https://sputnik-georgia.com/20210812/zodiaqos-niSnebi-urTierTobebSi-252558676.html
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
Sputnik საქართველო
ყველა ადამიანი განსხვავებულია პარტნიორთან ურთიერთობებში, მაგრამ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი განსაკუთრებული საერთო მახასიათებლებიც... 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T00:30+0400
2021-08-12T00:30+0400
2021-08-12T10:30+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23355/16/233551668_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_785c455d7b653b8902e26691b8206615.jpg
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს – როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში, ვის რა სჭირდება პირველ რიგში და რა არის გასათვალისწინებელი, თუ მათთან სერიოულ და ხანგრძლივ თანაცხოვრებას აპირებთ.ვერძივერძთან ურთიერთობაში თავს დედამიწაზე საუკეთესო ადამიანად იგრძნობთ. ის მიჩვეულია, რომ პარტნიორიში მხოლოდ კარგი დაინახოს და მას ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი. ვერძი ძალზე მოსიყვარულე და გულუხვი პარტნიორია. მაგრამ მზად იყავით, რადგან ის, ამავდროულად, მესაკუთრე და ეჭვიანია. ვერძი ურთიერთობებში ლიდერობასაა ჩვეული. თუ თქვენც ლიდერი ხართ, მაშინ მოემზადეთ ხშირი კამათისა და უსიამოვნებისთვის.კუროკუროს სტაბილურობა უყვარს. ეს ნიშანი, ჩვეულებრივ, მშვიდი და თავშეკავებულია, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა აევსო, საშინელი მრისხანების ჩვენებაც შეუძლია. კურო ძალზე ჯიუტია, რომელსაც ვერაფერში გადაარწმუნებ. მას უყვარს თავისი კომფორტი, ამიტომ ბედნიერი იქნება, თუ პარტნიორი მის ჩვევებს დაუჭერს მხარს.ტყუპიტყუპი, პირველ რიგში, მეგობარი და თანამოსაუბრეა ურთიერთობებში. მას მეგობრულად უყვარდება. გარეგნობაც მისთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადამიანთან ინტელექტუალური სიახლოვე. თუ ტყუპთან გაქვთ სალაპარაკო თემები, ის მთელ დროს თქვენთან გაატარებს. ეს ნიშანი მუდმივად ინფორმაციაზეა „დამშეული“. გაგიკვირდებათ კიდეც, იმდენი მეგობარი ჰყავს.კირჩხიბიკირჩხიბი ძალზე მზრუნველია. შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი, თუ თავისი ყურადღებით თავს არ შეგაწყენთ, იცოდეთ, რომ მაინც სულ მუდამ თქვენზე ფიქრობს. ეს ნიშანი მთლიანად იძირება ურთიერთობებში. უყვარს საუბარი, რომანტიკული საღამოები და ემოციური „შეტოკებები“. თუ მშვიდი და ბევრად თავისუფალი ურთიერთობები გსურთ, მგრძნობიარე კირჩხიბი ნამდვილად არ შეგეფერებათ.ლომილომი – ეს სითბო, სინათლე და მზრუნველობაა. უთხარით მას სასიამოვნო სიტყვები და ის „გალღვება“. ლომი მზრუნველი, კეთილი, გულუხვი, მხიარულია ურთიერთობებში. მაგრამ მან უნდა იგრძნოს, რომ დაფასებულია. ლომთან ერთად ცხოვრება – ეს სრული ზეიმია. მას არ უყვარს რუტინა და ვალდებულებები, მაგრამ, ამასთან, მუდამ მზად არის, ლამაზად შეიმოსოს და თქვენთან ერთად საზოგადოებაში წარმოჩინდეს.