ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი ქალწულისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
2024 წელს, ალბათ დიდი გეგმები გაქვთ. ამ გეგმებიდან ბევრს განახორციელებთ და ეს დიდწილად თქვენი დამსახურება იქნება. განვლილი გზა დიდი ხნის ნანატრ წარმატებას მოიტანს. მაგრამ გულხელდაკრეფილი არხეინი ცხოვრება არ გელოდებათ - მოგიწევთ ბრძოლის გაგრძელება ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად. თუ კარდინალური ცვლილებები გსურთ, ამაში დრაკონი აუცილებლად დაგეხმარებათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
პირად ცხოვრებაში ნაკლებად გაგიმართლებთ, ვიდრე კარიერაში. ძალიან დიდ დროს ატარებთ სამუშაოზე, არაფრის დრო არ გრჩებათ. მიუხედავად ასეთი ტემპებისა, მაინც არ ღირს პაემანზე და გართობაზე უარის თქმა. ეს იმ ენერგიით დაგმუხტავთ, რომელიც ლიდერის პოზიციების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
წლის დასაწყისში სამუშაო ვალდებულებები მოიმატებს. თავისუფალი დრო თითქმის აღარ დაგრჩებათ, თუმცა, ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ თქვენი ახლობელი ადამიანები და განსაკუთრებით, შვილები, თუ გყავთ.
ნუ „ჩაიციკლებით" უიღბლობაზე: ერთი განმასხვავებელი ნიშანი გაქვთ - მცირეოდენი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი საკუთარ უნარებში ეჭვი გეპარებათ. დარწმუნებული იყავით, ცოტა თუ მოიძებნება თქვენზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები. საკუთარ თავში ისწავლეთ არა მხოლოდ მინუსების, არამედ პლუსების დანახვაც.
დაისვენეთ: აუცილებელია პერიოდულად დასვენება, ენერგიის აღდგენა. კონსერვატიული ნატურებისთვის ასეთი ენერგიის წყარო ოჯახია. ნუ დაშორდებით ახლობლებს, მიუხედავად ძალზე დატვირთული სამუშაო გრაფიკისა.
შეიცვალეთ საქმიანობის სფერო: გიყვართ, როდესაც ერთ საქმეს მიჰყვებით იქამდე, სანამ მას სრულყოფილ იერს არ შესძენთ. თუმცა, ეს პროცესი მგრძნობიარე ნატურებს ქანცს გაცლით, ამიტომ ეცადეთ, ხანდახან საქმიანობის სახე შეცვალოთ. მაგალითად, თუ ფიზიკურად მუშაობთ, ხანდახან კროსვორდები ამოხსენით, თუ გონებრივი სამუშაო გაქვთ - ფიზიკურად დაიტვირთეთ.
სიყვარულს დრო სჭირდება: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ თქვენს სიყვარულს შეხვდეთ. მაგრამ თავმბრუდამხვევი გრძნობა ერთი შეხედვით არ გაჩნდება. მოგიწევთ ადამიანთან რამდენჯერმე შეხვედრა, რომ მიხვდეთ, ეს „ის ადამიანია", თუ არა.
ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ: არის ნერვული შეტევის ან დეპრესიის ალბათობა. ნუ მოახდენთ სერიოზული შედეგების პროვოცირებას და ისწავლეთ სხვისი პრობლემებისგან დროულად გამიჯვნა.
ასტროლოგების რჩევა: დრაკონი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფერში დაეხმარება, მაგრამ თქვენც მადლიერი უნდა იყოთ ბედის ყველაფრისთვის, რასაც მიაღწევთ.
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით:
2024 წელი საკმაოდ მშვიდად დაიწყება, შეიძლება მოიწყინოთ კიდეც. მაგრამ ეს სამუშაოზე გადართვის შესანიშნავი შანსი იქნება თქვენთვის. კარდინალური ცვლილებები ჯობია, წლის მეორე ნახევრისთვის გადადოთ.
იანვარი-თებერვალი: მშვიდი და ზომიერი ცხოვრება - ის, რაც ბობოქარი 2023 წლის შემდეგ არის საჭირო. გექნებათ ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის შანსი, ამიტომ მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანეთ.
