https://sputnik-georgia.com/20220914/zodiaqo-siyvarulidan-sizulvilamde-270415477.html
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
Sputnik საქართველო
სიყვარული მძლავრი, მაგრამ ამავე დროს ძალზე მყიფე გრძნობაა. ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ერთმანეთს ოდესმე დაშორდნენ... 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T14:33+0400
2022-09-14T14:33+0400
2022-09-14T21:08+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244905_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_829d9f145beebc51590c3e587af54bf7.jpg
ასტროლოგები ამ საკითხს ზოდიაქოს ნიშნების დამახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე განიხილავენ. რამ შეიძლება აიძულოს ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი, რომ საყვარელ ადამიანზე უარი თქვას – გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.ვერძი: ამ ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლები არასდროს პატიობენ ღალატს. მათ პრაქტიკულად ყველაფრის მოთმენა შეუძლიათ, რადგან ღიად და უანგაროდ უყვართ. მათი სიყვარული საოცრად კაშკაშა და ნაზია. არასდროს მისცეთ მას არანაირი მინიშნება იმისა, რომ მისი მიტოვება შეგიძლიათ.კურო: კუროებს ძალიან უჭირთ იმასთან გამკლავება, რომ მათი მეორე ნახევარი არ იზიარებს მათ ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მიზნებს. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანს ესმოდეს მათი, არ განსაჯოს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ წავლენ.ტყუპი: ტყუპი შეწყვეტს სიყვარულს, თუ ერთობლივი ცხოვრება რუტინად გადაიქცევა. არასდროს, არანაირ ვითარებაში არ აიძულოთ ისინი, თქვენი მოწყენილობა აიტანონ. მუდამ უნდა გააკვირვოთ ტყუპები, სხვა შემთხვევაში ამ ყოველდღიურ მოწყენილობას არ გაპატიებენ.კირჩხიბი: კირჩხიბს პირველ რიგში პარტნიორში სიკეთის არარსებობა აფრთხობს. რა თქმა უნდა, იშვიათად ხდება ასე, მაგრამ ხანდახან ადამიანები გულგრილი და უგრძნობი, გაბოროტებული და ცივი ხდებიან. ასეთ ადამიანებს კირჩხიბები უკანმოუხედავად ტოვებენ.ლომი: ლომები უსაქმურებს ვერ იტანენ. ლომი - ქალიცა და კაციც - მაშინვე მიატოვებს იმას, რომელიც მოინდომებს მის კისერზე წამოსკუპებას და არა „მეორე ნახევრის" ფუნქციის, არამედ შვილის ფუნქციის შესრულებას. ამ ადამიანებს მოსწონთ თანაბარი ურთიერთობები, ინფანტილურობის გარეშე.ქალწული: ქალწული პარტნიორს პირველი დიდი ან პატარა ტყუილის მერე მიატოვებს, მაგრამ მხოლოდ ურთიერთობების დასაწყისში. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის გვერდით ყოფნა, ვისაც არ ენდობიან. არასდროს აიძულოთ ქალწული, რომ თქვენში ეჭვი შეეპაროს.სასწორი: სასწორები ვერ იტანენ, როდესაც საყვარელი ადამიანი მათ რამეში ზღუდავს. მათ უყვართ, როდესაც მაქსიმალურად თავისუფალი არიან. თუ მათი მეორე ნახევარი იზიარებს ამ პოზიციას, სიყვარული ძლიერი და ხანგრძლივი იქნება.მორიელი: მორიელის მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილია. ძალიან მოსიყვარულე არიან, აფასებენ მეორე ნახევრის სურვილს, რომ მუდამ ერთად იყვნენ. თუ ეს სურვილი არ არის პარტნიორის მხრიდან, მათ შეიძლება ისინი მიატოვონ.მშვილდოსანი: მშვილდოსნებს არ უყვართ, როდესაც თავისუფლებას არ აძლევენ. თუ მეორე ნახევარი ხელს არ უშლის მუშაობაში, გართობაში, როგორც მათ სურთ, მაშინ არასდროს მიატოვებენ პარტნიორს. ისინი საინტერესო ადამიანები არიან, რომელთა შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.თხის რქა: თხის რქას ჰაერივით ესაჭიროება, რომ იმუშაოს და კარიერულ კიბეზე წაიწიოს, ან ბიზნესს მიხედოს დღედაღამ. თუ არ ხართ მზად იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანისთვის პირველ ადგილზე სამუშაოა და არა თქვენ, მაშინ ჯობს მასთან ურთიერთობები არც დაიწყოთ. თუ ამის გამო თხის რქას უსაყვედურებთ, მას აღარ ეყვარებით.მერწყული: მერწყულს აღარ ეყვარება ის, ვინც მის მიმართ ემოციურად ცივი იქნება. ამ ადამიანებს საოცარი თვისება აქვთ – ყველაფრის პატიება შეუძლიათ, ღალატისაც კი. დააფასეთ მისი სიყვარული და თქვენზე დამოკიდებულება.თევზები: თევზებისთვის მთავარია, რომ პარტნიორთან არ მოიწყინონ. მათ ასევე უყვართ რომანტიკა. თუ გინდათ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი არ დაგშორდეთ, ეს ორი პირობა უნდა შეასრულოთ. ამ ადამიანების დადებითი თვისება ისაა, რომ მათი განწყობის მოპოვება ყოველთვის შეგიძლიათ.
https://sputnik-georgia.com/20210812/zodiaqos-niSnebi-urTierTobebSi-252558676.html
https://sputnik-georgia.com/20181109/ra-gaSinebT-yvelaze-metad-urTierTobebSi-zodiacos-niSnis-mixedviT-242849127.html
https://sputnik-georgia.com/20220609/rodis-da-rogor-kargaven-siyvaruls-zodiaqos-nisnebi-267282524.html
https://sputnik-georgia.com/20181106/zodiaqos-yvelaze-gulcivi-xuTi-niSani-siyvaruls-ver-gamoxataven-242809825.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244905_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_2c7a75f2f644ee60c94c6e6778aafdbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
14:33 14.09.2022 (განახლებულია: 21:08 14.09.2022) სიყვარული მძლავრი, მაგრამ ამავე დროს ძალზე მყიფე გრძნობაა. ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ერთმანეთს ოდესმე დაშორდნენ. მაგრამ არაფერია გამორიცხული – სიყვარული შეიძლება გაქრეს და მისი ადგილი სიძულვილმა დაიკავოს.
