https://sputnik-georgia.com/20210830/zodiaqos-yvelaze-qarizmatuli-nisnebi-258887116.html
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
Sputnik საქართველო
თითოეული ადამიანი თავისებურად ლამაზი და მომხიბლავია, მაგრამ ზოდიაქოს თანავარსკვლავედში თავისი განსაკუთრებული ქარიზმატულობით რამდენიმე ნიშანი გამოირჩევა. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T12:40+0400
2021-08-30T12:40+0400
2021-08-30T16:43+0400
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/51/245435141_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_72ad650621898151b2a4a9c3d4956723.jpg
ამ ნიშნების წარმომადგენლებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ, არიან ძლიერი ადამიანები და ვისაც ცხოვრებაში აწყდებიან, გულგრილს თითქმის არავის ტოვებენ.გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორ გამოიყურება ზოდაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნების რეიტინგი.მეხუთე ადგილი: ქალწულიქალწულები ბრძენი და იდუმალი ხალხია, რომლებიც თავიანთი შინაგანი სილამაზით ყველას ხიბლავენ. მათი ძლიერი მხარეა ნებისმიერ სიტუაციაში კომპრომისის მოძებნის უნარი. ნებისმიერი კონფლიქტი მათთან სასიამოვნო საუბარში შეიძლება გადაიზარდოს, ხოლო სიძულვილი – სიყვარულში. მოშურნეები მათზე ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა ჭორს, რაც ამ ადამიანებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ამბობენ ხოლმე „ამქვეყნიური არააო“. მათ კილომეტრში გამოარჩევთ: იცვამენ სხვანაირად, საუბრობენ განსაკუთრებულად და ასხივებენ საოცარ სიმშვიდეს. ამის წყალობით შედიან კიდეც ყველაზე ქარიზმატული ადამიანები ხუთეულში.მეოთხე ადგილი: მერწყულიმერწყულები ქარიზმატულიც არიან და მომხიბლავიც, მაგრამ ადამიანები ამ თვისებას მათში ხშირად ცოტა მოგვიანებით, ურთიერთობების დაწყებიდან გარკვეული დროის მერე ამჩნევენ. და ადრე თუ გვიან, ირგვლივ მყოფები აცნობიერებენ, რომ მერწყულები არიან ადამიანები იუმორის შესანიშნავი გრძნობითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით. მათ გვერდით რაღაც განსაკუთრებულისადმი სწრაფვის სურვილი ჩნდება.მერწყულებს, ბედნიერი თილისმის მსგავსად, ირგვლივ მყოფები სინათლისკენ მიჰყავთ, ეხმარებიან ადამიანებს საკუთარ არსში ჩაწვდომაში, ამოცანებისა და მიზნების დასახვაში, თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ამხნევებენ მათ სხვადასხვა ქათინაურით. მერწყულებისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და ეს თავდაჯერებულობა სხვებისთვისაც „გადამდებია“.მესამე ადგილი: მორიელიმორიელების შესახებ ცოტამ თუ იცის სიმართლე. ბევრს სურს მათთან დამეგობრება, დაახლოება, მათი უკეთესად გაცნობა. მორიელებს დამატებითი ქულები ეძლევათ მეექვსე გრძნობის – ინტუიციის წყალობით, რომელიც მათში ყველაზე მძლავრია სხვა ნიშნებთან შედარებით.მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან ცხოვრებაზე კონსერვატიული შეხედულებების მქონენი, უმცროს თაობებში ეს მათგან დაშორებისა და განცალკევების სურვილს მაინც არ იწვევს. მორიელებს პატივს სცემენ, უყვართ ან ეშინიათ, რადგან იციან, რომ მათ წყენა არ ავიწყდებათ. მათი მეგობრობა – დიდი პატივია.მეორე ადგილი: ტყუპიექსპერტების აზრით, ყველაზე მოლაპარაკე ადამიანები ტყუპები არიან. ერთი საუკეთესო ნიჭი–თვისება აქვთ: შეუძლიათ, ყველაზე უტყვიც კი აალაპარაკონ. მათი იუმორი მსუბუქია, ხოლო ქარიზმა – შეუფასებელი. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული ხიბლით დააჯილდოვა, რაც მათ ნებისმიერ კოლექტივში ლიდერის პოზიციების დაკავებაში ეხმარება.ტყუპებს უამრავი ნაცნობი ჰყავთ, რომლებსაც მათზე ცუდს ვერაფერს წამოაცდევინებ, რადგან იციან, რომ ჭორებს არავინ დაუჯერებს. ცხოვრება ტყუპის გვერდით მსუბუქი და მშვენიერია, ხოლო იყო მისი მეუღლე ან საუკეთესო მეგობარი – ნამდვილი პატივი და დიდი გამართლება.პირველი ადგილი: მშვილდოსანიმშვილდოსნები ბუნებისგან მძლავრი ჰიპნოზური ქარიზმითა და საოცარი მომხიბვლელობით არიან დაჯილდოებული. ეს მათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ასაკში წარმატებების მიღწევაში ეხმარება. მათ არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ რამის სურვილი, მიზნის დასახვა.მშვილდოსნებს ასევე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ – სხვების დარწმუნების უნარი. შეუძლიათ ადამიანებს გააკეთებინონ ის, რაც სჭირდებათ, მათი ნდობის მოპოვებას კი სულ რამდენიმე წამი დასჭირდება. მათ მჭევრმეტყველებას საზღვრები არა აქვს, ხოლო იუმორის იდეალური გრძნობა ირგვლივ მყოფებს მოდუნებასა და სიფხიზლის დაკარგვას აიძულებს.
https://sputnik-georgia.com/20210826/sauketeso-megobrebi-zodiaqos-mixedvit-top-xuteuli-258666775.html
https://sputnik-georgia.com/20210823/zodiaqos-yvelaze-konfliqturi-niSnebi-top-xuTeuli-252648340.html
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
https://sputnik-georgia.com/20210818/zodiaqos-zarmaci-niSnebi-252613671.html
https://sputnik-georgia.com/20200918/zodiaqos-xuTi-niSani-romlebic-advilad-uyvardebaT-249463213.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/51/245435141_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_3826fb4e2e6819b4993bb1e5ebbf369b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
12:40 30.08.2021 (განახლებულია: 16:43 30.08.2021) თითოეული ადამიანი თავისებურად ლამაზი და მომხიბლავია, მაგრამ ზოდიაქოს თანავარსკვლავედში თავისი განსაკუთრებული ქარიზმატულობით რამდენიმე ნიშანი გამოირჩევა.
