ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

© Sputnik / Maria Tsimintiaქალწული
ქალწული - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
ქალწულების მთავარი მახასიათებელია წესრიგისა და სისტემურობის სიყვარული; მათთვის მიუღებელია ქაოსი, სპონტანურობა; არიან ძალზე მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული ადამიანები.
ქალწული (Virgo) დედამიწის სტიქიის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი თვისებაა წესრიგისა და სისტემურობის სიყვარული. ქალწულების უმეტესობას ანალიტიკური გონება აქვს, მათთვის მიუღებელია ქაოსი და სპონტანურობა.
ქალწულები მკაფიოდ გეგმავენ არა მარტო დღეს, არამედ მთელ ცხოვრებასაც. ეს მათ უჩვეულოდ მიზანსწრაფულ პიროვნებებად ხდის. ხანდახან მათი პერფექციონიზმი საზღვრებს გადადის და პედანტურობად გადაიქცევა ხოლმე. ქალწულები ძალზე დისციპლინირებული, ორგანიზებული და შრომისმოყვარენი არიან. ისინი არ პატიობენ შეცდომებს არც თავის თავსა და არც სხვებს.
ქალწულებს, როგორც წესი, არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. იშვიათად ნახავთ მათ ხმაურიან საღამოზე. თავისუფალი დროის გატარება ახლობლების წრეში ურჩევნიათ.
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწულები მატერიალისტები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტი, აფასებენ ფუფუნებას, ფინანსურ შესაძლებლობებს. ყურადღება დეტალებისადმი და სკრუპულოზურობა დასახული ამოცანების შესრულებისას მათ შესანიშნავ შემსრულებლებად აყალიბებს, ხოლო კრიტიკული აზროვნება, პრაქტიკულობა და იდეალისადმი სწრაფვა ხელმძღვანელი პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მიწიერი არსებების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ბევრი შემოქმედებითი ადამიანი იბადება.

ქალწულის სუსტი თვისებებია მიდრეკილება სტერეოტიპიზაციის, პედანტურობისკენ და სხვისი შეცდომების პატიების უნარის არქონა. საქმეში ქალწულები კარიერისტები არიან, ტოტალურად აკონტროლებენ მთელ პროცესს, მძიმედ განიცდიან წარუმატებლობას და მარცხთან შეგუება არ შეუძლიათ.
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
მათი ძლიერი მხარეა ინტელექტუალობა, თანამიმდევრულობა და საკუთარი იდეალების ერთგულება. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
ქალწული - მამაკაცი
ქალწული მამაკაცი მშვიდი და გონივრულია. მისთვის უცხოა დემონსტრაციულობა, პოზიორობა და ტრაბახი. ის დიდხანს აკვირდება, დეტალურად ფიქრობს თითოეულ ნაბიჯზე. ურთიერთობებში ის ინიციატივას იშვიათად იჩენს, თუმცა ერთგული და საიმედო პარტნიორია. პროფესიაში, თავიანთი მიზანსწრაფულობითა და თანამიმდევრულობით, დიდ წარმატებებს აღწევენ.

ცხოვრების თანამგზავრის არჩევას ქალწული მამაკაცი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, ის გააანალიზებს, შეადარებს პლუსებსა და მინუსებს, მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს; მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიიღო, უკან აღარ დაიხევს.
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>
ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ხშირად უცოლო რჩებიან, ან გვიან მოჰყავთ ცოლი. მაგრამ თუ დაქორწინდნენ, იშვიათად შორდებიან თავიანთ რჩეულს. მოსწონთ ყველა გაგებით იდეალური ქალი – მოკრძალებული, აღზრდილი, განათლებული, ლამაზი, იდუმალებით მოსილი და ძნელად მოსაპოვებელი. მაგრამ ასეთ ურთიერთობებშიც ის მის გაკონტროლებასა და ჭკუის სწავლებას შეეცდება.

