https://sputnik-georgia.com/20230525/rogor-moqmedebs-zodiaqos-nisani-tqvens-sasiyvarulo-urtiertobebze-278004133.html
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც ეკუთვნით, ბევრი პიკანტური ინფორმაციის მოწოდება შეუძლია თქვენს პირად ცხოვრებაზე. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T13:21+0400
2023-05-25T13:21+0400
2023-05-25T17:47+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23492/42/234924289_0:246:4928:3018_1920x0_80_0_0_8d68e6b31ccf93cb4fa4bb66c2fecf5c.jpg
თითოეულ ადამიანს სიყვარულის საკითხებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს. მაგრამ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნები აერთიანებს. ზოდიაქოს ნიშანს თქვენი და თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. გაიგეთ როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი კონკრეტული ნიშნის წარმომადგენელზე და როგორ აისახება ეს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. ვერძი ვერძი ჯიუტი და დამოუკიდებელია; ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. თავს ხანდახან უფლებას აძლევს, იყოს უხეში, ხისტი, უყურადღებო. მას სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც დაამშვიდებს მის ცეცხლოვან ნატურას, გააწონასწორებს ურთიერთობებს თავისი მშვიდი ხასიათით. ვერძი, როგორც წესი, თავის დასახულ ამოცანებს აღწევს, ამიტომ პარტნიორადაც ამბიციური პიროვნება სჭირდება. კურო კურო ხანდახან ხარივით ჯიუტია, ამასთან, საკმაოდ სერიოზული იერის მიღმა მგრძნობიარე და მზრუნველ ნატურას მალავს. პარტნიორის შერჩევისას ის უპირატესობას ანიჭებს შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებას. კუროს უყვარს ადამიანების განებივრება, მაგრამ ასევე სურს, რომ მასზეც იზრუნონ და მის მიმართ გრძნობები გამოამჟღავნონ. მას სიტყვების შერჩევა უჭირს, მაგრამ პარტნიორს ამ სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იოლად შეუძლია. ტყუპი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არასდროს იციან, რა უნდათ, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ერთ წუთს სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ, მეორე წუთში – თამაში და მხიარულება. ისინი ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, რაც ირგვლივ მყოფებში ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. სიყვარულში მათნაირი უზრუნველი, მხიარული და „ალაგ-ალაგ" არასერიოზული ადამიანი სჭირდებათ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე პარტნიორი მხოლოდ „დაამუხრუჭებთ". კირჩხიბი კირჩხიბი რთული, მგრძნობიარე და, ამავდროულად, მოსიყვარულე ნატურაა. მას, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლია ურთიერთობებში მთელი თავით გადაშვება. კირჩხიბებს არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. სიყვარულშიც ასეთივე სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ, ის, ვინც დაამშვიდებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვისაც ესმის და უყვარს მათი მგრძნობიარე ნატურა. ლომი ლომი ის ძალაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასიყვარულო საკითხში სერიოზული ურთიერთობები მოსწონთ, თუნდაც ფლირტი იზიდავდეთ. არიან მხიარული, ქარიზმატული, მომხიბლავი ადამიანები. ლომს სჭირდება ის, რომელიც ადვილად ეგუება ნიშნის კომუნიკაბელურობას და მას იღებს ისეთს, როგორიც არის. ქალწული ქალწულს ანალიტიკური ჭკუა აქვს და სხვადასხვა საგანზე ზედმეტად ფიქრობს. კეთილი სულის პატრონს მთელი თავით შეყვარება შეუძლია. თავის გულს ის უბრალოდ არავის აძლევს – ქალწული პარტნიორმა უნდა დაიპყროს თავისი ინტელექტით, მთელი ძალით მოხიბლოს. მომთხოვნია პარტნიორის მიმართ, რომელსაც ხვდება და ამის მიზეზიც არის – ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე განსაკუთრებული; ამასთან, თავს მარტოსულად არ მიიჩნევს. სასწორი სასწორები ბალანსისა და სტაბილურობისთვის ცხოვრობენ. არ არიან მათ რიცხვში, ვინც იწვევს ეჭვიანობის სცენებს. ეძებენ მას, ვისაც არ ეშინია იყოს ის, ვინც არის და თავისი სურვილების შესახვედრად მოძრაობს. არ უყვართ თამაშები, რადგან რეალობას ეძებენ. ხშირად გამოდიან მშვიდობისმყოფელის როლში. სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებაში რამე მღელვარებასა და შფოთვას არ მოიტანს. მორიელი მორიელი იდუმალებებითა და საიდუმლოებებით მოცული ნიშანია. მასში უამრავი გრძნობა და ემოცია დუღს, მაგრამ ამის გაზიარების სურვილი არა აქვს. არიან ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი და მაცდური ადამიანები. სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ აღიქვამს სერიოზულად, თავს კომფორტულად აგრძნობინებს, მისცემს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას; ასევე ვინც გაიგებს მათ ემოციებს და თავს დამნაშავედ არ აგრძნობინებს. მშვილდოსანი