ამ ნიშნების წარმომადგენლებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ, არიან ძლიერი ადამიანები და ვისაც ცხოვრებაში აწყდებიან, გულგრილს თითქმის არავის ტოვებენ.
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორ გამოიყურება ზოდაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნების რეიტინგი.
ქალწულები ბრძენი და იდუმალი ხალხია, რომლებიც თავიანთი შინაგანი სილამაზით ყველას ხიბლავენ. მათი ძლიერი მხარეა ნებისმიერ სიტუაციაში კომპრომისის მოძებნის უნარი. ნებისმიერი კონფლიქტი მათთან სასიამოვნო საუბარში შეიძლება გადაიზარდოს, ხოლო სიძულვილი – სიყვარულში. მოშურნეები მათზე ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა ჭორს, რაც ამ ადამიანებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ამბობენ ხოლმე „ამქვეყნიური არააო“. მათ კილომეტრში გამოარჩევთ: იცვამენ სხვანაირად, საუბრობენ განსაკუთრებულად და ასხივებენ საოცარ სიმშვიდეს. ამის წყალობით შედიან კიდეც ყველაზე ქარიზმატული ადამიანები ხუთეულში.
მერწყულები ქარიზმატულიც არიან და მომხიბლავიც, მაგრამ ადამიანები ამ თვისებას მათში ხშირად ცოტა მოგვიანებით, ურთიერთობების დაწყებიდან გარკვეული დროის მერე ამჩნევენ. და ადრე თუ გვიან, ირგვლივ მყოფები აცნობიერებენ, რომ მერწყულები არიან ადამიანები იუმორის შესანიშნავი გრძნობითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით. მათ გვერდით რაღაც განსაკუთრებულისადმი სწრაფვის სურვილი ჩნდება.
მერწყულებს, ბედნიერი თილისმის მსგავსად, ირგვლივ მყოფები სინათლისკენ მიჰყავთ, ეხმარებიან ადამიანებს საკუთარ არსში ჩაწვდომაში, ამოცანებისა და მიზნების დასახვაში, თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ამხნევებენ მათ სხვადასხვა ქათინაურით. მერწყულებისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და ეს თავდაჯერებულობა სხვებისთვისაც „გადამდებია“.
მორიელების შესახებ ცოტამ თუ იცის სიმართლე. ბევრს სურს მათთან დამეგობრება, დაახლოება, მათი უკეთესად გაცნობა. მორიელებს დამატებითი ქულები ეძლევათ მეექვსე გრძნობის – ინტუიციის წყალობით, რომელიც მათში ყველაზე მძლავრია სხვა ნიშნებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან ცხოვრებაზე კონსერვატიული შეხედულებების მქონენი, უმცროს თაობებში ეს მათგან დაშორებისა და განცალკევების სურვილს მაინც არ იწვევს. მორიელებს პატივს სცემენ, უყვართ ან ეშინიათ, რადგან იციან, რომ მათ წყენა არ ავიწყდებათ. მათი მეგობრობა – დიდი პატივია.
ექსპერტების აზრით, ყველაზე მოლაპარაკე ადამიანები ტყუპები არიან. ერთი საუკეთესო ნიჭი–თვისება აქვთ: შეუძლიათ, ყველაზე უტყვიც კი აალაპარაკონ. მათი იუმორი მსუბუქია, ხოლო ქარიზმა – შეუფასებელი. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული ხიბლით დააჯილდოვა, რაც მათ ნებისმიერ კოლექტივში ლიდერის პოზიციების დაკავებაში ეხმარება.
ტყუპებს უამრავი ნაცნობი ჰყავთ, რომლებსაც მათზე ცუდს ვერაფერს წამოაცდევინებ, რადგან იციან, რომ ჭორებს არავინ დაუჯერებს. ცხოვრება ტყუპის გვერდით მსუბუქი და მშვენიერია, ხოლო იყო მისი მეუღლე ან საუკეთესო მეგობარი – ნამდვილი პატივი და დიდი გამართლება.
18 სექტემბერი 2020, 00:45
პირველი ადგილი: მშვილდოსანი
მშვილდოსნები ბუნებისგან მძლავრი ჰიპნოზური ქარიზმითა და საოცარი მომხიბვლელობით არიან დაჯილდოებული. ეს მათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ასაკში წარმატებების მიღწევაში ეხმარება. მათ არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ რამის სურვილი, მიზნის დასახვა.
მშვილდოსნებს ასევე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ – სხვების დარწმუნების უნარი. შეუძლიათ ადამიანებს გააკეთებინონ ის, რაც სჭირდებათ, მათი ნდობის მოპოვებას კი სულ რამდენიმე წამი დასჭირდება. მათ მჭევრმეტყველებას საზღვრები არა აქვს, ხოლო იუმორის იდეალური გრძნობა ირგვლივ მყოფებს მოდუნებასა და სიფხიზლის დაკარგვას აიძულებს.