მარტი-აპრილი: შესანიშნავი დროა გარეგნობაზე ზრუნვისთვის. შესაძლოა, ზაფხულში ზღვაზე წასვლა გადაწყვიტოთ და საცურაო კოსტიუმის მორგებაზე ზრუნვა დაიწყოთ. მიზნისკენ გზაზე ვერაფერი შეგაჩერებთ.
მაისი-ივნისი: არცთუ ცოტა უსიამოვნებები გელოდებათ. მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს. ეცადეთ, დამშვიდდეთ. მიუშვით ვითარება თავის დინებაზე და მოსალოდნელ პრობლემებზე წინასწარ არ ინერვიულოთ - როდესაც გაჩნდება, მაშინ გადაწყვიტეთ.
ივლისი-აგვისტო: მსუბუქი პერიოდია. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ თვეებში მოხდეს ის საბედისწერო შეხვედრა, რომელიც ცხოვრებას „მდე" და „შემდეგ" პერიოდებად გაყოფს.
სექტემბერი-ოქტომბერი: შემოდგომაზე ცხოვრებაში რამის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად მასშტაბური ქმედებებით დაიწყოთ. მაგალითად, შეიცვალოთ ვარცხნილობა, სტილი. გამოსცადეთ თავი ახალ იმიჯში. შემდეგ დაფიქრდით, ცხოვრების რომელი სფერო საჭიროებს სრულყოფას.
ნოემბერი-დეკემბერი: სიცივის დადგომა თქვენში „სულიერ სიცივეს" გამოიწვევს. ცხოვრება გაიძულებთ, მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე და სამყაროს შეულამაზებლად შეხედოთ. არაა გამორიცხული, ზოგიერთ თქვენგანს დეპრესიაც დაემართოს; თქვენი მიზანია, ცხოვრებას მიუკერძოებლად შეხედოთ და დაადგინოთ, კონკრეტულად რა არ მიდის ისე, როგროც თქვენ გინდათ.
ცვლილებები თქვენი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება, თუმცა, დიდი ნაწილი შინაგან სამყაროსთან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან იქნება დაკავშირებული. ნუ აუვლით გვერდს თქვენს პრობლემებს და უფრო შორს, გულის სიღრმეში ნუ „ჩამარხავთ" თქვენს განცდებს. კარგი იქნება, თუ ფსიქოთერაპევტთან წახვალთ და საკუთარ თავზე იმუშავებთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
ხის მწვანე დრაკონი გაგახსენებთ, რა არის მარტოობა. ბევრი თქვენგანი თავს მიტოვებულად და მარტოსულად იგრძნობს. მთავარია, დროულად გააცნობიეროთ, რომ აქამდე საკუთარი ქმედებების შედეგად მიხვედით. არასდროს არაა გვიანი, ვითარება გამოასწოროთ.
2024 წელი ქალწული ქალებისთვის
თქვენზე პრაქტიკული და წინდახედული ქალების პოვნა ნამდვილად ჭირს. თუმცა 2024 წელი თქვენთვისაც რთული იქნება. მთავარი მიზეზი ამისა ისაა, რომ ყველგან და ყოველთვის პირველები გინდათ იყოთ. იდეალისკენ სწრაფვა არაქათს გაცლით, გფიტავთ. თუ ენერგიის მიღების წყაროს არ იპოვით, ძალიან გაგიჭირდებათ.
რთული არჩევანი: წლის შუა პერიოდში ბედი რთული არჩევნის წინაშე დაგაყენებთ. შესაძლოა, სხვისთვის ეს ამოცანა შეუსრულებელი იყოს, მაგრამ არა - შრომისმოყვარე ქალწულებისთვის. არნახული ძალითა და ენთუზიაზმით შეუდგებით მუშაობას.
ერთი რამ უნდა აირჩიოთ: უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ წელს წარმატებას რაღაც ერთ საქმეში მიაღწევთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა აირჩიოთ - ან სიყვარული, ან კარიერა. არჩევანი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქალის წინაშე ადრე თუ გვიან დგება, თქვენ წინაშე განსაკუთრებით მძაფრად დადგება.
