ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი კირჩხიბისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
დრაკონის წელი ბევრჯერ გაგაოცებთ. მოვლენები ელვისებურად განვითარდება, ცვლილებები თქვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხება, მაგრამ არ იფიქროთ, ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება - ცვლილებები უფრო ხარისხთან იქნება დაკავშირებული.
ვარსკვლავების განლაგების წყალობით შეძლებთ პირადი ცხოვრების დალაგებას, იპოვით ჰარმონიას პარტნიორთან.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
მთლიანობაში, 2024 წელი სტაბილიზაციისა და უკეთესობისკენ წინსვლის წელი გახდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი ფულის საკითხებში იქნება. გექნებათ რეგულარული შემოსავალი.
ეძებეთ თქვენი გზა: თუ გარკვეულ ცხოვრებისეულ პირობებთან შეგუება გიჭირთ, დროა, აქტიურ ქმედებებზე გადახვიდეთ. ბედი ცვლილებების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. მათაც კი, ვინც შეეგუა თავის ბედს და უკეთესზე არ ოცნებობს, მოუწევთ აქტიურობა, რათა თავიანთი "ჭაობიდან" ამოვიდნენ.
ურთიერთობები საჯილდაო ქვა არ არის: საკმაოდ მიმზიდველი და მომხიბლავი ხართ საიმისოდ, რომ მარტოხელამ არ იაროთ. მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს. სინამდვილეში, სერიოზული ურთიერთობების აწყობაში ხელს დაშტამპული "სასიყვარულო რომანების" გავლენა გიშლით. დინებას მიანდეთ ვითარება, დაფიქრდით კარგად და ნახავთ, რომ სულ მალე გაიხსნება თქვენი ხასიათის ახალი საზღვრები და გაჩნდება ახალი სურვილები.
ნუ დაელოდებით სასწაულს: კირჩხიბები ცხოვრების დიდ ნაწილს საოცრების ლოდინში ატარებენ - აი, ახლა გამოჩნდება ჯადოქარი და ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით გამოასწორებს ყველაფერს, რაც უსიამოვნებას განიჭებთ. მაგრამ ას მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ცხოვრებაში მოქმედებაა საჭირო - თან მტკიცედ და თავდაჯერებულად.
ფული „შავი დღისთვის": ფინანსური საკითხები 2024 წელს ბევრად იშვიათად დადგება. ამის მთავარი მიზეზი მის მიმართ თქვენი დამოკიდებულების შეცვლა გახდება. ისწავლეთ ფულის „შავი დღისთვის" გადადება, სცადეთ თანხების აქციებში ჩადება, კარგად დაფიქრდით, სანამ ძვირადღირებულ ნივთს შეიძენთ. ეს რჩევები ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციაში დაგეხმარებათ.
არ ინერვიულოთ: ასტროლოგები გირჩევენ, მოვლენებს ღიმილითა და ცოტა იუმორით დააკვირდეთ, არ დაკარგოთ სულიერი მხნეობა. რაც არ უნდა მოხდეს, ეს თქვენს ნერვიულობად არ ღირს. ცხოვრება ისეთი რამეა, რომ 100 პროცენტიან გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვერავინ მოგცემთ.

ასტროლოგების რჩევა: ხის მწვანე დრაკონის წელი ბევრ რამეში თქვენთვის განმსაზღვრელი და გარდამტეხი გახდება. ვინც ვერ ბედავდა გარკვეული ხაზის გადაკვეთას, ახლა სრულ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო ვინც არც კი ოცნებობდა ბედის საჩუქარზე, ის ამას მიიღებს და გაოცებული დარჩება.

კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული - ზოგადი დახასიათება>>
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით:
2024 თქვენთვის ახალი მწვერვალების დაპყრობის წელი გახდება. ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. სანერვიულო არაფერი გაქვთ - ეს ცვლილებები სხვისი თვალისთვის შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი იყოს. ნახევარი წლის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანი გახდებით.
იანვარი-თებერვალი: ზამთარი საკმაოდ ზომიერად და მშვიდად ჩაივლის. ცვლილებების სიო უკვე უბერავს, მაგრამ ის ძალზე უმნიშვნელოა ჯერ და ის შეიძლება უბრალო დამთხვევად ჩათვალოთ. ყურადღებით იყავით და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მარტი-აპრილი: როგორც კი გაზაფხულის სურნელი დატრიალდება, თქვენს ტყავზე იგრძნობთ, რა ემართება ნაპირზე გადმოგდებულ თევზს. ამიტომ თქვენი მშობლიური სტიქი არ მიატოვოთ და ცხვირი არ ჩაყოთ იმ საქმეებში, რომლებშიც არაკომპეტენტური ხართ.
მაისი-ივნისი: სითბოსთან ერთად სიყვარული და მორიგი რომანი გეწვევათ. რითი დამთავრდება ეს ისტორია, უცნობია, თუმცა, ვარსკვლავების განლაგება აშკარად ხელსაყრელია.
ივლისი-აგვისტო: მზად ხართ ცვლილებებისთვის? თუ არა, იცოდეთ, რომ ცვლილებები მაინც მოხდება და დიდი ალბათობით, თქვენი სურვილის გარეშე. სცადეთ პროცესით ტკბობა (რა თქმა უნდა, თუ შეძლებთ).
სექტემბერი-ოქტომბერი: თავდაპირველად უსიამოვნო ცვლილებები ცხოვრებაში სხვაგვარ აზრს შეიძენს. გაოცებული იქნებით იმით, თუ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სულ რამდენიმე თვეში. მილიონერობა ან „ვარსკვლავად" ქცევა, სავარაუდოდ, არ „გემუქრებათ", მაგრამ ცხოვრება 180 გრადუსით შემობრუნდება.
