ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება

© Sputnik / Maria Tsimintiaზოდიაქოს ნიშანი ტყუპი
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
ტყუპის მთავარი მახასიათებლებია კომუნიკაბელურობა, გამჭრიახობა, ამბიციურობა, მუდმივი მოძრაობა. სიყვარულში მათთვის აუცილებელია ინტრიგა, ფსიქოლოგიური ბატალიები, რთული და საინტერესო ურთიერთობები.
ტყუპი (Gemini) - ავანტიურული, მკაფიო, ინტელექტუალური ნიშანია, რომლის წარმომადგენლები რთული ორბუნებოვანი პიროვნებები არიან. მათ სჩვევიათ არა მხოლოდ განწყობის ცვლა, არამედ სულიერი ფორიაქი, საკუთარი თავის ძებნა, ავანტიურასა და საეჭვო წამოწყებებში ჩართვა.
ტყუპის სტიქიაა ცვალებადი და მოძრავი ჰაერი, ხოლო პლანეტა - მერკური, რომელიც ამ ნიშანს კომუნიკაბელურობას, მოხერხებულობასა და მკვირცხლ გონებას ანიჭებს. როგორც წესი, ისინი საკუთარი ცხოვრებით აბსოლუტურად ბედნიერი და კმაყოფილი არასდროს არიან, წინ ამოძრავებთ ამბიციები და უსასრულო იდეები - მხოლოდ მოძრაობასა და ახალი ჰორიზონტების ძებნაში გრძნობენ ტყუპები თავს კარგად.
ტყუპი ყველაზე მოძრავი და კომუნიკაბელური ნიშანია. გარეგნულად სასიამოვნო არიან, დამოკიდებულება სჩვევიათ სოციუმზე და ახალ ინფორმაციაზე. ეს ძლიერი და მტკიცე ადამიანები არიან, ხოლო ინტელექტი და მოხერხებულობა საშუალებას აძლევს, მართონ ფიზიკური ძალის გამოუყენებლად. შესწევთ უნარი, ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრში იყვნენ და სწორად გამოიყენონ მიღებული მონაცემები, ეს კი საშუალებას აძლევთ, მარჯვედ და ოსტატურად იჟონგლიორონ ფაქტებით. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ბევრია იურისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საჯარო პერსონა.
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით>>
ტყუპებს შორის ხშირად გვხდებიან როგორც გენიოსები, ისე თაღლითები. მიუხედავად მოჩვენებითი დაცულობისა, ისინი მტკივნეულად მგრძნობიარენი არიან - გარეგნული გულგრილობის მიღმა მგრძნობიარე ნატურა იმალება. გაუწონასწორებლობასა და არასტაბილურობას ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ხელმოცარულობაც შეუძლია გამოიწვიოს.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
ტყუპი, როგორც წესი, მყარი ჯანმრთელობით არ გამოირჩევა, მიდრეკილია დეპრესიისა და ალერგიისადმი. ისინი სიყვარულში პარტნიორის მხოლოდ ფიზიკურ მომხიბლაობაზე არასდროს დებენ ფსონს - მათთვის აუცილებელია ინტრიგა, ფსიქოლოგიური ბატალიები, რთული და საინტერესო ურთიერთობები.
მამაკაცი ტყუპი
მამაკაცი ტყუპი ნოვატორი, რევოლუციონერია, უფერულობასთან და ყველაფერ გარკვეულთან მებრძოლი. უყვარს არასტანდარტული სვლები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფანტასტიკური სიურპრიზები და კაშკაშა ემოციები. მათი ცხოვრების პულსი მუდამ რაღაცის ზღვარზეა. გარეგნულ მომხიბვლელობის მიღმა ხშირად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნატურა იმალება, რომელიც ვერ ჰგუობს შეზღუდვებს და მცირე რუტინასაც კი. ულამაზესი ქალიც კი ვერ აცდუნებს ტყუპს, თუ ის კონსერვატულობაშია ტყუპის მხრიდან ეჭვმიტანილი.

