როდესაც ადამიანები თავიანთ სიყვარულს პოულობენ, თავდაპირველად ერთმანეთს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. ხანდახან წყვილები ადვილად ურიგდებიან, ეგუებიან ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება და ისინი შორდებიან ერთმანეთს. ზოდიაქოს ნიშნის კუთვნილება ხშირად ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირად ცხოვრებაში. სწორედ შეთავსებადობის წყალობით ადამიანებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება ერთად გაატარონ. თუ შეყვარებული ხართ და გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა საყვარელ ადამიანთან მომავალი, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვერძი - ვერძი
ცეცხლოვანი ნიშნების წარმომადგენლებს ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ამ ადამიანების კავშირი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი დათმობას ისწავლის. ვერძებს, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, შეუძლიათ, იყვნენ ყურადღებიანი და შემწყნარებლური თავიანთი ახლობლების მიმართ. აქედან გამომდინარე, ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ცხოვრების გზის ერთად გავლა. რა თქმა უნდა, სკანდალები იქნება, ამას თავს ვერ აარიდებენ, მაგრამ თუ არ დაწვრილმანდებიან და არ იქნებიან ძალიან კრიტიკულები საყვარელი ადამიანის მიმართ, ჩხუბიც ნაკლები იქნება.
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
კურო - კურო
მიწის ნიშნების განმასხვავებელი თვისებაა სტაბილურობა. მათ არ უყვართ კონფლიქტები და ყოველთვის ცდილობენ, ურთიერთობებში ჰარმონია შეინარჩუნონ. ასეთი წყვილი შეთავსებადია, მათი კავშირი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური არ არის. კუროს მთავარი ნაკლი ზედმეტი ეკონომიურობაა. მას არ უყვარს ფულის ფუჭად დახარჯვა და საყიდლებს დეტალურად გეგმავს. ერთადერთი, რასაც ამ წყვილის დაშორება შეუძლია, ეს ფულის გამო ჩხუბია. თუ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობები ხანგრძლივი იყოს, სანამ რამეს იყიდით, განიხილეთ ეს თქვენს პარტნიორთან.
ტყუპი - ტყუპი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მუდამ ახასიათებთ თავგადასავლების ძიება, განსაკუთრებით კი - სასიყვარულო. ჩვეულებრივ, ტყუპს არ უყვარს მხოლოდ ერთი პარტნიორისთვის ყურადღების დათმობა და უარს არ ამბობს სხვასთან არშიყზე. ძალიან ხშირად ეს ხდება ღალატის მიზეზი. ტყუპის შემთხვევაში ეს ხშირად ორმხრივია. ამ ადამიანების დიდი ხნით კავშირს შანსი თითქმის არ გააჩნია. უფრო შესაძლებელია, რომ ისინი კარგი მეგობრები გახდნენ, ვიდრე - წყვილი.
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი>>
კირჩხიბი - კირჩხიბი
ეს ნიშანი ემოციურობით გამოირჩევა და ეს ადრეული ასაკიდან ვლინდება. უყურადღებობის გამო ხშირად დეპრესიულ მდგომარეობაში არიან, თუმცა, თვითონ არცთუ ყურადღებიანი არიან სხვების მიმართ. რა თქმა უნდა, ორ კირჩხიბს შეუძლია, კარგად შეეწყოს ერთმანეთს. მათ ურთიერთობებში ყოველთვის იქნება ურთიერთგაგება, მაგრამ მოუწევთ ერთმანეთის გრძნობების პატივისცემა. კირჩხიბის წყენინება ძალზე ადვილია, უმნიშვნელო კრიტიკაც კი ძალიან მოქმედებს მათ თავმოყვარეობაზე, ამიტომ თუ ამ ადამიანებისთვის ურთიერთობა ძალზე ძვირფასია, საჭიროა, პარტნიორის მიმართ იყვნენ ალერსიანი, ყურადღებიანი, უნდა ინტერესდებოდნენ მეორე ნახევრის განცდებითა და პრობლემებით.
ლომი - ლომი
ლომები ბავშვობიდან ხედავენ თავს ლიდერებად. ისინი განსხვავდებიან ცეცხლოვანი სხვა ნიშნებისგან თავიანთი დაჟინებულობით, ზედმეტი თავმოყვარეობითა და გარშემომყოფების მხრიდან ყურადღების მოთხოვნილებით. წყვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ერთმანეთს არ დათრგუნავენ. შესაძლოა, თითოეულმა მოინდომოს ლიდერობა, რის გამოც სკანდალებია მოსალოდნელი. თუ შეძლებენ თავიანთი მგზნებარების მოთოკვას და შეწყვეტენ ერთმანეთის კონკურენტობას, შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობები. თუ ასე არ მოიქცევიან, შეყვარებულების ნაცვლად მეტოქეები და მტრები გახდებიან.
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>
ქალწული - ქალწული
თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გათავისუფლდებიან თავიანთი ნაკლოვანებებისა და პერფექციონიზმისგან, მათი კავშირი დიდხანს შეძლებს არსებობას. მთავარი ამ წყვილში ისაა, რომ მათ წვრილმანებს არ უნდა მიაქციონ ყურადღება. საჭიროა გაგება იმისა, რომ ადამიანი არ შეიძლება სრულად შეესატყვისებოდეს მეორე ადამიანის იდეალს, საჭიროა ადამიანების რეალურად აღქმა, თუნდაც მათ ნაკლოვანებები ჰქონდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ქალწულებს ბევრი საერთო აქვთ. ისინი აფასებენ სილამაზეს, უზადობას გარშემო, აღფრთოვანებული არიან ერთი და იმავე ნივთებით. სწორედ გემოვნებისა და ხასიათების მსგავსების გამო ისინი შეთავსებადი არიან.
