https://sputnik-georgia.com/20210826/sauketeso-megobrebi-zodiaqos-mixedvit-top-xuteuli-258666775.html
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
Sputnik საქართველო
ასტროლოგები ზოდიაქოს ხუთ ნიშანს გამოყოფენ, რომლებიც საიმედო მეგორები არიან, შეიძლება მათი ნდობა ჭირშიცა და ლხინშიც, ყოველთვის მზად არიან, ახლობელ ადამიანს გვერდში ამოუდგნენ და მათი ჭირ-ვარამი თუ სიხარული გაიზიარონ.
2021-08-26T16:58+0400
2021-08-26T16:58+0400
2021-08-26T20:10+0400
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23704/09/237040918_0:179:2000:1304_1920x0_80_0_0_f2287db823952561e74e986a10ecbf52.jpg
ასტროლოგები ზოდიაქოს ხუთ ნიშანს გამოყოფენ, რომლებიც საიმედო მეგორები არიან, შეიძლება მათი ნდობა ჭირშიცა და ლხინშიც, ყოველთვის მზად არიან ახლობელ ადამიანს გვერდში ამოუდგნენ და მათი ჭირ-ვარამი თუ სიხარული გაიზიარონ.ვერძივერძებს შეუძლიათ საუკეთესო მეგობარი ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის იყვნენ. მათ აქვთ დრო და ძალა ყველასთვის, ვისაც დახმარება, გვერდში დგომა სჭირდება. ისინი ადამიანს ენდობიან, სანამ ისინი თავიანთ ნეგატიურ მხარეს არ აჩვენებენ. არ აზროვნებენ სტერეოტიპულად და ცდილობენ ადამიანში კარგი დაინახონ, თუნდაც მასზე სხვები სხვა რამეს ამბობდნენ. ვერძები ადამიანში სიკეთესა და ოპტიმიზმს აფასებენ, ასევე წესიერებასა და პატიოსნებას. სწორედ ამიტომ მათ უამრავი მეგობარი ჰყავთ, რომლებიც ასევე მზად არიან ვერძებს გაჭირვებისას გვერდში დაუდგნენ.კირჩხიბიკირჩხიბებს ჰყავთ მეგობრები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ მათი იმედი ჰქონდეთ. კირჩხიბებს მეგობრული ურთიერთობები ბავშვობაში, 16-18 წლამდე უყალიბდებათ. საოცარია, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახერხებენ, რომ მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ეს ბევრად არის განპირობებული მათი მსხვერპლად შეწირვის, სიკეთის უნარით. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის გაუგებენ და მხარში ამოუდგებიან მეგობარს. შეუძლიათ ღალატის პატიებაც, იმის გაგება, თუ რატომ მოიქცა ადამიანი ასე. მათი სიკეთე მეგობრების მიმართ, პრაქტიკულად, მშობლების შვილებისადმი სიკეთის იდენტურია.ქალწულიქალწულები არიან მეგობრები, რომლებსაც რთულ დროს მეგობრის საუკეთესო მხარდაჭერა შეუძლიათ. ემპათია მათ ადამიანების კარგად გაგებაში ეხმარება, როდესაც ისინი ჩივიან ბოროტ ხელმძღვანელზე, უთანხმოებებზე სიყვარულში, პრობლემებზე სამსახურში. ქალწული საუკეთესო მსმენელია. მათი მეგობრობა ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ემოციური მხარდაჭერა სჭირდება. ახლობლებთან ურთიერთობისთვის ქალწულები ყოველთვის გამონახავენ დროს. არიან ძალზე პატიოსანი. მათი სიტყვა ხანდახან საწყენია, უბრალოდ, ისინი სამყაროს თავისებურად უყურებენ. მათი აზრით, სიმართლე ნებისმიერი სახით ყოველთვის სიცრუეზე მნიშვნელოვანია. საპატიოა, გყავდეს ქალწული მეგობარი.მორიელიმორიელები, შესაძლოა, რთული არიან სიყვარულში, მაგრამ მეგობრობაში ყველაფერი წესრიგშია. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, ამის წყალობით მათთან ურთიერთობა ყოველთვის მარტივია. მორიელებს ადამიანის გამხიარულება ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლიათ. მათთან, ჯობს, მაქსიმალურად გულღია იყოთ, რადგან ტყუილსა და ინტრიგებს არ პატიობენ, ხანდახან სიმართლეზეც ნორმალურად არ რეაგირებენ, ასე რომ, ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ. მათ კარგად იციან საიდუმლოს შენახვა, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს. გულწრფელად უყვართ თავიანთი მეგობრები და ერთგულების გარდა სხვა არაფერს მოითხოვენ.თევზებითევზები გულღია, კეთილი ადამიანები არიან, სწრაფად იწვევენ ნდობას ადამიანებში. ერთადერთი მათი ნაკლი, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, ისაა, რომ მთელი თავისუფალი დროის საუკეთესო მეგობრებთან გატარება უყვართ. თევზები კარგი მასპინძლები არიან, უყვართ სამაგიდო თამაშები, გულახდილი საუბრები. სამაგიეროდ არ უყვართ ქარაფშუტა ადამიანები. როგორც სასიყვარულო, ისე მეგობრულ ურთიერთობებში ადამიანისგან ერთგულებას, მდგრადობას ელოდებიან, რადგან თვითონ სანახევროდ მეგობრობა არ შეუძლიათ. ისინი ოცნებობენ მეგობარზე, რომელსაც მთელი ასი პროცენტით ენდობიან.