მშვილდოსნები შფოთავენ იმის გათვალისწინებით, რომ იციან თავიანთი ხასიათი – უყვართ ერთი ურთიერთობებიდან მეორეზე ხშირ-ხშირად გადასვლა. მათ დიდი გული აქვთ და ბუნებრივი სურვილი, სხვებზე იზრუნონ. ურთიერთობებში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ გახსნის ემოციურ დონეზე და მის ცხოვრებისეულ სვლას აუწყობს ფეხს. თხის რქა თხის რქა ძალზე ლოიალური და უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მოწყვეტს მას სამუშაო მაგიდიდან და გართობის სურვილს აღუძრავს. თხის რქა ინტროვერტია, ამიტომ გვერდით ესაჭიროება ადამიანი, რომელიც გაფანტავს მის სერიოზულობასა და გულდახურულობას იუმორითა და თავისუფლებით. თხის რქა უპირატესობას ანიჭებს სერიოზულ ურთიერთობებს. ხშირად ანებივრებს პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით. მერწყული მერწყულები წარმატებული არიან ინტელექტუალურ საქმიანობასა და იდუმალებით მოცულის სფეროში. საიდუმლოს ამოხსნა სურთ მათ სასიყვარულო საკითხებშიც. ახასიათებთ რამე უჩვეულოს, რთულის, სპონტანურის სურვილი. მერწყულებს ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც მათ რამე ზღვარზე, კიდეზე გააჩერებს. როგორც კი ეს ნიშანი მიხვდება, რა ხდება, პარტნიორი მას ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცლის და რამე სრულიად მოულოდნელს გააკეთებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ღრმა და მგზნებარე ურთიერთობები სწყურიათ, რომლებიც მათ ჩაფიქრების საფუძველს მისცემს. თევზები თევზები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიშანია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. ადვილია თევზების წყენინება. ეს მაშინ ხდება, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობენ პარტნიორთან. არიან არაპროგნოზირებადი და სიცოცხლის მოყვარულები. თევზებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ შინაგან ბობოქარ ნატურას გააწონასწორებს, სტაბილურს გახდის.
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
https://sputnik-georgia.com/20200123/zodiaqos-erTnairi-niSnebis-sasiyvarulo-SeTavsebadoba-247541397.html
https://sputnik-georgia.com/20220914/zodiaqo-siyvarulidan-sizulvilamde-270415477.html
https://sputnik-georgia.com/20220609/rodis-da-rogor-kargaven-siyvaruls-zodiaqos-nisnebi-267282524.html
https://sputnik-georgia.com/20210820/zodiaqos-xuTi-gulcivi-niSani-252629021.html
https://sputnik-georgia.com/20190625/rogor-utydebian-siyvarulSi-zodiaqos-niSnebi-245699475.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23492/42/234924289_288:0:4640:3264_1920x0_80_0_0_d164eec24ae3e590f8ca6a34ba8a9e2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
13:21 25.05.2023 (განახლებულია: 17:47 25.05.2023) ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც ეკუთვნით, ბევრი პიკანტური ინფორმაციის მოწოდება შეუძლია თქვენს პირად ცხოვრებაზე.
თითოეულ ადამიანს სიყვარულის საკითხებისადმი თავისებური დამოკიდებულება აქვს. მაგრამ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნები აერთიანებს. ზოდიაქოს ნიშანს თქვენი და თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
გაიგეთ როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი კონკრეტული ნიშნის წარმომადგენელზე და როგორ აისახება ეს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე.
ვერძი ჯიუტი და დამოუკიდებელია; ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. თავს ხანდახან უფლებას აძლევს, იყოს უხეში, ხისტი, უყურადღებო. მას სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც დაამშვიდებს მის ცეცხლოვან ნატურას, გააწონასწორებს ურთიერთობებს თავისი მშვიდი ხასიათით. ვერძი, როგორც წესი, თავის დასახულ ამოცანებს აღწევს, ამიტომ პარტნიორადაც ამბიციური პიროვნება სჭირდება.
კურო ხანდახან ხარივით ჯიუტია, ამასთან, საკმაოდ სერიოზული იერის მიღმა მგრძნობიარე და მზრუნველ ნატურას მალავს. პარტნიორის შერჩევისას ის უპირატესობას ანიჭებს შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებას. კუროს უყვარს ადამიანების განებივრება, მაგრამ ასევე სურს, რომ მასზეც იზრუნონ და მის მიმართ გრძნობები გამოამჟღავნონ. მას სიტყვების შერჩევა უჭირს, მაგრამ პარტნიორს ამ სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იოლად შეუძლია.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არასდროს იციან, რა უნდათ, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ერთ წუთს სერიოზული ურთიერთობები სჭირდებათ, მეორე წუთში – თამაში და მხიარულება. ისინი ხშირად იცვლიან მოსაზრებებს, რაც ირგვლივ მყოფებში ხშირად იმედგაცრუებას იწვევს. სიყვარულში მათნაირი უზრუნველი, მხიარული და „ალაგ-ალაგ" არასერიოზული ადამიანი სჭირდებათ. ენერგიული და სიცოცხლით სავსე პარტნიორი მხოლოდ „დაამუხრუჭებთ".