ქალწული მამაკაცისგან არ უნდა ელოდოთ სიურპრიზებს ან ემოციურ აფეთქებებს. ის სტაბილურია, პროგნოზირებადი. ყველა ნაბიჯი მას დაგეგმილი აქვს და როდესაც ქალი ამ ლოგიკას ჩაწვდება, თავად მამაკაცის ამოცნობაც უკვე შესაძლებელი იქნება.
ქალწული - ქალი
ქალი ქალწული ერთგულების იდეალია. პირველ შეხვედრაზე ის ცივი და გულგრილი ჩანს. ასეთი საქციელის უკან იმალება ის, რომ მან კარგად უნდა გააანალიზოს ვითარება და გათვალოს ყველა რისკი, სანამ თავის ემოციებს გაამჟღავნებს. მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, თუ საკუთარი იმედები გაუცრუვდება, ამიტომ გრძნობებს ის დიდი სიფრთხილით ამჟღავნებს.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
თუნდაც სიგიჟემდე იყოს შეყვარებული, ქალი ქალწული არასდროს გადაეშვება თავით ჭაობში – კრიტიკული აზროვნება და განსჯის უნარი ამ ნიშნის წარმომადგენლებს არასდროს ტოვებს.

ქალწულები სრულყოფისკენს ისწრაფვიან ყველაფერში – კარიერაშიც, ურთიერთობებშიც, გარეგნობაშიც. მათთვის უცხოა კეკლუცობა, მაგრამ ასევე – ცრუ მორცხვობა. ისინი ღირსეულად იღებენ დამსახურებულ ქათინაურებს, მაგრამ ეს მათთვის ცდუნების საფუძველი არ არის. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები კარგად ერკვევიან ადამიანებში და მათი მოტყუება ნამდვილად ძნელია.
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

არიან რა პატიოსანი, არ შეუძლიათ ეშმაკობა, მოტყუება – ეს თვისებები ქალ ქალწულებს შესანიშნავ მეუღლეებად და დედებად აყალიბებს. ერთგულება, მომთხოვნელობა და გონივრულობა – ამ თვისებებს წააწყდება ქმარი ცოლი ქალწულის სახით.
ქალწულის შეთავსება სხვა ნიშნებთან:
ქალწულებს იდეალურად ესადაგებიან მიწის სტიქიის სხვა ნიშნების წარმომადგენლები – კუროები და თხის რქები. ისინიც, ქალწულების მსგავსად, ურთიერთობებისგან მუდმივობასა და სტაბილურობას ელოდებიან, ვიდრე ვნებათა ქარიშხალს. კუროები ქალწულებს დაეხმარებიან მეტ მგრძნობიარობასა და ემოციურობაში, ხოლო ასევე ანალიტიკური აზროვნების მქონე თხის რქები დიდი ძალისხმევის გარეშე გაიზიარებენ წესრიგისა და ორგანიზებულობისკენ სწრაფვას.

ასევე არა აქვს ცუდი პერსპექტივა ქალწულის მორიელთან და ლომთან თანაცხოვრებას. ამ შემთხვევაში ის მთლიანად დაუთმობს ლიდერობას პარტნიორს. ამასთან, ქალწულს არ დათრგუნავს არც მორიელი და არც ლომი, რადგან ისინი დიდად აფასებენ მათ ინტელექტს, ორგანიზებულობასა და თანმიმდევრულობას.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ყველაზე წარუმატებელი კავშირია მოსალოდნელი თევზებთან და ვერძებთან. თევზებს, ქალწულების მსგავსად, პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, პასიური და გულდახურულები არიან. მათი ურთიერთობები მალევე იფერფლება. ვერძები კი თავიანთი „მიმწოლი“, ჯიუტი ხასიათით თრგუნავენ ქალწულებს, ქალწულებს აშინებთ ვერძების არაპროგნოზირებადობა.
ქალწულის ნიშნით დაიბადნენ:
გოეთე, ო’ჰენრი, აგათა კრისტი, ლევ ტოლსტოი, გრეტა გარბო, შონ კონერი, ინგრიდ ბერგმანი, სოფი ლორენი, მაიკლ დუგლასი, ჟან რენო, სელმა ჰაიეკი, მიკი რურკი, ჰიუ გრანტი, კამერონ დიასი, კიანუ რივზი, ბიონსე, ჯეისონ სტეტჰემი, პაულო კოელიო, ემი ვაინჰაუსი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0