ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი ტყუპისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

© photo : ESOკოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი ტყუპის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს ტყუპის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
დრაკონის წელი სულიერი შფოთვის წელი გახდება თქვენთვის. როგორც ჩანს, თქვენ გულში რაღაც ახალი გრძნობა დაიბუდებს, რომელიც, დიდი ალბათობით, საპასუხო გრძნობას არ გამოიწვევს. ანუ, სერიოზული ურთიერთობები მოსალოდნელი არ არის. როგორც არ უნდა წავიდეს საქმეები, ნებისმიერ სირთულეს სხვა თვალსაზრისით შეხედეთ - როგორც შესაძლებლობას, სრულყოფილებას მიაღწიოთ და ამ სამყაროში თქვენი ადგილი იპოვოთ.
ხომ გაგიგიათ - ვისაც სიყვარულში არ უმართლებს, მას საქმეებში გაუმართლებსო. და ბედი ნამდვილად არ გიმუხთლებთ ამ კუთხით. თქვენი ყველა წამოწყება, პრაქტიკულად, წარმატებული იქნება და თქვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
მთლიანობაში, 2024 წელი ტყუპებისთვის ერთგვარი ეტაპი გახდება, რომელიც სავსე იქნება როგორც კარგი, ისე არცთუ კარგი მოვლენებით. უკვე წლის პირველ ნახევარში მიიღებთ დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ამას უფრო მოგვიანებით გააცნობიერებთ. ისწავლეთ ვითარების ღრმა ანალიზი და მხოლოდ ერთ მომენტზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას.
სცადეთ ახალი: ვისაც არ ეშინია უსაფრთხო „ნაჭუჭიდან" გამოსვლა, დრაკონი მას არაერთ შესაძლებლობას მისცემს, რომ ეს დამოუკიდებლად გააკეთოს. თუ წინააღმდეგობას გაუწევთ, პროცესი თავისთავად წარიმართება, მაგრამ თქვენი მონაწილეობისა და კონტროლის გარეშე.
სამყაროს სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულით იწყება: ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოთ. ისწავლეთ თქვენი მინუსების აღქმა არა როგორც წლის „კატასტროფად", არამედ ისეთ რაღაცად, რაც უნიკალურ ადამიანად გაქცევთ. ამასთან, სწორედ აღიარება და მუშაობა ნაკლოვანებებზე გაქცევთ უფრო ძლიერ და წარმატებულ პიროვნებად.
უარი უთხარით წინააღმდეგობრიობას: რა თქმა უნდა, ეს თქვენი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ უნდა იმუშაოთ თქვენს თავზე. ზოგიერთ საკითხზე განსაზღვრული ცალსახა შეხედულება დაგეხმარებათ ცხოვრებაში - თქვენც და ირგვლივ მყოფებსაც.
მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის: ყოველი დღე დღესასწაული არ არის და აქ საკამათო არაფერია. ნაცრისფერი ყოველდღიურობა თქვენი ყოფის ნაწილია. ისწავლეთ თითოეულ მომენტში რამე კარგის დანახვა. მაშინ ცხოვრება ახალ ფერებს შეიძენს.
კატეგორიულობა და გულმოდგინება: დრაკონის წელს კარიერული და სამუშაო საკითხები საკმაოდ სწრაფად გადაწყდება, მაგრამ თქვენი უშუალო მონაწილეობით. მოემზადეთ იმისთვის, რომ კატეგორიული და გონებამოკრებილი უნდა იყოთ. თუ აქამდე გერჩივნათ, რომ სხვა, უფრო აქტიური თანამშრომლების ზურგს უკან ყოფილიყავით ამოფარებული, ახლა თქვენ მოგიწევთ აქტიურობა.