ქალწულიქალწული ურთიერთობების დასაწყისში ძალზე რომანტიკულია, შემდეგ – მშვიდი. მას არ ეშინია რუტინის. ქალწულთან თანაცხოვრება კომფორტულია, თუმცა, პარტნიორის მიმართ ძალზე მომთხოვნია. ის ერთგულია, პარტნიორის გულისთვის მზადაა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადალახოს. არის კრიტიკული, მაგრამ ეს მხოლოდ მისი უნარია, რომ ყველაფერში ნაკლი და ხარვეზი შენიშნოს.სასწორისასწორი ურთიერთობებში ზრუნვასა და დახმარებას საჭიროებს. მასთან ურთიერთობები თანაბარ პირობებში იგება. მას არ უყვარს, რომ იყოს მთავარი ან დაქვემდებარებული. არჩევნის გაკეთებაში ჭოჭმანი და ზედმეტი ეჭვები არ იძლევა საფუძველს, რომ ის ძალიან რბილ ადამიანად ჩავთვალოთ. ურთიერთობებში ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეუხამონ სინაზეცა და მეგობრობაც. საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგგნობასა და სილამაზეს თავიანთ გარშემო.მორიელიმორიელი ძალზე ძალაუფლებისმოყვარე და ეჭვიანი პარტნიორია, ბუნებით მესაკუთრეა. ის თავის პარტნიორს რაღაც უხილავ დონეზე გრძნობს. თავად მორიელს პარტნიორთან უამრავი საიდუმლო და უთქმელი რამ აქვს. ის ურთიერთობებში ლიდერია, ამიტომ თუ თქვენც ძლიერი პიროვნება ხართ, მასთან ჯერ ბევრი კამათის გადატანა მოგიწევთ.მშვილდოსანიმშვილდოსანი ურთიერთობებში – ეს პირველ რიგში, კარგი მეგობარია, დამცველი და თანამოაზრე. ის ძალზე საინტერესო პიროვნებაა, სიცოცხლის მოყვარული, კეთილმოსურნე. ურთიერთობები მასთან ადვილია, ძალიან ბევრს არ ითხოვს. თუმცა, კამათისას შეუძლია ზედმეტიც თქვას, მაგრამ, მთლიანობაში, ძალზე კეთილი და მოსიყვარულე პარტნიორია. მშვილდოსანთან ურთიერთობა მუდამ საინტერესოა და იოლი.თხის რქათხის რქა თავისი ამბიციებით ცხოვრობს. ის, პირველ რიგში, ძალზე მომთხოვნი ადამიანია და ყველაზე დიდ მოთხოვნებს ის სწორედ საკუთარ თავს უყენებს. თხის რქასთან ურთიერთობა ყველაზე იოლი მასავით მიზანსწრაფული ადამიანისთვის იქნება. ეს იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, მხოლოდ ურთიერთობებს მიუძღვნას თავი. ის ურთიერთობებში ძალიან გულდახურულია. ყველაფერი იმის გამო, რომ, სინამდვილეში, შინაგანად ძალიან მგრძნობიარეა.მერწყულიმერწყულს ურთიერთობებში იზიდავს თანასწორობა, ურთიერთგაგება და თავისუფლება – რომ დარჩეს ის, ვინც არის. თუ მასთან ბევრი რამ გაქვთ საერთო და მათ შორის, საერთო მეგობრებიც გყავთ, ურთიერთობები სამოთხედ მოგეჩვენებათ. მერწყულთან ურთიერთობები ასევე იღბლიანი აღმოჩნდება, თუ თავადაც საინტერესო პიროვნება ბრძანდებით ასევე საინტერესო ცხოვრებით. მერწყული აფასებს პარტნიორის თავისუფლებას და ამასვე ელოდება მისგან.თევზებითევზები ძალზე მგრძნობიარე, გამგები და რომანტიკული ნატურა არიან. მაგრამ მათთან სიფრთხილეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავში ჩაიკეტებიან. მათ სჭირდება გაგება, არ ღირს მათი გაკრიტიკება, ასევე მათი მეოცნებე ნატურის დაცინვა. თევზები სიყვარულში არ არიან ზედმეტად მომთხოვნი. ისინი პარტნიორს იღებენ ისეთს, როგორიც ისინი არიან.
