ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი თხის რქისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები
12:00 11.12.2023 (განახლებულია: 17:44 11.12.2023)
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
2024 წელი თხის რქებისთვის კონტრასტების წელი იქნება - ვარსკვლავებმა ორი განსხვავებული სცენარი მოგიმზადეს და თუ რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები, უცნობია. მთელი წლის განმავლობაში მოხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც საერთოდ არ იქნება დაკავშირებული არც თქვენს მოქმედებებთან და არც მიღებულ გადაწყვეტილებებთან.
მიუხედავად მთელი ამ გაურკვევლობისა, ვარსკვლავებმა იზრუნეს იმაზე, რომ გქონდეთ საკუთარი თავის რეალიზების დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ ღირს მთლიანად ბედზე მინდობა - თუ ძალისხმევას გამოიჩენთ, მოვლენები თქვენი სცენარით განვითარდება.
სანამ თქვენ ცხოვრებაში სრული „დომხალი" იქნება, ურთიერთობები ახალ ელფერს შეიძენს. ამის მიზეზი ინტერესთა ვექტორის სრულიად კანონზომიერი გადანაცვლება იქნება პროფესიული ზრდისა და განვითარების სფეროებში. როგორც ცნობილია, როგორც კი ადამიანი წყვეტს თავის მარტოობაზე ფიქრს და საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობას იწყებს, ცხოვრებაში მაშინვე გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. განა რა არის ცუდი იმაში, რომ ვიღაც თქვენით იმაზე მეტად დაინტერესდეს, ვიდრე ჩვეულებრივი თანამოსაუბრე?
ზოგადად რომ აღვნიშნოთ, დრაკონი არ შეეგუება თქვენს პასიურ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, უმოქმედობას და თუ თავად არ დაიწყებთ აქტიურობას, ამას აუცილებლად გაიძულებთ. თქვენ ხელში მხოლოდ მოვლენების სიჩქარისა და დინამიკის კონტროლირება დარჩება. მაგრამ ბედს შორს ვერ გაექცევით.
ენდეთ ბედს: ეს რჩევა სულაც არ ნიშნავს, რომ გულხელი უნდა დაიკრიფოთ და შეეგუოთ მოვლენების განვითარებას. მხოლოდ თქვენი ძალებით შეიძლება მოვლენების კატასტროფული განვითარების თავიდან აცილება და თქვენთვის საუკეთესო კვანძის გახსნის მიღწევა. თუმცა, ეს მოვლენები უნდა აღიქვათ არა როგორც სასჯელი, არამედ როგორც მიზნების მიღწევის შესაძლებლობა.
ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს: ბედი არასდროს გტოვებთ პატარ-პატარა მინიშნებების გარეშე, რაც ცხოვრების რთულ მომენტებთან გამკლავებაში გეხმარებათ. ეს მინიშნება შეიძლება გამვლელის შემთხვევით ფრაზაში ან მაღაზიის რეკლამაში ამოიკითხოთ, ან მოგევლინოთ მეგობრის სახით, რომელიც გვერდში დაგიდგებათ. ხანდახან ეს შეიძლება კონკურენტიც იყო, რომელიც ნათლად დაგანახებთ თავისი საქციელით, როგორ არ უნდა მოიქცეთ.
მოერიდეთ კონფლიქტებს: ეცადეთ, მეტად ისმინოთ და ნაკლებად ილაპარაკოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დუმილით დაეთანხმოთ. მოისმინეთ ნათქვამის ჭეშმარიტი აზრი. თუ გაგაკრიტიკეს, ე.ი. გაქვთ ისეთი რამ, რომ სხვებს შურთ თქვენი.
პატარა ნაბიჯი დიდი გზის დასაწყისია: გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, თუ ერთი ადგილის ტკეპნას დაიწყებთ. დაიწყეთ ცვლილებები საკუთარი თავიდან. თუნდაც, მიეჩვიეთ ყოველ დილით პატარა ვარჯიშს და ნახავთ, რომ გარეგნობაში, განწყობასა და შრომისუნარიანობაში დადებითი ცვლილებები უკვე აშკარად გამოიკვეთება.
დასვენება და ძალების აღდგენა: ეცადეთ, რომ დასვენებისა და გონების განტვირთვისთვის თითოეული წუთი გამოიყენოთ. საზრუნავი ბევრი გექნებათ და დასვენებისთვის დრო - ცოტა, კატეგორიულად არასაკმარისი. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ პირველივე თვეებში „გადაიწვათ", მოძებნეთ მოდუნების გზები. ვიღაცას შეიძლება მედიტაცია წაადგენს, ვიღაცას - სპორტი...
ასტროლოგების რჩევა: ნუ დაუპირისპირდებით იმ ქაოსს, რომელიც, დიდი ალბათობით, თქვენ ცხოვრებაში დაიწყება. მოვლენები თავისი რიგით განვითარდება, თუმცა, შესაძლოა, მათი ჭეშმარიტი აზრი და მნიშვნელობა მაშინვე ვერ დაინახოთ. საბოლოოდ ბედს მადლობას ეტყვით მსგავსი „ამერიკული მთებისთვის" თქვენ ცხოვრებაში.
