ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი სასწორისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

© photo : ESA/Hubble & NASAკოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
თქვენთვის ეს წელი ღირებულებათა გადაფასებისა და ცხოვრების აზრის ძებნის წელი გახდება. ეს დიდწილად საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებს ეხება და ასევე დანარჩენ ყველა სფეროს.
წლის მფარველი გაიძულებთ, რომ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და დაწყებული შუა გზაზე არ მიატოვოთ. ამტანობა და მიზანსწრაფულობა თქვენი მთავარი დამხმარე იქნება. ეცადეთ, მკაფიოდ დაისახოთ მიზანი, არ ააგოთ ოცნების კოშკები, წინააღმდეგ შემთხვევაში დროს უქმად დაკარგავთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ეცადეთ, სულიერი სიმტკიცე არ დაკარგოთ და არ „ჩაიციკლოთ" მიმდინარე პრობლემებზე. რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი პერიოდია და ყველაფერი ჩაივლის. მოერიდეთ უსიამოვნო შედეგებს - ნუ ეცდებით კედლის თავით განგრევას, ნუ იტყვით იმას, რაშიც დარწმუნებული არ ხართ და არ გააკეთოთ ისეთი რამ, რის გამოც სხვებმა შეიძლება განგსაჯონ.
სიფრთხილით მიეცით ადამიანებს პირობა, მათ შორის, ხელმძღვანელობას. შესაძლოა, თქვენი სიტყვები არასწორად შეაფასონ და ამის შედეგები არცთუ სასიამოვნო იქნება. სამწუხაროდ, არავინ დაგიდევთ თქვენს გრძნობებს და ყველაფერი, შესაძლოა, დამსხვრეული ოცნებებით დამთავრდეს.
ისწავლეთ ვითარებაზე სწრაფი რეაგირება: 2024 წელი გამოცდებს მოგიწყობთ სიმტკიცეზე. თუ შეგიძლიათ სწრაფად და ეფექტურად მოქმედება, ეს წელი თქვენთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდება ფინანსური და პროფესიული თვალსაზრისით.
ისწავლეთ სხვების შეცდომებზე: დიდი ალბათობით, ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ - უმრავლესობა დაუშვებს შეცდომებს და შემდეგ გმირულად დაიწყებს ამ შეცდომების გამოსწორებას. გახსოვდეთ, რომ ამგვარი შეცდომები თქვენამდე მილიონობით ადამიანმა დაუშვა. და რატომ უნდა გამოიგონოთ ველოსიპედი, რომელიც უკვე გამოიგონეს თქვენამდე?
შეგნებული დამოკიდებულება: მწვანე დრაკონი პრაქტიკული და ბრძენი არსებაა. ის არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი სახსრები ქარს გაატანოთ. სანამ რამეს იყიდით, მანამდე ამ ნივთის
შეხედეთ სამყაროს სხვა კუთხით: თუ არ გინდათ, რომ თქვენი განვითარება შეფერხდეს, სასწრაფოდ უნდა გადააფასოთ თქვენი ღირებულებები. დროა, მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე და სამყაროს შელამაზების გარეშე შეხედოთ.
ცვლილებები პირად ცხოვრებაში: გაზაფხულის დასაწყისში დიდი ცვლილებები გელოდებათ პირად ფრონტზე, მათ შორის, მათაც, ვინც დიდი ხანია, დაქორწინებულია. დიდი ალბათობით, ცვლილებები საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, თუმცა, ბევრი განსაცდელი გელოდებათ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ გააცნობიერებთ, რომ ეს სწორედ ისაა, რაც არ გყოფნიდათ.

ასტროლოგების რეკომენდაცია: დრაკონის წელი გაგებასა და მოთმინებას გასწავლით. ეცადეთ, შინაგანი წონასწორობა ჯერ კიდევ იანვარში მოიპოვოთ - მაშინ დრო თქვენთვის შეუმჩნევლად გაივლის, ხოლო პრობლემები გევრდს აგივლით.

ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2023
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით
2024 წელი სასწორებისთვის არაერთმნიშვნელოვანი იქნება; გელოდებათ არაერთი მოვლენა და აქედან ყველა სასიხარულო არ იქნება. მოგიწევთ რთული ვითარებებიდან გამოსვლა, ამიტომ ჯობია, არ მოდუნდეთ და დამოუკიდებლად იაროთ არჩეული მიმართულებით.
იანვარი-თებერვალი: ზამთარში თავს ვითარების პატრონად იგრძნობთ. შეძლებთ მოდუნებას და დინებაზე გაყოლას. ამ თვეებში შეგიძლიათ, თავს მსგავსი სისუსტის ნება მისცეთ.