https://sputnik-georgia.com/20210706/zodiaqo-vis-rogor-umarTlebs-siyvarulSi-252217722.html
https://sputnik-georgia.com/20210722/zodiaqos-niSnebis-idealuri-wyvilebi-252377549.html
https://sputnik-georgia.com/20210715/zodiaqo-SeuTavsebeli-da-amave-dros-mimzidveli-wyvilebi-252308779.html
https://sputnik-georgia.com/20210713/bednierebis-saidumlo-zodiaqos-niSnebisTvis-252295126.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23355/16/233551668_75:0:1408:1000_1920x0_80_0_0_409e068f93de8177cb6348f1e458cdda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
00:30 12.08.2021 (განახლებულია: 10:30 12.08.2021) ყველა ადამიანი განსხვავებულია პარტნიორთან ურთიერთობებში, მაგრამ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი განსაკუთრებული საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ.
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს – როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში, ვის რა სჭირდება პირველ რიგში და რა არის გასათვალისწინებელი, თუ მათთან სერიოულ და ხანგრძლივ თანაცხოვრებას აპირებთ.
ვერძთან ურთიერთობაში თავს დედამიწაზე საუკეთესო ადამიანად იგრძნობთ. ის მიჩვეულია, რომ პარტნიორიში მხოლოდ კარგი დაინახოს და მას ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი. ვერძი ძალზე მოსიყვარულე და გულუხვი პარტნიორია. მაგრამ მზად იყავით, რადგან ის, ამავდროულად, მესაკუთრე და ეჭვიანია. ვერძი ურთიერთობებში ლიდერობასაა ჩვეული. თუ თქვენც ლიდერი ხართ, მაშინ მოემზადეთ ხშირი კამათისა და უსიამოვნებისთვის.
კუროს სტაბილურობა უყვარს. ეს ნიშანი, ჩვეულებრივ, მშვიდი და თავშეკავებულია, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა აევსო, საშინელი მრისხანების ჩვენებაც შეუძლია. კურო ძალზე ჯიუტია, რომელსაც ვერაფერში გადაარწმუნებ. მას უყვარს თავისი კომფორტი, ამიტომ ბედნიერი იქნება, თუ პარტნიორი მის ჩვევებს დაუჭერს მხარს.
ტყუპი, პირველ რიგში, მეგობარი და თანამოსაუბრეა ურთიერთობებში. მას მეგობრულად უყვარდება. გარეგნობაც მისთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადამიანთან ინტელექტუალური სიახლოვე. თუ ტყუპთან გაქვთ სალაპარაკო თემები, ის მთელ დროს თქვენთან გაატარებს. ეს ნიშანი მუდმივად ინფორმაციაზეა „დამშეული“. გაგიკვირდებათ კიდეც, იმდენი მეგობარი ჰყავს.
კირჩხიბი ძალზე მზრუნველია. შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი, თუ თავისი ყურადღებით თავს არ შეგაწყენთ, იცოდეთ, რომ მაინც სულ მუდამ თქვენზე ფიქრობს. ეს ნიშანი მთლიანად იძირება ურთიერთობებში. უყვარს საუბარი, რომანტიკული საღამოები და ემოციური „შეტოკებები“. თუ მშვიდი და ბევრად თავისუფალი ურთიერთობები გსურთ, მგრძნობიარე კირჩხიბი ნამდვილად არ შეგეფერებათ.
ლომი – ეს სითბო, სინათლე და მზრუნველობაა. უთხარით მას სასიამოვნო სიტყვები და ის „გალღვება“. ლომი მზრუნველი, კეთილი, გულუხვი, მხიარულია ურთიერთობებში. მაგრამ მან უნდა იგრძნოს, რომ დაფასებულია. ლომთან ერთად ცხოვრება – ეს სრული ზეიმია. მას არ უყვარს რუტინა და ვალდებულებები, მაგრამ, ამასთან, მუდამ მზად არის, ლამაზად შეიმოსოს და თქვენთან ერთად საზოგადოებაში წარმოჩინდეს.