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით
პრობლემებთან გამკლავება ადვილი არ იქნება, თუმცა მომავალი სულაც არ იქნება აუტანელი და საშინლად ცუდი. ის უფრო ზებრისებრი იქნება, სადაც შავ ზოლს თეთრი ენაცვლება.
იანვარი-თებერვალი: ბევრი რამ გაგაოცებთ. მადლობა უთხარით ბედს ასეთი გულუხვი საჩუქრებისთვის. კარგი დროა ცვლილებებისთვის, თუმცა, სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რადგან ვარსკვლავები თქვენი ყველა წამოწყების გვერდით არ იქნებიან.
მარტი-აპრილი: პირად ცხოვრებაში საკმაოდ სასიხარულო ცვლილებები გელოდებათ. მარტოხელები იგრძნობთ ძალასა და სურვილს, რომ ცხოვრება სასიყვარულო კავშირებს მიუძღვნათ. მაგრამ გაითვალისწინეთ: თუ არ იმოქმედებთ, არც არაფერი არ შეიცვლება.
მაისი-ივნისი: ეს თვეები უკვე გაგრძნობინებთ, რა არის "შავი ზოლი" ცხოვრებაში. არ ღირს მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა, ახალ პროექტებთან შეჭიდება, რადგან ძალიან მინიმალურია შანსი, რომ ეს თქვენი ძალისხმევა კარგი შედეგებით დასრულდეს.
ივლისი-აგვისტო: ჯერ კიდევ არ ღირს რამის კარდინალურად შეცვლა, მაგრამ ნამდვილად ღირს დაფიქრება, ვინ გინდათ იყოთ რამდენიმე წლის შემდეგ. მომავლის მონახაზი ივლისში შეადგინეთ და გეგმა - აგვისტოში.
სექტემბერი-ოქტომბერი: შემოდგომაზე ძალზე აქტიური პირადი ცხოვრება გელოდებათ. ხელსაყრელი დროა დაქორწინების, ორსულობისთვის, გრძნობების აღიარებისთვის. თქვენი პარტნიორი მზრუნველი და მომთმენი იქნება, ამიტომ მომავალზე არ იღელვებთ.
ნოემბერი-დეკემბერი: ეცადეთ, ყურადღება არ მიიქციოთ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ჩანასახშივე აღკვეთოთ. და თუ ვითარება მაინც დაიძაბა, განერიდეთ მოვლენების ეპიცენტრს. ზედმეტად ნურაფერს იტყვით და არ აჩვენოთ კონფლიქტის მონაწილე არცერთ მხარეს თქვენი მხარდაჭერა.
კონკრეტულად რომელ სფეროს შეეხება ცვლილებები, ძნელი სათქმელია, სავარაუდოდ, ცოტ-ცოტა ყველა სფეროს შეეხება. ცვლილებები, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო იქნება, თუმცა, თუ ადამიანს შევადარებთ - როგორი იყავით წლის დასაწყისში და როგორი იქნებით წლის ბოლოს, განსხვავება საოცარი იქნება.
გულწრფელობა ის ვალუტაა, რომელიც ყველა კარს გაგიხსნით. რამდენად პატიოსანი იქნებით თქვენს ემოციურობაში, გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენ მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ბევრი სასიამოვნო ცვლილება დაკავშირებული იქნება მეგობრულ ურთიერთობებთან თქვენზე სოციალური სტატუსით ან ქონებით მაღლა მდგომ ადამიანებთან, თუმცა, ასეთი მეგობრობა ურთიერთმომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის.
2024 წელს არაერთ პრობლემასთან მოგიწევთ პირისპირ დადგომა, თუმცა ყველა პრობლემის გადაჭრა იქნება შესაძლებელი. რაღაც პრობლემებთან მარტოს მოგიწევთ გამკლავება. ერთი რამ შეიძლება ითქვას დანამდვილებით, რომ თავად თქვენ შეიცვლებით უკეთესობისკენ და ცხოვრებას ახალი ფერები შეემატება.
2024 წელი თხის რქა ქალებისთვის
ქალი თხის რქები 2024 წელს საკუთარ ამბიციებსა და დროის ოჯახთან გატარებას შორის ბალანსის ძებნით იქნებით დაკავებული. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, უმეტესად შეძლებთ ამ ორი სფეროს შეთავსებას დანაკლისების გარეშე. ხის მწვანე დრაკონის წლის წარმატებულად და პროდუქტიულად შეფასება უკვე ამისთვის შეიძლება.
ახალი ურთიერთობები და ნაცნობობა: ასტროლოგები გირჩევენ, უფრო ახლოს იყოთ ადამიანებთან, ეძებოთ მათთან საერთო ენა, მათ შორის, უცნობებთანაც. ახალი ნაცნობობა დრაკონის წელს არაერთ ბონუსს მოგიტანთ, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან შანსი, გაემგზავროთ სადმე, ეწვიოთ რამე ღონისძიებას და გაიცნოთ ადამიანები ან დრო ნაცნობებთან ერთად გაატაროთ.