ნოემბერი-დეკემბერი: ჯობია, ეს თვეები ცხოვრების გადაფასებაზე და მასში თქვენ როლზე ფიქრზე დახარჯოთ. ცვლილებებმა გარკვეული ბონუსები მოგიტანათ, მაგრამ ყველაფრის ძველ ადგილზე დაბრუნების სურვილი გაქვთ. მიიღეთ ის ფაქტი, რომ დროს უკან ვერ დააბრუნებთ და ისწავლეთ ახლებურად ცხოვრება.
ზოგადად, დადებითი ცვლილებები შეეხება - პირველი - პირად ცხოვრებას - დადგება მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის დრო. გადადგით ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის გარეშე - ბოლოს და ბოლოს, ჯობია ინანოთ ის, რაც გააკეთეთ, ვიდრე ის, რაც არ გაგიკეთებიათ; და მეორე - პირად და პროფესიულ ზრდას. ვარსკვლავები მკაფიო პასუხს არ იძლევიან, თუმცა, მომავალში ამ წელს ნამდვილად მადლიერებით გაიხსენებთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
2024 წელი კირჩხიბი ქალებისთვის
კირჩხიბი ქალი მუდამ ღიმილით მიიწევს წინ და მოვლენებს ცოტა იუმორით უყურებს. ნუ უღალატებთ ამ ჩვევას 2024 წელს. ერთადერთი - მეტად იზრუნეთ თქვენს ახლობლებზე და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.
კარიერის მხრივ საკმაოდ პროდუქტიული იქნება წლის პირველი ორი თვე. ხელმძღვანელობა თქვენს პირობებს დათანხმდება დაწინაურებაზეც და ხელფასის მომატებაზეც.
პირადი ცხოვრება საკმაოდ ბობოქარი გელოდებათ. არაა გამორიცხული, რამდენიმე ინტიმური ექსპერიმენტი გადაგხდეთ თავს და თქვენი სექსუალობა ხელახლა აღმოაჩინოთ.
რაც შეეხება ფინანსებს, აქ პრობლემის გადაჭრა მოსალოდნელი ნაკლებადაა. მიჩვეული ხართ ბევრის ხარჯვას საკუთარ გარეგნობაზე და გასაკვირი არაა, რომ თქვენი ბიუჯეტი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, აიყვანეთ თავი ხელში და გააკონტროლეთ ხარჯები.
ხელსაყრელი პერიოდები
თებერვალი: ამ თვეში აუცილებლად გელოდებათ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ძალზე მარტივი. თავადაც გაგიკვირდებათ, ისე შეიცვლება თქვენი ცხოვრება ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის გამო.
ივლისი: ძალზე ხელსაყრელი დროა დასვენებისთვის. სასურველია, ვიტამინები არ მოაკლოთ ორგანიზმს და ზამთრის პერიოდისთვის მოემზადოთ.
არახელსაყრელი პერიოდები
აგვისტო: ზაფხულის ბოლოს ენერგიისგან გამოფიტვა და დეპრესიაა მოსალოდნელი. ეცადეთ, უკიდურესობაში არ გადავარდეთ. ნუ იქნებით კატეგორიული. ამ პერიოდში, ალბათ, ვერ იქნებით კარგი თანამოსაუბრე, მაგრამ ეს არაა საბაბი იმისთვის, რომ ყველას ზურგი აქციოთ.
დეკემბერი: ეს თვე არახელსაყრელი იქნება იმიტომ, რომ თქვენი საზრუნავი ყველა შესაძლო ზღვარს გადასცდება. მართლა ძალიან დიდი დატვირთვა გელოდებათ სხვადასხვა სფეროში.
გული ხელებით  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს
2024 წელი კირჩხიბი მამაკაცებისთვის
2024 წელს ძლიერი სქესის წარმომადგენელი კირჩხიბები თავიანთი იდეების წინ წაწევით დაკავდებით. ეს უმეტესად პროფესიულ ასპექტებს ეხება, თუმცა, შეიძლება სხვადასხვა გატაცებასაც ეხებოდეს. ვინ თქვა, რომ ჰობის შემოსავალი არ მოაქვს? კირჩხიბები ხის დრაკონის ხელმძღვანელობით ამ მტკიცებას უარყოფს.
ბევრ თქვენგანს წლის შუა პერიოდში სიმშვიდე და თავისუფლება მოგინდებათ. არაა გამორიცხული, დაშორების სურვილი გაგიჩნდეთ. ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღოთ, არ იჩქაროთ და დააკვირდეთ, როგორ განვითარდება ვითარება.
ფინანსურ სფეროში საკმაოდ დიდი სიმშვიდე გელოდებათ, თუმცა პრობლემა შეიძლება არაფრისგან თვითონ შექმნათ. არ დათანხმდეთ უცნობი ადამიანების საეჭვო წინადადებებზე. გახსოვდეთ, რომ იოლი და სწრაფი ფული კანონიერი გზით არ მოდის.
ხელსაყრელი პერიოდები
მარტი: სიყვარული თქვენ ირგვლივ იტრიალებს. დატკბით ამ პერიოდით და ცოტა ხნით რაციონალიზმი „გამორთეთ".
დეკემბერი: პროდუქტიული წლის საუკეთესო დასასრული - გელოდებათ უამრავი სასიამოვნო მოვლენა.
არახელსაყრელი პერიოდები
თებერვალი: მოსალოდნელია პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ, იფრთხილეთ.
ივლისი: დიდი დატვირთვა გელოდებათ პროფესიულ სფეროში. უამრავი საქმე გექნებათ. შესაძლოა, ყველა საკითხს ვერ მიაქციოთ სათანადო ყურადღება, რამაც მომავალში შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ.
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება>>
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0