მარტი-აპრილი: გაზაფხულის დასაწყისი პირად ცხოვრებაში ცვლილებებს გპირდებათ. დიდი ალბათობით, მოხდება მოვლენები, რომლებიც თქვენ გვერდით მყოფ ადამიანს ახალი კუთხით დაგანახებთ. მიიღეთ ეს მადლიერების გრძნობით - საბოლოოდ ეს პარტნიორს კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
მაისი-ივნისი: თბილი ამინდები დაგაფიქრებთ - რისთვის ცდილობთ, იბრძვით, ხომ შეიძლება, უბრალოდ, დაისვენოთ - ხომ არავინ განგსჯით. მაგრამ რეალობა ყველას მწარედ „წამოარტყამს თავში", ვისაც სიზარმაცე შეიპყრობს.
ივლისი-აგვისტო: დაისვენეთ, აიღეთ შვებულება, სანამ გაქვთ ამის შესაძლებლობა. თუ თქვენი პირადი ცხოვრება ჯერ კიდევ არაა სახარბიელო, მსგავსი ხელსაყრელი პერიოდი მეორე ნახევრის მოსაძებნად ამ წელიწადში სხვა არ გექნებათ.
სექტემბერი-ოქტომბერი: თუ აქამდე თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები ფართო, გაშლილ მდინარეს გაგონებდათ, ახლა მოვლენები მთის მდინარის სიჩქარით განვითარდება. ეცადეთ, არაფერი გაუშვათ ხელიდან და იმოქმედოთ სწრაფად და შეგნებულად.
ნოემბერი-დეკემბერი: სიცივესთან ერთად მოვა იმის ჭეშმარიტი გაცნობიერება, რავ მთელი წელი თქვენ ირგვლივ ხდებოდა. ეცადეთ, ისწავლოთ შინაგანი ბარიერებისა და შიშების გადალახვა. მაშინ ბედნიერება თქვენ კარზე მალე მოაკაკუნებს.
ცხოვრების რიტმი ყოველ თვესთან ერთად დაჩქარდება. ამიტომ დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, რათა არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. ისწავლეთ ვითარებების ცვლილებაზე წამიერი რეაგირება.
მწვანე დრაკონი ხელს შეუწყობს ნიშნის იმ წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა შემოქმედებას უკავშირდება.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
პირად ცხოვრებაში სასწორებს ტრანსფორმაციის პერიოდი ელოდება. ზოგიერთი კავშირი დაიშლება, ზოგი - შეიცვლება. არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რაც უკან მოიტოვეთ, ჯობია, გაიხაროთ იმით, რაც ცხოვრებამ მოგიმზადათ. დიდია ალბათობა, რომ მარტოხელებმა თავიანთი სიყვარული იპოვონ.
ერთადერთი გაფრთხილება ასტროლოგების მხრიდან ისაა, რომ უცნობების მიმართ ძალიან გულგახსნილი არ იყოთ; ენას კბილი დააჭირეთ, თუ ადამიანის ლოიალობისა და საიმედოობის იმედი არ გაქვთ.
2024 წელი სასწორი ქალებისთვის
სასწორი ქალები მიჩვეული ხართ წარმატებების მიღწევას და ამის მიზეზი პოზიტიური აზროვნება და საოცარი ქარიზმაა. წარუმატებლობებზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას - ესაა სწორი ცხოვრებისეული პრინციპი, რომელსაც 2024 წელს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უღალატოთ.
იცხოვრე რეალური ცხოვრებით: ნუ იფრენთ ღრუბლებში და რეალობით იცხოვრეთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გაქვთ სურვილი, რომ ამ რთულ სამყაროსთან პირისპირ მარტო დარჩეთ, მაგრამ ჯობია, თქვენი თავი ცივი და სუფთა გონებით მოქმედებდეს.
ნაკლები კონფლიქტი: მოგიწევთ კონფლიქტების მოგვარება, რა სფეროშიც არ უნდა შეგხვდეთ ისინი. შესაძლებელია მცირე კონფლიქტები სამუშაოზეც და ოჯახშიც, მაგრამ თუ ამ კონფლიქტს მაშინვე არ გაანეიტრალებთ, შედეგებს დამანგრეველი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს.
სიყვარულის ძებნა: ხის მწვანე დრაკონი მოგცემთ შესაძლებლობას, ეძებოთ თქვენი ბედი, ამიტომ სასიყვარულო ფრონტზე დიდი გამოცოცხლება გელოდებათ. ელოდეთ რომანტიკულ პაემნებს, სიყვარულის აღიარებებს.
რაღაც ახალი: წლის მეორე ნახევარში თქვენ ცხოვრებაში სიახლეებში ჩაწვდომით დაკავდებით. შესაძლოა, მოგიწიოთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე წასვლა, ახალი პროფესიის, ენის ათვისება. მიმართულება ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ შედეგი - ერთი - თავისუფალი დრო ძალიან ცოტა დაგრჩებათ.