ქალწული ურთიერთობების დასაწყისში ძალზე რომანტიკულია, შემდეგ – მშვიდი. მას არ ეშინია რუტინის. ქალწულთან თანაცხოვრება კომფორტულია, თუმცა, პარტნიორის მიმართ ძალზე მომთხოვნია. ის ერთგულია, პარტნიორის გულისთვის მზადაა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადალახოს. არის კრიტიკული, მაგრამ ეს მხოლოდ მისი უნარია, რომ ყველაფერში ნაკლი და ხარვეზი შენიშნოს.
სასწორი ურთიერთობებში ზრუნვასა და დახმარებას საჭიროებს. მასთან ურთიერთობები თანაბარ პირობებში იგება. მას არ უყვარს, რომ იყოს მთავარი ან დაქვემდებარებული. არჩევნის გაკეთებაში ჭოჭმანი და ზედმეტი ეჭვები არ იძლევა საფუძველს, რომ ის ძალიან რბილ ადამიანად ჩავთვალოთ. ურთიერთობებში ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეუხამონ სინაზეცა და მეგობრობაც. საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგგნობასა და სილამაზეს თავიანთ გარშემო.
მორიელი ძალზე ძალაუფლებისმოყვარე და ეჭვიანი პარტნიორია, ბუნებით მესაკუთრეა. ის თავის პარტნიორს რაღაც უხილავ დონეზე გრძნობს. თავად მორიელს პარტნიორთან უამრავი საიდუმლო და უთქმელი რამ აქვს. ის ურთიერთობებში ლიდერია, ამიტომ თუ თქვენც ძლიერი პიროვნება ხართ, მასთან ჯერ ბევრი კამათის გადატანა მოგიწევთ.
მშვილდოსანი ურთიერთობებში – ეს პირველ რიგში, კარგი მეგობარია, დამცველი და თანამოაზრე. ის ძალზე საინტერესო პიროვნებაა, სიცოცხლის მოყვარული, კეთილმოსურნე. ურთიერთობები მასთან ადვილია, ძალიან ბევრს არ ითხოვს. თუმცა, კამათისას შეუძლია ზედმეტიც თქვას, მაგრამ, მთლიანობაში, ძალზე კეთილი და მოსიყვარულე პარტნიორია. მშვილდოსანთან ურთიერთობა მუდამ საინტერესოა და იოლი.
თხის რქა თავისი ამბიციებით ცხოვრობს. ის, პირველ რიგში, ძალზე მომთხოვნი ადამიანია და ყველაზე დიდ მოთხოვნებს ის სწორედ საკუთარ თავს უყენებს. თხის რქასთან ურთიერთობა ყველაზე იოლი მასავით მიზანსწრაფული ადამიანისთვის იქნება. ეს იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, მხოლოდ ურთიერთობებს მიუძღვნას თავი. ის ურთიერთობებში ძალიან გულდახურულია. ყველაფერი იმის გამო, რომ, სინამდვილეში, შინაგანად ძალიან მგრძნობიარეა.
მერწყულს ურთიერთობებში იზიდავს თანასწორობა, ურთიერთგაგება და თავისუფლება – რომ დარჩეს ის, ვინც არის. თუ მასთან ბევრი რამ გაქვთ საერთო და მათ შორის, საერთო მეგობრებიც გყავთ, ურთიერთობები სამოთხედ მოგეჩვენებათ. მერწყულთან ურთიერთობები ასევე იღბლიანი აღმოჩნდება, თუ თავადაც საინტერესო პიროვნება ბრძანდებით ასევე საინტერესო ცხოვრებით. მერწყული აფასებს პარტნიორის თავისუფლებას და ამასვე ელოდება მისგან.
თევზები ძალზე მგრძნობიარე, გამგები და რომანტიკული ნატურა არიან. მაგრამ მათთან სიფრთხილეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავში ჩაიკეტებიან. მათ სჭირდება გაგება, არ ღირს მათი გაკრიტიკება, ასევე მათი მეოცნებე ნატურის დაცინვა. თევზები სიყვარულში არ არიან ზედმეტად მომთხოვნი. ისინი პარტნიორს იღებენ ისეთს, როგორიც ისინი არიან.