კომპლექსებზე მუშაობა: თუ მწვანე დრაკონის წელს თქვენს შიშებსა და კომპლექსებს გაუმკლავდებით, დიდ წარმატებებს მიაღწევთ, შესაძლოა, ცნობილი პიროვნებაც გახდეთ. იმუშავეთ თქვენს სექსუალობაზე - ეს არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში დაგეხმარებათ, არამედ სამუშაოზეც.
ხელსაყრელი პერიოდები
ივნისი: დასვენებისა და საკუთარი თავის ძიების თვეა. არ გაწყენთ შვებულების აღება - რომ არავინ შეგაწუხოთ ლაპარაკითა და არასამუშაო განწყობით. დასვენება აქტიური მოქმედებებისთვის ახალი ძალების დაგროვებაში დაგეხმარებათ.
ოქტომბერი: სანუკვარი ოცნებების ასრულებამდე ბევრი არ დარჩა. იყავით უფრო თამამი, დაისახეთ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა. ვერც კი მიხვდებით, როგორ გარდაიქმნება თქვენი ცხოვრება.
არახელსაყრელი პერიოდები
აგვისტო: არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგახსენოთ თავი. გახსოვდეთ - სწორი კვება და მოძრაობა - ეს სიცოცხლე და ცხოვრებაა.
ნოემბერი: წარმოიდგინეთ სურათი - წვიმიანი ამინდი, თქვენ - მარტო ხართ, იშუშებთ ჭრილობებს და უყურებთ ფილმს ბრიჯიტ ჯონსის შესახებ... არაუშავს, ეს დროებითია - თქვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
2024 წელი ქალწული მამაკაცებისთვის
თქვენთვის 2024 წელი ყველა კუთხით ხელსაყრელი იქნება. ასტროლოგების რჩევაა, ყველაფრის მიუხედავად, იყოთ კატეგორიული და თქვენს ნათქვამს არ გადაუხვიოთ. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ გონება დაგებინდათ და როგორც თხა, რქებით აკაკუნებთ დაკეტილ ჭიშკარზე, თუმცა ვინ თქვა, რომ არ შეგიძლიათ დაკეტილი ჭიშკრის გაღება?
გზა მწვერვალისკენ: შეიძლება არასაჭირო გზაზე გადაუხვიოთ, მაგრამ არანაირი შანსი არაა, რომ მწვერვალზე ვერ ახვიდეთ. მაგრამ გახსოვდეთ - რაც უფრო მაღლა ახვალთ, მით უფრო მტკივნეული იქნება დაცემა. მაგრამ ეს არა წინასწარმეტყველება, არამედ, უბრალოდ, რჩევაა, რომ არ მოდუნდეთ და მუდამ აკონტროლოთ არაკეთილმოსურნეების ქცევები.
ეძებეთ პარტნიორები: ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით ბევრი სამუშაო საკითხი თავისთავად გადაწყდება. განსაკუთრებით ადვილად დაამყარებთ საქმიან კონტაქტებს, დადებთ ხელშეკრულებებს. პარტნიორობის სფეროში აუცილებლად წარმატებები გელოდებათ.
ზაფხული და ფული: განსაკუთრებით პროდუქტიული ზაფხულის მიწურული იქნება. ფინანსური საკითხები იოლად გადაწყდება. ფულთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არაა. ბედის საჩუქრებს სანამ იღებთ, არ დაგავიწყდეთ გაჭირვებულების დახმარება. სიკეთე გაჭირვების ჟამს უკან დაგიბრუნდებათ.
ხელსაყრელი პერიოდები
იანვარი: წლის დასაწყისში ძალების უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. თქვენი ინიციატივები წარმატებული აღმოჩნდება. ხელმძღვანელობა თქვენს დაწინაურებაზე უკან არ დაიხევს.
მარტი: დროა, საკუთარ თავზე მუშაობის შედეგები მოიმკათ. ხელსაყრელი თვეა პირადი კონტაქტების მოსაგვარებლად, მეორე ნახევრის მოსაძებნად, ოჯახში ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
არახელსაყრელი პერიოდები
ოქტომბერი: რთული თვე გელოდებათ. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი თვითონ თქვენ იქნებით - არ აქტიურობთ ფიზიკურად და ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევთ.
დეკემბერი: სურვილი გაქვთ, რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთოთ, მაგრამ ხომ გახსოვთ ორი კურდღლის მდევრის ამბავი?
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0