ხელსაყრელი პერიოდები
იანვარი: წლის მშვენიერი დასაწყისი პირად ცხოვრებაში დადებით ცვლილებებს გიქადით. მალე დაიპყრობთ თაყვანისმცემლის გულს, მაგრა, ხელისა და გულის შემოთავაზებას ჯერ ნუ დაელოდებით.
მარტი: სანამ პირად ცხოვრებას აგვარებთ, ფინანსური სექტორი ასევე საჭიროებს თქვენს დიდ ყურადღებას. მოსალოდნელია დიდი თანხის მიღება - არაა გამორიცხული, რომ ეს ფული ნათესავებს უკავშირდებოდეს.
არახელსაყრელი პერიოდები
თებერვალი: უსიამოვნო გრძნობები გაგიჩნდებათ - გეგონებათ, რომ ცხოვრება გვერდს გივლით. შედეგად, უკმაყოფილება შესრულებული სამუშაოთი და შემცირებული შრომისუნარიანობა.
ივლისი: შურით შეხედავთ თქვენს კოლეგებს, რომლებიც დასასვენებლად მიემგზავრებიან, თქვენ კი ვალდებულება-მოვალეობები გაგეზარდათ და შვებულებაზე ვერც იოცნებებთ. არ დაკარგოთ სულის სიმტკიცე - კიდევ გაქვთ დრო, რომ დაისვენოთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
2024 წელი სასწორი მამაკაცებისთვის
სასწორი მამაკაცები სხვებისგან მიზანსწრაფულობითა და გამტანი ხასიათით გამოირჩევა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი გარემოება ვერ გაიძულებთ, არჩეული გზიდან გადაუხვიოთ. მზად ხართ მწვერვალისკენ სიარულისთვის, და ამაში დრაკონი დაგეხმარებათ.
შეარჩიეთ სწორი დრო: პირადი და კარიერული ზრდისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა წლის მეორე მესამედი, წლის დასაწყისში გადაწყვეტილებების მიღებისას მერყეობას იგრძნობთ. ეს ცვლილებებით იქნება გამოწვეული. პანიკას არ აჰყვეთ, ეცადეთ, მაქსიმალურად გადაწიოთ გადაწყვეტილების მიღების დრო.
იყავით მომთმენი: ვარსკვლავები ყველა მამაკაც სასწორს ურჩევენ, იყვნენ მეტად მომთმენი, მეგობრული და ლოიალური, განსაკუთრებით ახლობლების მიმართ. თუ პირადი ცხოვრება ვერ დაალაგეთ, ამაში შეიძლება თქვენი ზედმეტი კრიტიკულობა იყოს დამნაშავე. არავინაა იდეალური - გააცნობიერეთ ეს და პარტნიორსაც მალე იპოვით.
ეძებეთ კომპრომისები: ყველაზე რთული ზაფხულის თვეები იქნება. ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის აღმოჩნდებით. მოგიწევთ ლავირება და კომპრომისების მოძებნა, რომ ორივე მხრიდან „არ მოგხვდეთ". ისწავლეთ დიპლომატიურად თავის დაძვრენა უსიამოვნო პასუხისგან, თანამოსაუბრის სურვილის ამოცნობა. ეს უნარი მომავალშიც არაერთხელ გამოგადგებათ.
ხელსაყრელი პერიოდები
აგვისტო: შესანიშნავი დროა ცხოვრებაში ზოგიერთი ცვლილების დასაგეგმად. ყველაფერი თქვენ ხელშია, ამიტომ დაისახეთ მიზანი, რომელიც ახლა არარეალურად გეჩვენებათ.
ნოემბერი: შეიძლება, ვიღაც ფანჯრიდან ერთფეროვან ცხოვრებას აკვირდებოდეს, მაგრამ თქვენი ფიქრები მშვენიერ ქალზე ოცნებებით იქნება დაკავებული. იმოქმედეთ, იყავით გულწრფელი.
არახელსაყრელი პერიოდები
აპრილი: ყველაზე რთული და, შეიძლება ითქვას, კონფლიქტური თვეა მამაკაცებისთვის. კამათის მოყვარულები არ ხართ, თუმცა, გაზაფხულის ამ თვეში თითქოს დემონი ჩაგისახლდებათ. გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და ახლობლებსაც.
ივნისი: ცვლილებებისთვის არახელსაყრელი თვეა. თქვენს იდეებს, რაც უნდა გენიალური იყოს ისინი, კრიტიკა და პროტესტი დახვდება. ცოტა მოიცადეთ და შემდეგ ისეთ შედეგს გამოიღებს თქვენი მცდელობა, რომ კონკურენტები „შურით გასკდებიან".
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0