ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი ლომისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

CC BY 4.0 / NASA, ESA, N. Smith (University of Arizona, Tucson), and J. Morse (BoldlyGo Institute, New York) / Cosmic fireworks in ultravioletკოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი ლომის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს ლომის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
წელს თქვენი „ოღროჩოღრო" გზა, როგორც იქნა, გასწორდება და ბედნიერ, ფართო გზად იქცევა. ეს ახლა, შესაძლოა, ოცნებასავით ჟღერს, მაგრამ ამაზე უცნობი მომავლის შიშით უარს ნუ იტყვით.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ხის მწვანე დრაკონი გაძლევთ შანსს, განვლოთ თქვენი სურვილების გზა და ოცნებას მიაღწიოთ. ზოგიერთი გადაუჭრელი პრობლემა არ გაქრება, მაგრამ ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელდაკრეფილი უნდა ისხდეთ და ბედის საჩუქრებს დაელოდოთ - უნდა იმოძრაოთ, იაქტიუროთ და უკვე გაზაფხულის დასაწყისში დაინახავთ, რომ ცხოვრება გაიოლდა.
საკითხისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება: ხის დრაკონი შემოქმედებით პროფესიებს მფარველობს, ამიტომ ვინც შემოქმედებითად აზროვნებს, ამ წელს ტრანსფორმაციისა და სრულყოფის პერიოდის გავლა მოუწევს. შემოქმედებისგან შორს მდგარმა ზოგიერთმა ადამიანმაც კი, არაა გამორიცხული, ხელოვნების რომელიმე სფეროში ნიჭიც გამოავლინოს.
უარი სტერეოტიპებს: ვინც ცხოვრებას სხვისი მოსაზრებების გავლენით გააგრძელებს, იოლი გზა არ ელოდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ იქნებით საზოგადოებრივ აზრზე „ჩამოკიდებული", კითხვებზე პასუხები თქვენ თავში ეძებეთ. ასე ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.
მიჰყევით დინებას: წლის მფარველში ნებისმიერი დაუმორჩილებლობა უკმაყოფილებას გამოიწვევს. აჯობებს, რომ არ იცუროთ დინების საწინააღმდეგოდ და ასე ტალღები წყნარ ნაპირზე გაგიყვანთ.
არ შეწყვიტოთ სწავლა: ვინც უკვე დაასრულა სწავლა და იპოვა თავისი თავი ამ ცხოვრებაში, ახლის ძებნა და ცოდნის მიღება მაინც უნდა განაგრძოს.
კარიერა: კარიერულ წინსვლას გულმოდგინების გარეშე ვერ მიაღწევთ. დროა, აჩვენოთ ყველას, რომ შეგიძლიათ მუხლჩაუხრელი შრომა.

ასტროლოგების რჩევა: წლის მფარველი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, ამიტომ ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებებს. არ დააჩქაროთ მოვლენები, დაე, ყველაფერი თავისი რიგით წავიდეს - ასე მიაღწევთ სასურველს და თან დიდ ძალასა და ენერგიას არ დახარჯავთ.

ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით
2024 წელი ლომებისთვის შინაგანი ზრდისა და გაზრდილი შრომისუნარიანობის წელი იქნება. არ შეუშინდეთ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას. ეცადეთ, პრობლემები წამოჭრისთანავე გადაწყვიტოთ. სასოწარკვეთილებაში არ გადავარდეთ რთულ მომენტებში.
იანვარი-თებერვალი: ზამთრის ეს თვეები საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის და სავარაუდოდ, ექსცესებს თავს ვერ აარიდებთ. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის, არ დაკარგოთ სულიერი სიმტკიცე, თუ რამე ისე არ წავა, როგორც თქვენ გეგმავდით.
მარტი-აპრილი: გაზაფხულის დადგომისთანავე თქვენი განცდებით გაქრება და ცხოვრებას ახალი ფერები შეემატება.
მაისი-ივნისი: სითბო „სანადიროდ" გასვლას გაიძულებთ. რაც არ უნდა აირჩიოთ - კარიერა, სიყვარული თუ ფული, ყველაფერი თქვენ ხელშია, ამიტომ არ შეუშინდეთ თამამი ამოცანების დასახვას.
ივლისი-აგვისტო: თქვენი დაბადების დღეც ახლოვდება და ერთი წელი მოგემატებათ. დროა, გაიაზროთ, რა ისწავლეთ ამ პერიოდში? ეცადეთ, გააანალიზოთ თქვენი ცხოვრება. იოცნებეთ.
სექტემბერი-ოქტომბერი: შესანიშნავი დროა სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის. თუ სამსახურის ან საცხოვრებლის გამოცვლა გინდათ, ახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა.
ნოემბერი-დეკემბერი: ამ ცივ და წვიმიან თვეებში ყველაფერს აჯობებს, გააანალიზოთ თქვენი მოქმედებები მთელი წლის განმავლობაში და მომდევნო წლის პრიორიტეტები სწორად განალაგოთ. ისწავლეთ ძალების განაწილება და თავს მუდმივად მოძრავ წრეში არ იგრძნობთ.
დიდი ხნის დაოჯახებული ლომებისთვის 2024 წელი გარდამტეხი პერიოდი იქნება. პარტნიორმა რთული არჩევნის წინაშე შეიძლება დაგაყენოთ, რომელზეც თქვენი ერთობლივი მომავალი იქნება დამოკიდებული. მარტოხელებს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ რომანტიკისთვის არ გეცლებათ. არაა გამორიცხული, სხვადასხვა საქმის გარჩევაში აღმოჩნდეთ ჩართული. ეცადეთ, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
ლომებს ლიდერის პოზიციების დაკავება გიყვართ ყველა სფეროში, მაგრამ დრაკონის წელს მოგიწევთ თქვენი ბრჭყალების დამალვა და ოჯახის ფისოს როლის შესრულება. ადამიანების მიმართ მეტად ლოიალური იყავით და სულ მალე გახდებით გარშემომყოფების საყვარელი ადამიანი.
2024 წელი ლომი ქალებისთვის
არ გჩვევიათ ირგვლივ მყოფებისთვის რჩევების კითხვა, თუმცა ეს არცთუ ცუდი იდეაა 2024 წელს. დრაკონის მფარველობის დროს მეტად მოინდომებთ დამოუკიდებლობას, კატეგორიულად წინააღმდეგი იქნებით რამე სახის „ბორკილების" დადებისა (მათ შორის, ქორწინების). ასე რომ, მარტოხელა ქალბატონებს ხის მწვანე დრაკონის წელს დაოჯახების ნაკლები შანსი აქვთ, თუმცა ეს სიყვარულს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს.
2024 წელს არაერთი საინტერესო რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. ისინი თქვენ მიმართ ინტერესს გამოიჩენენ, მაგრამ იქნება ისიც, ვინც გარეგნულად ცივი და უკარება მოგეჩვენებათ. სწორედ მას უნდა მიაქციოთ ყურადღება. თავდაპირველად, შესაძლოა, მისმა გულგრილობამ თქვენი თავმოყვარეობა შელახოს, მაგრამ მის ჭეშმარიტ გრძნობებზე მოგვიანებით შეიტყობთ, რაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
იფიქრეთ თქვენს მიზნებზე. ვინც კარდინალურ ცვლილებებზე ოცნებობს, დაფიქრდით, რატომ ტკეპნით ერთსა და იმავე ადგილს? იქნებ, თავს მსხვერპლად მიიჩნევთ? ან, იქნებ, მოგწყინდათ ქარის წისქვილებთან ბრძოლა?
ხელსაყრელი პერიოდები
იანვარი: წლის პირველი თვე დიდი დადებითი ცვლილებების მაუწყებელი გახდება. განწყობა ამაღლებული გექნებათ, შრომისუნარიანობა - სათანადო სიმაღლეზე.
ოქტომბერი: ამ თვეში მოხდება ის, რაზედ დიდი ხანი ოცნებობდით.
არახელსაყრელი პერიოდები
მარტი: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდათ. იქნებ, მართალიც ხართ, მაგრამ ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ საკუთარი საქციელია. დაფიქრდით, რისთვის „დაიმსახურეთ" ეს წვრილმანი უსიამოვნებები?
სექტემბერი: სავარაუდოდ, მომატებული კილოგრამები შეგაწუხებთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
2024 წელი ლომი მამაკაცებისთვის
თავისუფლებისმოყვარე და თავისებური ხასიათის ლომი მამაკაცები წარმატებას მხოლოდ საყოველთაო აღიარებით მიაღწევენ. აქ მთავარი დამსახურება ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგებას ექნება, ამიტომ ისარგებლეთ ბედის საჩუქრებით - ფორტუნა თქვენ მხარესაა.
აბსტრაქტული საკითხები: წლის დასაწყისში ბევრი თქვენგანი იგრძნობს ფილოსოფიური საკითხების გადაწყვეტისადმი ლტოლვას. ეს თქვენს ნატურას გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, ამიტომ გარშემომყოფებმა, შესაძლოა, ვერ გაგიგონ. თუ ცხოვრების აზრში ჩაწვდომას გადაწყვეტთ, ჯობია, ეს მარტომ გააკეთოთ.
სწავლა: წლის შუა პერიოდში სწავლის მწვავე აუცილებლობა დადგება. მოგიწევთ გადამზადების კურსების გავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. ეცადეთ, ეს გზა ბოლომდე გაიაროთ - მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ მიღებული ცოდნა და საბუთი.
ხელსაყრელი პერიოდები
აგვისტო: ბედი გულუხვი საჩუქრის გარეშე არ დაგტოვებთ, ამიტომ იოცნებეთ და ჩვეულებრივზე მეტი ითხოვეთ.
დეკემბერი: წლის შედეგების შეჯამება ცოტა გაჭიანურდება, მაგრამ ძირითადად, იმიტომ, რომ დადებითი ცვლილებები გაქვთ, რაც ღიმილის საფუძველს გაძლევთ. დააწყვეთ თამამი გეგმები და არ დაივიწყოთ ოცნება.
არახელსაყრელი პერიოდები
იანვარი: ახალი საზრუნავისა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზების პოვნის თვეა. საკმაოდ დატვირთული თვე გელოდებათ, ამიტომ დასვენების იმედი ნუ გექნებათ.
ივლისი: ამ თვეში არაა გამორიცხული პრობლემები სამუშაოზე. ამის მიზეზი პროცესისადმი თქვენივე დამოკიდებულება გახდება. იმუშავეთ მეტი და ნაკლებად მიიქციეთ ყურადღება.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0