თვითგამოხატვის პერიოდი იქნება. შეძლებთ ახალი გატაცებისა და ჰობის პოვნას, რაც სიხარულს მოგანიჭებთ, ასევე, არაა გამორიცხული, შემოსავალიც მოგიტანოთ. წელი ფინანსურ საქმეების ხელსაყრელ განვითარებას გპირდებათ. ხელსაყრელი დროა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თქვენს რბილ ხასიათს წარმატების მიღწევაში ხელის შეშლის საშუალება არ მისცეთ.
მზად იყავით სირთულეებისთვის, მათ თქვენი სულიერი სიმტკიცის გატეხის უფლება არ მისცეთ. კიდევ ერთი აუცილებელი რჩევაა ასტროლოგების მხრიდან, რომ მიღებული ინფორმაცია, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, კარგად შეამოწმოთ.
პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ძლიერი ადამიანის მფარველობა, რომელიც თქვენი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაციების უნარები.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
მაიმუნი
დრაკონის წელი მაიმუნისთვის საინტერესო თავგადასავლებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. შეძლებთ ახალი სამუშაოს მოძიებას ან შეიძლება სხვა ქალაქში გადახვიდეთ. ეს წელი ხელსაყრელია საურთიერთობო წრის გაფართოებისთვის, ახლობლებთან კავშირების მოსაგვარებლად.
დრაკონის წელი ხელს შეგიწყობთ სამუშაოსა და კარიერაში პროგრესის მიღწევაში, ცოდნისა და უნარების გაფართოებაში, მოგცემთ შესაძლებლობებს შემოქმედებით სფეროებში განვითარებისთვის, თუმცა პრობლემა იქნება ყურადღების კონცენტრაციისა და დისციპლინის შენარჩუნება.
კარგი იქნება, თუ იფრთხილებთ, არარეკომენდებულია უაზროდ გარისკვა, ფულის ფლანგვა. დრაკონი წაგახალისებთ, თუ გონივრულობას გამოიჩენთ.
მამალი
მწვანე დრაკონის წელი თქვენთვის შიდა და გარე ცვლილებების პერიოდი იქნება. შეიძლება სირთულეებს გადააწყდეთ, მაგრამ ეს სირთულეები ერთგვარი ტრამპლინი გახდება თქვენი ზრდისა და თვითშემეცნებისთვის. მზად იყავით ცვლილებებისთვის და ამ წლის შემდეგ ბევრად უფრო ძლიერი განაგრძობთ ცხოვრებას.
2024 წელს წარმატებები გელოდებათ, თუ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას შეინარჩუნებთ. დაბრკოლებებს პროგრესის შეჩერების უფლება არ მისცეთ. დრაკონი ხელსაყრელ სივრცეს შექმნის პროგრესისთვის კარიერაში და თქვენი ნიჭის განვითარებისთვის.
ესაა აქტიური ქმედებების წელი. ხელსაყრელი იქნება საჯარო გამოსვლები, საკუთარი უნარების დემონსტრაცია, მაყურებელზე მუშაობა. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, თავშეკავებული იყავით ახლობლებთან ურთიერთობებში.
გული ხელებით  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს
ძაღლი
თქვენ ცხოვრებაში დრაკონის წელმა შეიძლება არაერთი მოულოდნელობა და ცვლილება მოიტანოს. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა. ძალზე ხელსაყრელი წელია ურთიერთობებისა და ოჯახის შექმნისთვის.
სავარაუდოდ, შეხვდებით სულიერად ახლობელ ადამიანებს, რომლებთანაც საქმიან გარიგებებს დადებთ. ამ წელს შესაძლებელია ფინანსური მიზნების რეალიზება, მოსალოდნელია წარმატებები კარიერაში.
არარეკომენდებულია გარისკვა და საეჭვო პროექტებში ინვესტირება. დრაკონი შეაფასებს და დააჯილდოებს თქვენს გონივრულობას, რაციონალიზმსა და ფინანსურ ალღოს.
ღორი
დრაკონი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის კარიერული ზრდისა და ბიზნესში წარმატებებისთვის, ხელს შეუწყობს თქვენს ენერგიულობასა და შეუპოვრობას, სვლას სრულყოფისკენ. სათანადო მონდომების შემთხვევაში, შესაძლებელია გაწეული სამუშაოსთვის აღიარება მოიპოვოთ და დაიმკვიდროთ ადგილი, როგორც საქმის ოსტატმა.
2024 წელს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გელოდებათ, თუმცა, გამართლებული არ იქნება საკუთარი კაპიტალით გარისკვა. წაგადგებათ ახალი ცოდნის შეძენა, პროფესიული დონის ამაღლება.
პირად ცხოვრებაში იღბალი გაგიღიმებთ, გექნებათ ნამდვილი სიყვარულის პოვნის დიდი შანსი. წლის განმავლობაში თქვენი მთავარი მისწრაფება შინაგანი ჰარმონიისა და წონასწორობის მიღწევა იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0