ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
გამოწერა
ლომი - აზარტული ფიგურა, რომელიც ვარდება უკიდურესობებში - მუშაობს ქანცგაწყვეტამდე, ერთობა თავაწყვეტით, უყვარს - გონდაკარგვამდე.
ლომი (Leo) - ცეცხლის სტიქიის ნიშანი, მფარველი პლანეტა - მზე. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე კოლორიტული და კაშკაშა ადამიანები არიან, რომელთაც მართავს ამბიციები, სიამაყე და პათოლოგიის ზღვარზე მყოფი თავმოყვარეობა. სხვებზე მეტად სწორედ ლომები ისწრაფვიან ძალაუფლების, აღიარების, სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლომებს უყვართ ყველაფერი ლამაზი, ძვირფასი, მდიდრული, მთავარი მათ ცხოვრებაში მაინც ლიდერობისკენ სწრაფვა და პატივმოყვარეობაა. ძლიერი და ძალაუფლებისმოყვარე ნიშნის სუსტი მხარეა პირფერობა, რომლის წინაშე ისინი უძლური ხდებიან.
ლომები მგზნებარე და გულუხვი ადამიანები არიან, ცხოვრობენ ხელგაშლილად და ამით თავიანთ სტატუსსა და განსაკუთრებულ მდგომარეობას უსვამენ ხაზს. ისინი იშვიათად ემსახურებიან სხვებს, ურჩევნიათ, თავად მიიღონ მომსახურება.
უამრავი მეგობრითა და თაყვანისმცემლით გარშემორტყმულნი ხშირად უშვებენ ახლოს ზედმეტ ადამიანებს და მათ მომსახურებას ერთგულებად აფასებენ, ხოლო უსიტყვო თანხმობას - სიყვარულად და სიმპათიად.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
ლომებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიდერობა, ამიტომ, თუ ხელმძღვანელ პოზიციას არ იკავებენ, ძალზე უბედურად მიიჩნევენ თავს. ლომები ცხოვრობენ შექებისთვის, წახალისებისა და მათი შეუდარებლობის აღიარებისთვის.

ლომები საოცარი ჰედონისტები არიან, ამასთან, ფუფუნების სიყვარული მათთვის მატერიალური და სოციალური სტატუსის დამადასტურებელს წარმოადგენს. ლომებისთვის მნიშვნელოვანია ბრენდის ძალა და იმის შეგრძნება, რომ საუკეთესო რამის მფლობელია.
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>
ლომები ეგოისტები არიან. პარტნიორის სიყვარულსაც კი ისინი საკუთარი თავისადმი სიყვარულის პრიზმაში ატარებენ - ერთი ნაწილისთვის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია უსიტყვო მორჩილება, მეორე ნაწილისთვის კი პარტნიორად საყოველთაო აღფრთოვანების ობიექტის არჩევა, რათა ამით კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი თავის უნიკალურობას.

ლომების მამოძრავებელი ძალაა ეგოიზმი და სწრაფვა აღიარებისა და დიდებისკენ. სწორედ ამბიციები და სოციალური მხარდაჭერა უბიძგებს მათ განვითარებისკენ, ხოლო მთავარი კრიტერიუმია შიში იმისა, რომ ნდობას ვერ გაამართლებენ.
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2019
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არის რა ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ქარიზმატული ნიშანი, აქვს თვითმყოფადი შემოქმედებითი საწყისი და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას საჭიროებს. თუ სამუშაოზე ან სიყვარულში საჭირო პასუხს ვერ პოულობენ, ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგავ ინტერესს.
ამასთან, იმდენად უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, რომ ქვეცნობიერად ერიდებიან იმ კომპანიაში ყოფნას, სადაც ვერ გაიბრწყინებენ. ყველაზე მეტად უყვართ, როდესაც რჩევისთვის მიმართავენ - მათი საყვარელი საქმიანობაა, იყვნენ ექსპერტი ნებისმიერ საკითხში ან ნდობით აღჭურვილი პირი.
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>
მამაკაცი-ლომი
ლომი მამაკაცური ნიშანია, რადგან ლიდერის თვისებებსა და ძალაუფლების ენერგიას მოიცავს. ამ ნიშნის მამაკაცი ტიპური ძლიერი, კაშკაშა დომინანტი, ალფა-ხვადია, მაჩო, რომელიც მზადაა, თავის რჩეულს მსოფლიოს მთელი საგანძური გაუშალოს წინ, ამასთან, იმ იმედით, რომ მისით აღფრთოვანებული დარჩებიან და მის უპირატესობას აღნიშნავენ.

მამაკაცი ლომი პათოლოგიურად ეჭვიანია. ის „ფაფარს აიშლის“ არა მარტო მაშინ, თუ მისმა რჩეულმა ქალმა სხვა მამაკაცის მიმართ ყურადღება გამოიჩინა, არამედ მაშინაც, თუ საყვარელი ქალის სოციალური საქციელი მის ცნებებში არ ჯდება.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ის იმ მამაკაცთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც კარნახობენ ქალს, რა ჩაიცვას, როგორ მოიქცეს და რომელ საათზე დაბრუნდეს სახლში. ამასთან, როდესაც ლომს ქალის გულის მოგება სურს, საოცრად გალანტურად იქცევა, არის უსაზღვროდ გულუხვი, მაგრამ არც ამ პერიოდში მალავს, რომ ეძებს მორჩილ ცოლს, დიასახლისს, რომელსაც პროფესიული ამბიციები არ გააჩნია.
ლომი მამაკაცი იდეალური ვარიანტი იმ ქალებისთვის, რომელთაც სახლში ჯდომა და დიასახლისობა უყვართ.

