ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი მორიელისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
დრაკონის წელმა სრულიად ახალი ამპლუა მოგიმზადათ - რუხი კარდინალის როლი. დაეუფლებით კულისებსმიღმა თამაშების ხელოვნებას, ისწავლით მაქინაციების აწყობას და საკუთარი გეგმების სხვების ხელით განხორციელებას. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და სიხარბე არ გძლევთ, მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ.
თქვენი მთავარი მოკავშირეა ინტუიცია, რომელიც შესაძლოა უსიამოვნებებს აგარიდებთ თავიდან და მოგაძებნინებთ გზას სრულყოფისა და წინსვლისკენ. შეგიძლიათ შეიცვალოთ საქმიანობის სფერო ან, პირიქით, ჩაუღრმავდეთ ადრე არჩეულ პროფესიას. შედეგი შესანიშნავი დადგება.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ვერავინ გახდის სადავოს, რომ მორიელები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანია ზოდიაქოს წრეში. ისინი თავისებური ზნითა და სხვების მიმართ დაუმორჩილებლობით გამოირჩევიან. ზოგიერთ მომენტში ეს ცხოვრებაში გეხმარებათ, მაგრამ ხშირად ხელს გიშლით. ჯობია, ეს თვისებები შენიღბოთ და სხვებთან არ გამოაჩინოთ.
ისწავლეთ: ძალზე ხელსაყრელი წელია სწავლისთვის, ახალი უნარების შეძენისთვის. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც ახლახან აირჩია პროფესია ან მისი შეცვლა გადაწყვიტა.
შემოქმედება საკუთარი თავის შეცნობის გზაა: თქვენი ნიშნის ყველა წარმომადგენლისთვის მარტივი რჩევა, თუ როგორ მოათვინიეროთ თქვენი არასოციალური, „უკარება" და განმარტოებული ხასიათი - გადმოანთხიეთ უარყოფითი ენერგია შემოქმედებაში.
შეინარჩუნეთ ცივი გონება: ხანდახან თქვენი ემოციურობა ძალიან მაღალია და შეიძლება ეს ირგვლივ მყოფებსაც გადაწვდეს. მათგან ვიღაც მოითმენს, ვიღაც კი - არა. თუ თქვენთვის ძვირფასია გვერდით მყოფი ადამიანი, უნდა მოძებნოთ თავის გაკონტროლების ხერხი და ახლობელ ადამიანზე თქვენი ნეგატივი არ უნდა გადაანთხიოთ.
უარი უთხარით სარკაზმსა და პესიმიზმს: ადამიანებთან ურთიერთობებში თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეთ. არ გამოამჟღავნოთ თქვენი სარკაზმი, უკმაყოფილება. ეს თქვენი ნიშნისთვის დამახასიათებელი არაა, მაგრამ მაინც ეცადეთ, უფრო რბილი იყოთ.
პირადი ცხოვრება: პირად ფრონტზე მოვლენები „მორიელის რომანების" საუკეთესო ტრადიციების მიხედვით განვითარდება - ყველაფერი კაშკაშა, ემოციური, მგზნებარე ტონებში იქნება. ეცადეთ, მოთოკოთ თქვენი უარყოფითი მისწრაფებები და საყვარელი ადამიანის წინაშე საყვარელი „ანგელოზის" სახით წარდგეთ - ეს ნამდვილად შეგიძლიათ.
ასტროლოგების რჩევა: ისწავლეთ, იმუშავეთ სრულყოფილებაზე. თქვენი ამოცანაა, რომ ერთი ადგილი არ ტკეპნოთ. თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ გაქვთ, იცოდეთ, თუ ინტერესია, დრო აუცილებლად მოიძებნება.
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით:
მორიელებისთვის 2024 წელი არაერთმნიშვნელოვანი იქნება, აღმაფრენები და ვარდნები ერთმანეთს შეცვლის, მაგრამ, მთლიანობაში, ხის მწვანე დრაკონი ნეგატივისა და უბედურებისგან დაგიცავთ.
იანვარი-თებერვალი: ზამთარში მართვის სადავეების ხელში აღება მოგიწევთ. ამის მიზეზი მცირე უსიამოვნებები იქნება. საინტერესოა, რომ დამნაშავეები სხვები იქნებიან, თქვენ კი ამ ყველაფერის გამოსწორება მოგიწევთ. მაგრამ არ ინერვიულოთ - ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.