მოთმინება და პარტნიორის გაგება: ვინც უკვე იპოვა სიყვარული, ექსპერტები გირჩევენ, არ მოდუნდეთ - თქვენ წინაშე შეიძლება ახალი პრობლემა გაჩნდეს, რომელსაც მხოლოდ ურთიერთგაგებითა და მოთმინებით გადაჭრით - ნუ მოჭრით იმ ტოტს, რომელზეც ზიხართ, ჯერ დაფიქრდით და გადაწყვეტილებას ცხელ გულზე ნუ მიიღებთ.
ასტროლოგების რეკომენდაცია: ეცადეთ, რეგულარულად გააღვივოთ თქვენი ინტერესი საყვარელი საქმიანობისადმი. ჰობი იმაზე ბევრ სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის ასევე ემოციური დაძაბულობის მოხსნაში გეხმარებათ. და ცხოვრება უფრო მარტივი გახდება, თქვენ კი პროცესით დატკბებით.
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება>>
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით:
2024 წელი მოგცემთ საშუალებას, ზოგიერთი შინაგანი წინააღმდეგობა დაძლიოთ და შინაგანი სიმშვიდე მოიპოვოთ.
იანვარი-თებერვალი: ამ ორი თვის განმავლობაში, შესაძლოა, პირადი ცხოვრებისა და ნათესავებთან ურთიერთობების გამო შფოთვა დაგეუფლოთ. შეშფოთების მიზეზები გაჩნდება თქვენს ოჯახშიც. აუცილებელი იქნება საკითხის გადაჭრაში თქვენი უშუალო მონაწილეობა.
მარტი-აპრილი: გაზაფხულზე ოჯახური საქმეები ისევ შეგაწუხებთ, მაგრამ ჰორიზონტზე ახალი საქმეები და გეგმები გამოჩნდება. საკუთარ თავს ცოტა დრო მიეცით მოსაფიქრებლად, მაგრამ არც ზედმეტი მოგივიდეთ. სთხოვეთ სანდო კოლეგას ან მეგობარს, თქვენს იდეას სხვა თვალით შეხედოს, მაგრამ ყველა კარტი არ გახსნათ.
მაისი-ივნისი: სანამ გარშემო ხალხი შვებულებისთვის ემზადება, კარგად მუშაობა მოგიწევთ, რომ შემდეგ დასვენებაზე ლაპარაკის უფლება მიიღოთ. ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტ დავალებას მოგცემთ. პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, მაგრამ ამ სფეროს დავიწყებაც არ ივარგებს.
ივლისი-აგვისტო: ამ თვეებში შეგიძლიათ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებს მიხედოთ. თქვენი მცდელობები ნაყოფს გამოიღებს და არაა გამორიცხული, თუ ქორწილზე არა, ერთად ცხოვრებაზე დაფიქრდეთ.
სექტემბერი-ოქტომბერი: აქტიური ზაფხულის შემდეგ დასვენებაზე შეგიძლიათ იფიქროთ - შვებულება ხავერდოვან სეზონზე - სექტემბერი ამისთვის საუკეთესო დროა.
ნოემბერი-დეკემბერი: დაძაბული და რთული პერიოდი გელოდებათ, რადგან ცხოვრებაში ახალი სანერვიულო გამოჩნდება. არაა გამორიცხული, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილიც გაგიჩნდეთ.
ნუ შეგეშინდებათ, რომ იყოთ უფრო გულგახსნილი, დაეხმაროთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს მთელი გულით და გულწრფელად უნდა გააკეთოთ. 2024 წელი ემოციური მომენტებით იქნება სავსე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ცუდი მომენტები გელოდებათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
2024 წელი ტყუპი ქალებისთვის
ტყუპი ქალებისთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მამაკაცი, 2024 წელი საკუთარი თავისა და თავისუფლების ძებნის პერიოდი გახდება თავისი ყველანაირი გამოვლინებით. შეიძლება მოგზაურობა, გართობა დაა არასასურველია განცდებში ერთ ადგილზე ჯდომა - მოიწყენთ.