სასწორი - სასწორი
სასწორები პირველივე შეხვედრის დროს გრძნობენ კომფორტს. ისინი აფასებენ სტაბილურობას, წონასწორობას ყველაფერში, ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება. სასწორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი პარტნიორი არა მხოლოდ გულწრფელი და მგზნებარე იყოს, არამედ - კარგი მეგობარიც. ისინი ცდილობენ, სკანდალებს აარიდონ თავი, უთანხმოებები კი მათ შორის ძალზე იშვიათად ხდება. თუ დაუპირისპირდნენ კიდეც ერთმანეთს, მათ შორის გამარჯვებული არც ერთი არაა. ასეთი კავშირი შეიძლება არა მხოლოდ წარმატებული, არამედ მარადიულიც იყოს.
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ>>
მორიელი - მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშანს ემოციურობა და შეუპოვრობა გამოარჩევს. მათ შიგნით მუდამ ნაპერწკალი ელვარებს, სავსენი არიან ვნებითა და მგზნებარებით, ამიტომ კარგი საყვარლები შეიძლება გახდნენ. მაგრამ საკითხი ისაა, თუ რამდენად შეძლებენ ოჯახის შექმნას და თანაცხოვრებას. პასუხი აუცილებლად დადებითია. მათ წყვილში მუდამ იქნება გულგახსნილობა, აღიარებები, სინაზე. სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნისას მათ შეიძლება იჩხუბონ, მოაწყონ ისტერიკა, ერთმანეთს განშორებით დაემუქრონ, მაგრამ მარტო ყოფნისას სულ სხვაგვარად იქცევიან. მორიელები ერთმანეთს მუდამ გაუგებენ და მხარს დაუჭერენ. დროთა განმავლობაში ასეთი წყვილი ნამდვილი ტანდემი ხდება და მათი გრძნობები კიდევ უფრო ძლიერდება.
მშვილდოსანი - მშვილდოსანი
მშვილდოსნები თავიანთი მიზანსწრაფულობით გამოირჩევიან. მათ სურთ, რომ ყველაზე საუკეთესონი იყვნენ, ამიტომ ახლობლებშიც კი კონკურენტებს ხედავენ. მეგობრული ურთიერთობებიც კი ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის იშვიათად ყალიბდება. როდესაც უყვარდებათ, გრძნობები მათ თვისებებს მთლიანად თრგუნავს, ისინი დუნდებიან და მთლიანად საყვარელ ადამიანში „იხსნებიან", ავიწყდებათ საქმეები. თუ დროთა განმავლობაში შეატყვეს, რომ მათი საყვარელი ადამიანი რაღაცით მათზე უკეთესია, რისხვის გრძნობა ეუფლებათ და საყვარელ ადამიანში უკვე კონკურენტს ხედავენ. მუდმივი ბრძოლა ხშირ შემთხვევებში განშორებით მთავრდება.
თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
თხის რქა - თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, საერთო ინტერესები აქვთ. ამის გამო მათ შორის თბილი ურთიერთობები ყალიბდება, რომელშიც ყოველთვის არის მრავალფეროვნება. შეუძლიათ, ერთად "იგიჟონ", ან მთელი დღე ფილმების ყურებაში გაატარონ. თხის რქები ერთად კომფორტულად გრძნობენ თავს, შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა ნებისმიერ ვითარებაში, თუნდაც ერთ-ერთი მართალი არ იყოს. მთავარია, მხიარულად გრძნობდნენ თავს - ასეთ შემთხვევაში ეს თანაცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.
მერწყული - მერწყული
თუ ორ მერწყულს დამეგობრება სურს, ეს უპრობლემოდ მოხდება. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან იშვიათად ყალიბდება მათ შორის. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი, ხოლო წყვილში ამ გრძნობის დათრგუნვა უწევთ, რადგან ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა ვალდებულება იჩენს ხოლმე თავს. ასეთ შემთხვევაში მერწყულებს საშინელი დისკომფორტი ექმნებათ. ამ ადამიანებისთვის აუცილებელია, იყვნენ იმათთან, ვინც მოითმენს მათ გარკვეულ გულგრილობას და მათ თვისებებს შეეგუება. სამწუხაროდ, ეს ნიშანი მოთმინებითა და გაგებით არ გამოირჩევა. დრო რომ ფუჭად არ დაკარგონ, სჯობს, თავიანთი შესაფერისი ადამიანი სხვა ნიშნებს შორის იპოვონ.
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>
თევზები - თევზები
წყლის ნიშნების შეთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ისინი ერთმანეთს უგებენ. თევზების შემთხვევაში ეს რთულია. ეს ნიშანი წყალივითაა. ერთი შეხედვით მშვიდი მოჩანან. ძნელი მისახვედრია, რა ხდება მათ შიგნით - ხშირად აუხსნელი რამეები. ხშირად ეცვლებათ განწყობა, იშვიათად ხსნიან გულს და საუბრობენ საკუთარ ფიქრებზე. უყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ურთიერთობებში კი ეს იშვიათად შეიძლება მოხდეს. ამ ადამიანებს ერთმანეთისთვის უთქმელი და საიდუმლო ბევრი რამ დაუგროვდებათ. ერთხელაც, ჩიხში აღმოჩნდებიან და წინ წასვლას ვეღარ შეძლებენ.