ლომი მამაკაცი იმდენად მესაკუთრეა, რომ ხანდახან თავზეხელაღებულადაც იქცევა საყვარელი ქალისთვის. ის არასდროს დაიტანჯება უხმოდ, არ ინანებს გაშვებულ შესაძლებლობებს - ის მუდამ აქტიურად მოქმედებს და ხან - აგრესიულადაც.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>
ლომი აზარტული ფიგურაა, რომელიც უძლურია გარეგნული სილამაზის წინაშე, ვარდება უკიდურესობაში - მუშაობს ქანცგაწყვეტამდე, ერთობა თავაწყვეტით, უყვარს - გონდაკარგვამდე.
ქალი-ლომი
ქალი ლომები ურთიერთსაწინააღმდეგო ნატურები არიან, მათში ძალა და სიამაყე რეზონანსულად ეხმიანება სენტიმენტალობასა და სიყვარულისა და აღფრთოვანების მოთხოვნას. ქალი ლომი თითქმის ფიზიკურ დონეზე საჭიროებს არა მხოლოდ ყურადღებას, არამედ მსხვერპლს სიყვარულში, პარტნიორის სურვილს, ჩაიკარგოს მის ინტერესებში.
სურვილი, რომ სიყვარულისგან თავი დაკარგოს, მათ პირად ურთიერთობებში ბევრ სირთულეს იწვევს. ამ ურთიერთობებში მამაკაცს ერთადერთი როლი ენიჭება - მან კვარცხლბეკზე უნდა აიყვანოს თავისი რჩეული დედოფალი. ხანდახან ქალი ლომის კაპრიზების შესრულება კარიკატურული ძალაუფლების ნიშნებს იძენს, რომელსაც ნებისმიერი ურთიერთობების დაღუპვა შეუძლია.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
ხანდახან ლომი თავად იტანჯება თავისი მანერიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩათვალოს საკუთარი მოსაზრება ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად - ბალანსის დაცვისთვის ხანდახან სისუსტის სიმულირება უხდება.

ქალი ლომის მეფური მანერები მრავალ მამაკაცს აჰიპნოზებს. ხშირად ისინი ძლიერი, ქარიზმატული ქალები არიან კაშკაშა სამოსში, რომლითაც მამაკაცები მოჯადოებული რჩებიან. როდესაც ვინმე უყვარდება, ის თავს კარგავს და საყვარელ მამაკაცს მთელ თავს უძღვნის.
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა">>
მუშაობაში ნამდვილი პროფესიონალები არიან; სხვებზე მეტად უყვართ ფულის ხარჯვა საყიდლებზე, სიამოვნების მიღება, გართობა, საკუთარი თავის მოვლა და საჩუქრები საყვარელი ადამიანისთვის. ასევე არიან არაჩვეულებრივი დიასახლისები, უყვართ საღამოების მოწყობა, სადაც ხაზს უსვამენ საკუთარ სტატუსს, ბრწყინავენ საღამოს დიასახლის როლში.
ლომის შეთავსება სხვა ნიშნებთან
ლომს ურთიერთობები ყველაზე კარგად ეწყობა ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან - ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან. საუკეთესო ურთიერთობები აქვს ტყუპთან - ორივე ძლიერი და დამოუკიდებელი ნიშანია, მათი კავშირი ყველაზე მტკიცე საყრდენს - ურთიერთინტერესებსა და ერთმანეთის შეგრძნების უნარს ეყრდნობა.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ასევე კარგი პერსპექტივა აქვს სასწორთან ურთიერთობას - დახვეწილი ესთეტი სასწორი და აშკარა ლიდერი ხშირად ორივესთვის ხელსაყრელ კავშირს ქმნიან. ასევე შესაძლებელია კავშირი აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათის მერწყულთან, თუ ეს უკანასკნელი მორჩილის როლს შეეგუება.
არცთუ წარმატებული იქნება ლომისა და მორიელის და საერთოდ წარმოუდგენელია ლომისა და კუროს კავშირი. ორივე ჯიუტია და არ უყვარს დათმობა.
ლომის ნიშნით დაიბადნენ:
ალექსანდრე მაკედონელი, გრიგორი რასპუტინი, ბილ კლინტონი, კოკო შანელი, ალფრედ ხიჩკოკი, ლუი არმსტრონგი, მიკ ჯაგერი, მადონა, სანდრა ბალოკი, რობერტ დე ნირო, პატრიკ სუეიზი, ჯენიფერ ლოპესი, ანტონიო ბანდერასი, ბარაკ ობამა, ოდრი ტოტუ, შარლიზ ტერონი, ბენ აფლეკი, ჰოლი ბერი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0