ნახეთ, ხართ თუ არა საუკეთესო წყვილების ჩამონათვალში. თუ პარტნიორი არ გყავთ, ეცადეთ, შესაფერისი მეწყვილე მოძებნოთ, რათა თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია სუფევდეს.
ვერძი და მერწყული
ეს ორი ნიშანი თავიდან არც კი ფიქრობს, რომ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. მათ რამე კატალიზატორი სჭირდება, რომ ერთმანეთის მიმართ გაიხსნან და გააცნობიერონ, თუ როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
მერწყულები და ვერძები, უბრალოდ, ერთმანეთისთვის არიან შექმნილი, რადგან მათ ხშირად ყველაზე ძლიერი ხასიათის ნიშნებს მიაკუთვნებენ. ისინი ძალზე საინტერესო და უნიკალური ადამიანები არიან, ერთად მთების გადადგმა და ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეუძლიათ. მათ ამისთვის ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნონ და შემდეგ ეს კავშირი იქნება საოცარი თავგადასავალი, ძალზე ძლიერი ურთიერთობა.
კურო და სასწორი
განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ მტკიცე კავშირს ქმნიან, რადგან ერთი მოზაიკის ორ ნაწილს ჰგვანან. მათი ძალა ურთიერთგაგებისკენ სწრაფვაა. კუროებიცა და სასწორებიც იხსნებიან მათთან, ვინც მზადაა, მათ მთლიანად გაუგოს.
კუროებს სურთ, რომ ისინი დააფასონ ისეთი, როგორიც არიან. სასწორებს ეს შეუძლიათ, რადგან საოცარი ემპათიის, თანაგრძნობის, მგრძნობიარობის უნარი აქვთ. ორივე ნიშანი საკმაოდ კარგად ერწყმის დანარჩენ ნიშნებს, მაგრამ ამგვარი მტკიცე კავშირი სხვა შემთხვევებში არაა.
ტყუპი და მშვილდოსანი
ჰაერისა და ცეცხლის - ორი ძალზე მსგავსი და ამავე დროს, ძალზე განსხვავებული სტიქიის კიდევ ერთი კავშირი. ეს ნიშნები, თითქოს, ერთ ენაზე ლაპარაკობენ. ორივე ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას.
ამ ნიშნების შეთავსებადობა სხვა ნიშნებთან რთულია, მაგრამ ერთმანეთს იდეალურად ერწყმიან. კარგად ესმით ერთმანეთის იუმორი, არიან კომუნიკაბელური, ოპტიმისტი, ვერ იტანენ მოსაწყენ ადამიანებს. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, ესაა გულწრფელობა ერთმანეთის მიმართ.
კირჩხიბი და მორიელი
კირჩხიბები კარგად ერწყმიან კირჩხიბებს, ხოლო მორიელები - მორიელებს, მაგრამ კიდევ უფრო კარგად ისინი ერთმანეთთან არიან. ძალიან ჰგვანან ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და ემოციური შემადგენლის თვალსაზრისით. მათ ერთი ადამიანი სჭირდებათ სიყვარულისთვის, სერიოზული ურთიერთობებისთვის და არ ეძებენ წამიერ რომანებს. არიან რომანტიკული, ყველაზე ერთგული ადამიანები ზოდიაქოს ნიშნებს შორის.
ამასთან, ორივე ნიშანი საკმაოდ ეჭვიანია, ამიტომ ერთმანეთის პროვოცირებას არ შეეცდებიან. ასტროლოგები ამ წყვილში მხოლოდ ერთ პრობლემას გამოყოფენ - ესაა მორცხვობა ურთიერთობების პირველ ეტაპზე. ერთ-ერთს ლიდერის ფუნქციის შეთავსება მოუწევს.
ლომი და ქალწული
ერთი შეხედვით, ლომებსა და ქალწულებს მტკიცე წყვილის შექმნის არანაირი შანსი არა აქვთ. სინამდვილეში, შანსი დიდია, უბრალოდ, ეს ადამიანები ურთიერთობების საწყის ეტაპზე კომპრომისებზე წასვლისთვის მზად არ არიან. სამაგიეროდ, დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. პრობლემები ყველაზე მეტად ყოფით საკითხებში ჩნდება, ამიტომ კომპრომისზე წასვლა სწორედ ამ სფეროში უხდებათ.
დანარჩენ ასპექტებში ქალწულები აღფრთოვანებული არიან ლომებით, ხოლო ლომები - ქალწულებით. ისინი ერთმანეთში იდეალურ ადამიანებს ხედავენ პატარა, ასატანი ნაკლოვანებებით. ეს მათ ძალზე მტკიცე წყვილად და კარგ მეგობრებად აქცევს.
თევზები და თხის რქა
თხის რქა - ტიპური ერთგული ნიშანია, რომელიც აფასებს მყუდრო სახლსა და ადამიანის უნარს, ნებისმიერ ვითარებაში გულწრფელი იყოს. თევზები ასევე არ არიან წინააღმდეგი, დროის დიდი ნაწილი ძვირფას ადამიანთან გაატარონ. უფრო მეტიც, თევზები, პრაქტიკულად, ერთადერთი ნიშანია, რომელსაც თხის რქის გულდახურულობის, ჩაკეტილობის ატანა შეუძლია.
თხის რქები, თავის მხრივ, კარგად გრძნობენ თავს მათ გვერდით, ვინც შეყვარებულია მათში, მაგრამ არ აჩქარებენ მათ, დროს აძლევენ; არ ისწრაფვიან ურთიერთობების სწრაფი და მხურვალე განვითარებისკენ. დროთა განმავლობაში თხის რქისა და თევზების წყვილი უფრო და უფრო მტკიცე ხდება.