მამაკაცი ტყუპის გულისკენ გზის გასაკაფავად საჭიროა, ქალს ჰქონდეს გაოცების უნარი, იყოს მრავალფეროვანი და ყოველმხრივ განვითარებული.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
ყველაზე მეტად მამაკაც ტყუპს უყვარს ორაზროვანი სიტუაციები, ინტელექტუალური კამათი, არათანაბარი და რთული ურთიერთობები. თუ ქალს არ შეუძლია დამაინტრიგებელი ფლირტი, არის მიწიერი და უკონფლიქტო, ის ტყუპისთვის უინტერესოა. ტყუპ მამაკაცს შორის ბევრია დონ-ჟუანი, რომელთაც აინტერესებთ სხვადასხვა ქალის შეცნობა, მათი კოლექციონირება, ყოველ ჯერზე შეგრძნებების ყულაბაში რაიმე ახლის დამატება. ისინი უარყოფენ შაბლონებს და შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიან. ასეთი მამაკაცის გულის დასაპყრობად არ უნდა გამოიყენოთ გაცვეთილი ფრაზები, უნდა აჩვენოთ საკუთარი ინტელექტი და არასტანდარტული აზროვნება. ტყუპი მამაკაცი ქალში, პირველ რიგში, იუმორის გრძნობას აფასებს.
ქალი ტყუპი
ქალი ტყუპი აღმერთებს იდუმალებას, საიდუმლოს, ამოცანას, ამიტომ მის გარშემო მუდამ ბურუსია შემოხვეული. ამასთან, ის თავის თავში იკეტება, მაგრამ, ამავე დროს, სოციალურად აქტიურია, თან თავისი თავის წარმოდგენის სრულიად მოულოდნელი ეფექტისთვის ადგილს ყოველთვის იტოვებს.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში

ტყუპების საყვარელი საქმიანობა თამაშია. აღმერთებენ ექსპერიმენტებს და რისკავენ შეუყვარდეთ ის, ვისაც სერიოზულად შეუძლია გაოცება და დაპყრობა, მაგრამ არა პრიმიტიული საქციელით. ძლიერი, სიცოცხლით აღსავსე და კომუნიკაბელური ქალი ტყუპი, მიუხედავად გამჭრიახი გონებისა და ამბიციებისა, შეიძლება მტკივნეულად სენტიმენტალურიც იყოს, ასევე, ემოციური ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>

თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ტყუპს ხანდახან ხელს უშლის ჰარმონიული ურთიერთობების აწყობაში - მისთვის მისაღებია პარტნიორობა და სულიერ-მენტალური ახლობლობა. მათ ინტერესი უქრებათ, როდესაც მამაკაცს იმორჩილებენ, ასევე ძალიან უჭირთ, მამაკაცს გადასცენ მართვის სადავეები. მათი მთავარი სისუსტეა სწრაფვა ცვლილებებისკენ, ამიტომ ქალ ტყუპთან თანაცხოვრება ასეთივე თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს შეუძლიათ.
ტყუპის შეთავსება სხვა ნიშნებთან
ტყუპებს ემოციური და ჰარმონიული კავშირი ეწყობათ ვერძებთან და მერწყულებთან - პირველი მათ მგზნებარებას მიანიჭებს, დამუხტავს ენერგიით, არ მისცემს მოწყენის საშუალებას, მეორე კი იზიარებს ტყუპის თავისუფლებისკენ სწრაფვას, სიმსუბუქესა და თავგადასავლების სიყვარულს.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>

ტყუპის ხიბლის ტყვეობაში აღმოჩნდება მშვიდი და დახვეწილი სასწორი. ასევე შესანიშნავი ურთიერთობების შანსი აქვთ თავისივე ნიშნის წარმომადგენლებთან.

ტყუპსა და ლომს ინტენსიური, თუმცა არათანაბარი კავშირი აქვთ, მაგრამ არის რისკი გადაღლისა, რომელსაც ლომის ზედმეტი პათოსი და გამომწვევი მოურიდებლობა იწვევს.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა


თხის რქა, ქალწული და კურო მუდმივად ცვალებადი ტყუპისთვის ძალზე პასიური და პროგნოზირებადი არიან, მათი კავშირი დაშორებისთვისაა განწირული. ცივსისხლიანი და სუსტი კირჩხიბი საერთოდ აცოფებს ტყუპს - ამ კავშირში არანაირი შეხების წერტილი არ არის.
ტყუპის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:
ალექსანდრ პუშკინი, ჩე გევარა, მერლინ მონრო, ნატალი პორტმანი, იოსიფ ბროდსკი, ანჯელინა ჯოლი, ტომ კრუზი, ნიკოლ კიდმანი, კოლინ ფარელი, ჯონ კენედი, ნაომი კემპბელი, პოლ მაკარტნი, ჰიუ ლორი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0