ასტროლოგები ამ საკითხს ზოდიაქოს ნიშნების დამახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე განიხილავენ. რამ შეიძლება აიძულოს ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი, რომ საყვარელ ადამიანზე უარი თქვას – გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.
ვერძი: ამ ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლები არასდროს პატიობენ ღალატს. მათ პრაქტიკულად ყველაფრის მოთმენა შეუძლიათ, რადგან ღიად და უანგაროდ უყვართ. მათი სიყვარული საოცრად კაშკაშა და ნაზია. არასდროს მისცეთ მას არანაირი მინიშნება იმისა, რომ მისი მიტოვება შეგიძლიათ.
კურო: კუროებს ძალიან უჭირთ იმასთან გამკლავება, რომ მათი მეორე ნახევარი არ იზიარებს მათ ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მიზნებს. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანს ესმოდეს მათი, არ განსაჯოს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ წავლენ.
ტყუპი: ტყუპი შეწყვეტს სიყვარულს, თუ ერთობლივი ცხოვრება რუტინად გადაიქცევა. არასდროს, არანაირ ვითარებაში არ აიძულოთ ისინი, თქვენი მოწყენილობა აიტანონ. მუდამ უნდა გააკვირვოთ ტყუპები, სხვა შემთხვევაში ამ ყოველდღიურ მოწყენილობას არ გაპატიებენ.
კირჩხიბი: კირჩხიბს პირველ რიგში პარტნიორში სიკეთის არარსებობა აფრთხობს. რა თქმა უნდა, იშვიათად ხდება ასე, მაგრამ ხანდახან ადამიანები გულგრილი და უგრძნობი, გაბოროტებული და ცივი ხდებიან. ასეთ ადამიანებს კირჩხიბები უკანმოუხედავად ტოვებენ.
ლომი: ლომები უსაქმურებს ვერ იტანენ. ლომი - ქალიცა და კაციც - მაშინვე მიატოვებს იმას, რომელიც მოინდომებს მის კისერზე წამოსკუპებას და არა „მეორე ნახევრის" ფუნქციის, არამედ შვილის ფუნქციის შესრულებას. ამ ადამიანებს მოსწონთ თანაბარი ურთიერთობები, ინფანტილურობის გარეშე.
ქალწული: ქალწული პარტნიორს პირველი დიდი ან პატარა ტყუილის მერე მიატოვებს, მაგრამ მხოლოდ ურთიერთობების დასაწყისში. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის გვერდით ყოფნა, ვისაც არ ენდობიან. არასდროს აიძულოთ ქალწული, რომ თქვენში ეჭვი შეეპაროს.
სასწორი: სასწორები ვერ იტანენ, როდესაც საყვარელი ადამიანი მათ რამეში ზღუდავს. მათ უყვართ, როდესაც მაქსიმალურად თავისუფალი არიან. თუ მათი მეორე ნახევარი იზიარებს ამ პოზიციას, სიყვარული ძლიერი და ხანგრძლივი იქნება.
მორიელი: მორიელის მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილია. ძალიან მოსიყვარულე არიან, აფასებენ მეორე ნახევრის სურვილს, რომ მუდამ ერთად იყვნენ. თუ ეს სურვილი არ არის პარტნიორის მხრიდან, მათ შეიძლება ისინი მიატოვონ.
მშვილდოსანი: მშვილდოსნებს არ უყვართ, როდესაც თავისუფლებას არ აძლევენ. თუ მეორე ნახევარი ხელს არ უშლის მუშაობაში, გართობაში, როგორც მათ სურთ, მაშინ არასდროს მიატოვებენ პარტნიორს. ისინი საინტერესო ადამიანები არიან, რომელთა შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
თხის რქა: თხის რქას ჰაერივით ესაჭიროება, რომ იმუშაოს და კარიერულ კიბეზე წაიწიოს, ან ბიზნესს მიხედოს დღედაღამ. თუ არ ხართ მზად იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანისთვის პირველ ადგილზე სამუშაოა და არა თქვენ, მაშინ ჯობს მასთან ურთიერთობები არც დაიწყოთ. თუ ამის გამო თხის რქას უსაყვედურებთ, მას აღარ ეყვარებით.
მერწყული: მერწყულს აღარ ეყვარება ის, ვინც მის მიმართ ემოციურად ცივი იქნება. ამ ადამიანებს საოცარი თვისება აქვთ – ყველაფრის პატიება შეუძლიათ, ღალატისაც კი. დააფასეთ მისი სიყვარული და თქვენზე დამოკიდებულება.
თევზები: თევზებისთვის მთავარია, რომ პარტნიორთან არ მოიწყინონ. მათ ასევე უყვართ რომანტიკა. თუ გინდათ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი არ დაგშორდეთ, ეს ორი პირობა უნდა შეასრულოთ. ამ ადამიანების დადებითი თვისება ისაა, რომ მათი განწყობის მოპოვება ყოველთვის შეგიძლიათ.