მარტი-აპრილი: გაზაფხულზე ყველა მორიელს საქმეებში ძალიან გაუმართლებს. ზოგიერთი, განსაკუთრებით იღბლიანები ცხოვრების შეცვლასაც კი შეძლებენ უკეთესობისკენ, დანარჩენები კი დატკბებიან იმ დროით, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება.
მაისი-ივნისი: როგორც კი ჰაერში სითბო დატრიალდება, გაგახსენდებათ, რომ დიდი ხანია, რამე „ისეთი" არ დაგიტრიალებიათ. არაა გამორიცხული, სამოგზაუროდ გაემგზავროთ. ეცადეთ, გონივრულად მოიქცეთ, მაგრამ არც უნიკალური შანსების ხელიდან გაშვება იქნება უპრიანი.
ივლისი-აგვისტო: პირად ცხოვრებაში მასშტაბური ცვლილებები დაიწყება. თუნდაც გარეგნულად ერთი შეხედვით ყველაფერი თავის ადგილზე დარჩეს, გრძნობები უკეთესობისკენ შეიცვლება. შეძლებთ პარტნიორის უკეთ შეცნობას, მის გრძნობებში გარკვევას.
სექტემბერი-ოქტომბერი: მოემზადეთ - საპასუხისმგებლო პერიოდი დგება. ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებებსა და სიტყვებზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ განსაკუთრებულად ფრთხილი უნდა იყოთ და დააკვირდეთ, რას აკეთებთ, რას ამბობთ. თუ ამას შეძლებთ, ღირსეულად დაჯილდოვდებით.
ნოემბერი-დეკემბერი: ნოემბრის პირველივე რიცხვებიდან შეგიძლიათ მოდუნდეთ. ცხოვრების დინების სიჩქარე შენელდება. მოვლენები ისეთი სიხშირით აღარ შეიცვლება. სულიერი სიმშვიდე დაგეუფლებათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, თქვენი ცხოვრება დალაგდება, მოწესრიგდება, საქმეები წინ წაიწევს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება კარიერული ზრდისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ცვლილებები სხვადასხვა სახის იქნება და პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხება.
2024 წელი მორიელი ქალებისთვის
თავისებური მორიელი ქალები განსაკუთრებულები არიან. მუდმივად აქვთ რამდენიმე საინტერესო იდეა, რომლებსაც ყველა მსურველს გაუზიარებენ. მაგრამ 2024 წელს საკუთარ გეგმებზე საუბარი არ ღირს. მომავალზე მხოლოდ ძალზე სანდო ადამიანებთან ილაპარაკეთ - მათთან, ვინც სასაცილოდ არ აიგდებს მათ და კიდევ უარესი - თქვენს გეგმებს საკუთარ გეგმებად არ გაასაღებს.
იყავით გულღია, კონტაქტური: სწორედ ეს თვისებები გაკლიათ. გახსენით თქვენი ნათელი მხარე. შეიძლება, ვიღაცამ გაგაკრიტიკოთ, დაგცინოთ კიდეც, მაგრამ აუცილებლად იპოვით მას, ვისაც თქვენთან დაახლოების სურვილი გაუჩნდება.
მიზნების მიღწევა: მთელი წელი მიზნებისკენ ივლით. ნამდვილად არ გაკლიათ მიზანსწრაფულობა. თუ რამე სურვილი გაგიჩნდათ გონებაში, გზიდან არ გადაუხვევთ. ასეთი ხასიათი წლის მფარველს მოსწონს, ასე რომ, განაგრძეთ ასეთივე განწყობით და წარმატებას საკმაოდ სწრაფად მიაღწევთ.
წარუმატებლობას იუმორით შეხედეთ: ისწავლეთ, რომ საკუთარ წარუმატებლობას მსუბუქად და იუმორით შეხედოთ. აპატიეთ თქვენს თავს არასრულყოფილება და უკანმოუხედავად განაგრძეთ სვლა.
ხელსაყრელი პერიოდები:
თებერვალი: ამ თვეში ფილოსოფოსობა გაგიტაცებთ. რაღაც დრო ღრუბლებში იფარფატებთ და საკრალურ კითხვებზე პასუხებს დაუწყებთ ძებნას. რა თქმა უნდა, ეს რაღაც სასწაულით არ დამთავრდება, მაგრამ შეძლებთ დასვენებას და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას.