იყავით მოქნილი: ამ წელს მოგიწევთ თქვენი იდეალებისა და წარმოდგენების გადახედვა - რა არის სწორი და რა - არა. თუ გინდათ, გარემოებებმა არ გაგტეხოთ, შეიცვალეთ - გვერდი აუარეთ პრობლემებს.
განათლება: ივნისი-ოქტომბრის პერიოდში განათლება თქვენთვის პრიორიტეტული იქნება. მოგიწევთ რაღაც მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების გადახედვა. რა არის თქვენთვის მთავარი? რა არის მიუღებელი? არის რამე, რასაც თქვენთვის ტაბუ ადევს? ჩაიწერეთ პასუხები წლის დასაწყისში და ის შეადარეთ პასუხებს წლის ბოლოს.
ხელსაყრელი პერიოდები
მაისი: სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის საუკეთესო თვეა. თქვენი წამოწყებები წარმატებული იქნება. ბედს ნუ გაეთამაშებით. საჭირო დროის შერჩევა - ესეც ხელოვნებაა.
დეკემბერი: სულიერი მღელვარების პერიოდი დასასრულს მიუახლოვდება. მზად ხართ სულიერი განვითარების ახალ დონეზე გადასასვლელად. მაგრამ ცხოვრება ყველანაირ ცდუნებაში თავით გადაშვებისკენ გიბიძგებთ.
არახელსაყრელი პერიოდები
ივნისი: ეცადეთ, მეტად პროგნოზირებადი იყოთ და დაფიქრებით იმოქმედოთ. ავანტიურიზმი ვერ დაგეხმარებათ, პირიქით, ხელს შეგიშლით. საეჭვო პროექტებში მონაწილეობა საფრთხის ქვეშ დააყენებს მატერიალურ კეთილდღეობასა და კარიერულ ზრდას.
ივლისი: თქვენ ირგვლივ ყველას თქვენი დახმარება დასჭირდება. სანამ სხვების პრობლემების გადაჭრით იქნებით დაკავებული, შეიძლება პირისპირ შეეჯახოთ თქვენი სიკეთის ბოროტად გამოყენების ფაქტს. თავს, რა თქმა უნდა, ცუდად იგრძნობთ, მაგრა გახსოვდეთ, რომ ეს გამოცდილება სიბრძნეს შეგმატებთ.
2024 წელი თხის რქა მამაკაცებისთვის
სანამ ახალი ჰორიზონტების დაპყრობით იქნებით გატაცებული და სანამ მთელ ძალებს ნათელი მომავლის მიღწევაზე ხარჯავთ, თქვენ ზურგს უკან რაღაც წარმოუდგენელი რამ ხდება. ვიღაც სრულიად უცერემონიოდ ფლანგავს თქვენ მიერ მოხვეჭილს. აიღეთ სადავეები თქვენ ხელში და თავხედებს ნურაფერს დაუთმობთ.
სიმამაცე და სიმტკიცე: წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ იყოთ გაბედული, მამაცი და უდრეკი სირთულეების გადალახვის დროს, რაც ნებისმიერ სფეროში შეიძლება გაჩნდეს - პროფესიულიდან დაწყებული ინტიმურ სფერომდე დამთავრებული. რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ძლიერი სქესის წარმომადგენლების სექსუალური ცხოვრება, შესაძლოა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის მიზეზი თქვენ თავად იქნებით - არ გინდათ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს გაუგოთ. მიიღეთ როგორც მოცემულობა - ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მამაკაცები.
გაუფრთხილდით მშობლებთან ურთიერთობებს: არასასურველია ფესვებისგან მოშორებით დგომა, შეინარჩუნეთ მშობლებთან კარგი ურთიერთობები. ხანდახან უფრო მარტივია დაეთანხმოთ მათ რამეში და ამავე დროს, თქვენ აზრზე დარჩეთ, ვიდრე თქვენი პოზიციის უხეში მტკიცებით მათ გული ატკინოთ. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ამ წელს ნათესავები თქვენს ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენენ.
მზად იყავით სირთულეებისთვის: პრობლემების დიდი ნაწილი პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. არ გაკლიათ მომხიბვლელობა, მაგრამ გოგონები ხშირად უფრო მარტივს ანიჭებენ უპირატესობას. თუ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ მიზეზი, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ - თავდაჯერებულობა, რა თქმა უნდა, მამაკაცს შვენის, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს ნარცისიზმში გადადის.
ხელსაყრელი პერიოდები
ივლისი: გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. ენდეთ თქვენს მეექვსე გრძნობას - ეს ბევრ პრობლემასა და თავის ტკივილს აგარიდებთ თავიდან.
აგვისტო: საუკეთესო დროა შემოქმედებისა და საკუთარი თავის ძიებისთვის. წლის მფარველი ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებებს.
არახელსაყრელი პერიოდები
მარტი: ყველაზე საშიში დროა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ბევრი იგრძნობს თავს შეუძლოდ, შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები.
ნოემბერი: ბევრი არცთუ კარგი მოვლენაა მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, სხვისი შეცდომები თქვენ დაგბრალდეთ, ასევე შეფერხდეს კარიერული წინსვლა.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.