https://sputnik-georgia.com/20210823/zodiaqos-yvelaze-konfliqturi-niSnebi-top-xuTeuli-252648340.html
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
https://sputnik-georgia.com/20210818/zodiaqos-zarmaci-niSnebi-252613671.html
https://sputnik-georgia.com/20210819/zodiaqos-yvelaze-erTguli-niSnebi-252622528.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23704/09/237040918_667:181:2000:1181_1920x0_80_0_0_a17913bd3975a18f6a31c9658871c344.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზოდიაქო მეგობრები ნიშანი ასტროლოგები ასტროლოგია
ზოდიაქო მეგობრები ნიშანი ასტროლოგები ასტროლოგია
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
16:58 26.08.2021 (განახლებულია: 20:10 26.08.2021) ყველას არ შეუძლია უანგარო და გულწრფელი მეგობრობა. თუმცა, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს თავისუფლად შეიძლება ყველაზე კარგი და ერთგული მეგობრები ვუწოდოთ.
ასტროლოგები ზოდიაქოს ხუთ ნიშანს გამოყოფენ, რომლებიც საიმედო მეგორები არიან, შეიძლება მათი ნდობა ჭირშიცა და ლხინშიც, ყოველთვის მზად არიან ახლობელ ადამიანს გვერდში ამოუდგნენ და მათი ჭირ-ვარამი თუ სიხარული გაიზიარონ.
ვერძებს შეუძლიათ საუკეთესო მეგობარი ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის იყვნენ. მათ აქვთ დრო და ძალა ყველასთვის, ვისაც დახმარება, გვერდში დგომა სჭირდება. ისინი ადამიანს ენდობიან, სანამ ისინი თავიანთ ნეგატიურ მხარეს არ აჩვენებენ. არ აზროვნებენ სტერეოტიპულად და ცდილობენ ადამიანში კარგი დაინახონ, თუნდაც მასზე სხვები სხვა რამეს ამბობდნენ. ვერძები ადამიანში სიკეთესა და ოპტიმიზმს აფასებენ, ასევე წესიერებასა და პატიოსნებას. სწორედ ამიტომ მათ უამრავი მეგობარი ჰყავთ, რომლებიც ასევე მზად არიან ვერძებს გაჭირვებისას გვერდში დაუდგნენ.
კირჩხიბებს ჰყავთ მეგობრები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ მათი იმედი ჰქონდეთ. კირჩხიბებს მეგობრული ურთიერთობები ბავშვობაში, 16-18 წლამდე უყალიბდებათ. საოცარია, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახერხებენ, რომ მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ეს ბევრად არის განპირობებული მათი მსხვერპლად შეწირვის, სიკეთის უნარით. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის გაუგებენ და მხარში ამოუდგებიან მეგობარს. შეუძლიათ ღალატის პატიებაც, იმის გაგება, თუ რატომ მოიქცა ადამიანი ასე. მათი სიკეთე მეგობრების მიმართ, პრაქტიკულად, მშობლების შვილებისადმი სიკეთის იდენტურია.
ქალწულები არიან მეგობრები, რომლებსაც რთულ დროს მეგობრის საუკეთესო მხარდაჭერა შეუძლიათ. ემპათია მათ ადამიანების კარგად გაგებაში ეხმარება, როდესაც ისინი ჩივიან ბოროტ ხელმძღვანელზე, უთანხმოებებზე სიყვარულში, პრობლემებზე სამსახურში. ქალწული საუკეთესო მსმენელია. მათი მეგობრობა ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ემოციური მხარდაჭერა სჭირდება. ახლობლებთან ურთიერთობისთვის ქალწულები ყოველთვის გამონახავენ დროს. არიან ძალზე პატიოსანი. მათი სიტყვა ხანდახან საწყენია, უბრალოდ, ისინი სამყაროს თავისებურად უყურებენ. მათი აზრით, სიმართლე ნებისმიერი სახით ყოველთვის სიცრუეზე მნიშვნელოვანია. საპატიოა, გყავდეს ქალწული მეგობარი.
მორიელები, შესაძლოა, რთული არიან სიყვარულში, მაგრამ მეგობრობაში ყველაფერი წესრიგშია. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, ამის წყალობით მათთან ურთიერთობა ყოველთვის მარტივია. მორიელებს ადამიანის გამხიარულება ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლიათ. მათთან, ჯობს, მაქსიმალურად გულღია იყოთ, რადგან ტყუილსა და ინტრიგებს არ პატიობენ, ხანდახან სიმართლეზეც ნორმალურად არ რეაგირებენ, ასე რომ, ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ. მათ კარგად იციან საიდუმლოს შენახვა, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს. გულწრფელად უყვართ თავიანთი მეგობრები და ერთგულების გარდა სხვა არაფერს მოითხოვენ.
თევზები გულღია, კეთილი ადამიანები არიან, სწრაფად იწვევენ ნდობას ადამიანებში. ერთადერთი მათი ნაკლი, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, ისაა, რომ მთელი თავისუფალი დროის საუკეთესო მეგობრებთან გატარება უყვართ. თევზები კარგი მასპინძლები არიან, უყვართ სამაგიდო თამაშები, გულახდილი საუბრები. სამაგიეროდ არ უყვართ ქარაფშუტა ადამიანები. როგორც სასიყვარულო, ისე მეგობრულ ურთიერთობებში ადამიანისგან ერთგულებას, მდგრადობას ელოდებიან, რადგან თვითონ სანახევროდ მეგობრობა არ შეუძლიათ. ისინი ოცნებობენ მეგობარზე, რომელსაც მთელი ასი პროცენტით ენდობიან.