კირჩხიბი რთული, მგრძნობიარე და, ამავდროულად, მოსიყვარულე ნატურაა. მას, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლია ურთიერთობებში მთელი თავით გადაშვება. კირჩხიბებს არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. სიყვარულშიც ასეთივე სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ, ის, ვინც დაამშვიდებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვისაც ესმის და უყვარს მათი მგრძნობიარე ნატურა.
ლომი ის ძალაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სასიყვარულო საკითხში სერიოზული ურთიერთობები მოსწონთ, თუნდაც ფლირტი იზიდავდეთ. არიან მხიარული, ქარიზმატული, მომხიბლავი ადამიანები. ლომს სჭირდება ის, რომელიც ადვილად ეგუება ნიშნის კომუნიკაბელურობას და მას იღებს ისეთს, როგორიც არის.
14 სექტემბერი 2022, 14:33
ქალწულს ანალიტიკური ჭკუა აქვს და სხვადასხვა საგანზე ზედმეტად ფიქრობს. კეთილი სულის პატრონს მთელი თავით შეყვარება შეუძლია. თავის გულს ის უბრალოდ არავის აძლევს – ქალწული პარტნიორმა უნდა დაიპყროს თავისი ინტელექტით, მთელი ძალით მოხიბლოს. მომთხოვნია პარტნიორის მიმართ, რომელსაც ხვდება და ამის მიზეზიც არის – ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე განსაკუთრებული; ამასთან, თავს მარტოსულად არ მიიჩნევს.
სასწორები ბალანსისა და სტაბილურობისთვის ცხოვრობენ. არ არიან მათ რიცხვში, ვინც იწვევს ეჭვიანობის სცენებს. ეძებენ მას, ვისაც არ ეშინია იყოს ის, ვინც არის და თავისი სურვილების შესახვედრად მოძრაობს. არ უყვართ თამაშები, რადგან რეალობას ეძებენ. ხშირად გამოდიან მშვიდობისმყოფელის როლში. სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებაში რამე მღელვარებასა და შფოთვას არ მოიტანს.
მორიელი იდუმალებებითა და საიდუმლოებებით მოცული ნიშანია. მასში უამრავი გრძნობა და ემოცია დუღს, მაგრამ ამის გაზიარების სურვილი არა აქვს. არიან ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი და მაცდური ადამიანები. სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ აღიქვამს სერიოზულად, თავს კომფორტულად აგრძნობინებს, მისცემს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას; ასევე ვინც გაიგებს მათ ემოციებს და თავს დამნაშავედ არ აგრძნობინებს.
მშვილდოსნები შფოთავენ იმის გათვალისწინებით, რომ იციან თავიანთი ხასიათი – უყვართ ერთი ურთიერთობებიდან მეორეზე ხშირ-ხშირად გადასვლა. მათ დიდი გული აქვთ და ბუნებრივი სურვილი, სხვებზე იზრუნონ. ურთიერთობებში სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ გახსნის ემოციურ დონეზე და მის ცხოვრებისეულ სვლას აუწყობს ფეხს.
თხის რქა ძალზე ლოიალური და უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მოწყვეტს მას სამუშაო მაგიდიდან და გართობის სურვილს აღუძრავს. თხის რქა ინტროვერტია, ამიტომ გვერდით ესაჭიროება ადამიანი, რომელიც გაფანტავს მის სერიოზულობასა და გულდახურულობას იუმორითა და თავისუფლებით. თხის რქა უპირატესობას ანიჭებს სერიოზულ ურთიერთობებს. ხშირად ანებივრებს პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით.
მერწყულები წარმატებული არიან ინტელექტუალურ საქმიანობასა და იდუმალებით მოცულის სფეროში. საიდუმლოს ამოხსნა სურთ მათ სასიყვარულო საკითხებშიც. ახასიათებთ რამე უჩვეულოს, რთულის, სპონტანურის სურვილი. მერწყულებს ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც მათ რამე ზღვარზე, კიდეზე გააჩერებს. როგორც კი ეს ნიშანი მიხვდება, რა ხდება, პარტნიორი მას ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცლის და რამე სრულიად მოულოდნელს გააკეთებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ღრმა და მგზნებარე ურთიერთობები სწყურიათ, რომლებიც მათ ჩაფიქრების საფუძველს მისცემს.
თევზები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიშანია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების დამალვა. ადვილია თევზების წყენინება. ეს მაშინ ხდება, თუ თავს კომფორტულად არ გრძნობენ პარტნიორთან. არიან არაპროგნოზირებადი და სიცოცხლის მოყვარულები. თევზებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მათ შინაგან ბობოქარ ნატურას გააწონასწორებს, სტაბილურს გახდის.