აუცილებლად იპოვით მეწყვილეს სხვადასხვა ადგილის მოსანახულებლად, ინტიმისთვისაც. სიფრთხილის ნორმების დაცვით არ შეუშინდეთ ქუჩაში გაცნობასაც.
დაოჯახებულებს, შესაძლოა, რამე ახლის შეცნობის სურვილი გაუჩნდეთ, მათ შორის, არაა გამორიცხული, რომ განქორწინებაც მოინდომონ. ასტროლოგები გირჩევენ, არ იჩქაროთ და ყველაფერი გააკეთოთ ურთიერთობების შესანარჩუნებლად.
ხელსაყრელი პერიოდები:
იანვარი: წელიწადი ძალზე აქტიურად დაიწყება. გექნებათ ბევრი საზრუნავი, უმეტესად სასიამოვნო, რასაც თქვენი დრო და ფიქრები დასჭირდება. დატკბით მომენტებით.
მარტი: გაზაფხულის პირველ თვეს ძირითადად ოცნების მამაკაცის ძებნით იქნებით დაკავებული. სწორედ მარტში გაქვთ შანსი, რომ თქვენს სიყვარულს შეხვდეთ.
არახელსაყრელი პერიოდები:
თებერვალი: განსაკუთრებულად მგრძნობიარე ნატურებისთვის ეს თვე საკმაოდ დაძაბული იქნება ემოციური თვალსაზრისით. მოსალოდნელია არასასიამოვნო ამბების გაგება, თუმცა, არც ისე არასასიამოვნო იქნება ეს ამბები, როგორც თქვენ მას აღიქვამთ.
დეკემბერი: წლის ბოლო საკმაოდ ქაოტური და ნერვული აღმოჩნდება. შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც კალაპოტიდან ამოგაგდებთ. მაქსიმალურად შეასრულეთ თქვენი სამუშაო, თუმცა ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად ზედმეტი თქვენ თავზე არ აიღოთ.
2024 წელი ტყუპი მამაკაცებისთვის
დრაკონის წელი თქვენთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი თავის ძიების პერიოდი იქნება. თუ კვლავ მშობლებზე ხართ დამოკიდებული, ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ დატოვოთ მშობლიური ბუდე. თუ ამას დამოუკიდებლად არ გააკეთებთ, ბედი სასტიკად და უკომპრომისოდ მოგექცევათ. ამ წელს თავს მნიშვნელოვან პერსონად იგრძნობთ. დიდი ალბათობით, ეს პროფესიულ ზრდას ეხება. შეძლებთ შინაგანი ბარიერების გადალახვას, ახალი უნარებისა და ცოდნის შეძენას. ელოდეთ პროდუქტიულ და მოვლენებით სავსე წელს.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
ხელსაყრელი პერიოდები:
თებერვალი: ამ თვეში ღიმილისთვის უამრავი მიზეზი გექნებათ. ალბათ, გსმენიათ, ბედნიერებას დამალვა უხდებაო, ამიტომ თავი შეიკავეთ მისი გამოვლინებისგან.
აგვისტო: ცხადი გახდება დადებითი დინამიკა პირად ფრონტზე. ფსონს ყველაზე ღირსეულ ქალზე ჩამოდით და საკუთარ თავს სულ მალე იხილავთ ახალი სტატუსით.
არახელსაყრელი პერიოდები:
მარტი: ეცადეთ, ყურადღება ყველაზე არსებით საკითხებზე გაამახვილოთ. „ფილოსოფოსობისთვის" არცთუ ხელსაყრელი თვეა. იმოქმედეთ სწრაფად და მკაფიოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუტსაიდერობის კანდიდატი ხართ. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ისე კარიერას.
აგვისტო: თუ მანამდე არ დაისვენებთ, არის რისკი, რომ შვებულების გარეშე მოგიწიოთ მთელი თავით სამუშაოზე გადართვა. ჯობია, სასწრაფოდ აიღოთ შვებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღლილობის გამო ყოველდღე სამსახურში სიარული თქვენთვის ტანჯვად იქცევა.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0