ივნისი: შესანიშნავი დროა სრულყოფისა და ახალი ცოდნის მისაღებად. ბევრი მიიღებს გადაწყვეტილებას, განაგრძოს სწავლა, კვალიფიკაცია აიმაღლოს. ასევე ზაფხულის პირველი თვე საუკეთესო დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად.
რახელსაყრელი პერიოდები
ივლისი: რაღაც მომენტში შეიძლება სხვების მხრიდან მტრული დამოკიდებულება იგრძნოთ - კოლეგების, რომლებსაც თქვენი წარმატებების შურთ, ან მეგობრებისგან, რომლებმაც თქვენს მამაკაცს დაადგეს თვალი. ფრთხილად იყავით და არ ენდოთ ყველას.
სექტემბერი: გაგიჭირდებათ დასვენების შემდეგ სამუშაოზე გადაწყობა. მალე ჩადგებით რეჟიმში. ეცადეთ, ღამე მალე დაწვეთ დასაძინებლად.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს
2024 წელი მორიელი მამაკაცებისთვის
ამ წელს საკუთარი სექსუალობისა და ქალის სხეულის შეცნობა გაგიტაცებთ. პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ბევრი მორიელი იგრძნობს თავს ავხორც ცხოველად. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, არც კი დაფიქრდებით, როგორ ჩანხართ გარედან. თქვენი ორიენტირი უახლოეს ნახევარ წელიწადში დაკმაყოფილება იქნება.
წარმატება: მორიელებს ხომ ყველაფერში და ყველგან შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა. სანამ მამაკაცების პირადი ცხოვრება ვულკანივით დუღს, კარიერა წინ მიდის. არავინ იცის, ეს როგორ გამოგდით - „გამორთოთ" ემოციები და ცივი გონებით გადაჭრათ პრობლემები. თუ არავინ გიფანტავთ გონებას, მაგალითად, მომხიბლავი კოლეგა, შესანიშნავ შედეგებს წარუდგენთ ხელმძღვანელობას.
მთავარი ამოცანა: თქვენი მთავარი ამოცანაა გეგმების საიდუმლოდ შენახვა. ასეთ შემთხვევაში შანსი არ იქნება, რომ ისინი არ ასრულდეს. ეცადეთ, არ იტრაბახოთ და თქვენი საიდუმლო მხოლოდ ძალიან ახლობელ და სანდო ადამიანებს გაანდეთ - თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას თქვენი არ შეშურდება.
ნაბიჯები: წლის მეორე ნახევარი უკვე დაწყებული პროექტების დამთავრებას მიუძღვენით. არ დაისახოთ მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ რამის გაკეთების სურვილი და ენერგია დაკარგოთ. თითოეული ნაბიჯი ძალისხმევას მოითხოვს და ამდენად, ძალები უნდა დაზოგოთ.
ხელსაყრელი პერიოდები
ივლისი: ზაფხული მუდმივ მოძრაობას გპირდებათ. სამსახურიდან გელოდებათ მივლინებები. პირად ცხოვრებაში არაა გამორიცხული სხვაგან გადასვლა, ოჯახური მოგზაურობა. ადგილზე ნამდვილად ვერავინ გაგაჩერებთ.
ნოემბერი: ამ თვეში ძალზე დიდ შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ. წლის ბოლოს, დიდი ალბათობით, პრემიას დაიმსახურებთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
არახელსაყრელი პერიოდები
მარტი: პროფესიულ სფეროში ის, რაც პერსპექტიული გეგონათ, მოულოდნელად ნამდვილ სასჯელად შემოგიბრუნდებათ. არ დათანხმდეთ ყველაზე მაცდურ წინადადებასაც კი, რადგან რაღაც განსაკუთრებულად უსიამოვნო მოვლენებში შეიძლება ყელამდე ჩაეფლოთ.
ივნისი: მთლიანად სახლის საქმეებზე მოგიწევთ გადაწყობა, სამუშაოსთვისაც არ დაგრჩებათ დრო. შესაძლოა, სხვაგან გადასვლა მოგიწიოთ, ან რემონტის დაწყება. მოკლედ, სიმშვიდე არ გექნებათ.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0