ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი

გამოწერა
ზოდიაქოს ეს ნიშნები ძალზე თბილი, პარტნიორის ერთგული არიან. მათ არ შეუძლიათ არასწორად მოქცევა, ღალატი. იციან, რა სურს პარტნიორს და ცდილობენ, მას იმედი არ გაუცრუონ.

ზოდიაქოს ამ ნიშნებთან სასიყვარულო კავშირი სრულყოფილებას უახლოვდება, ამიტომ, თუ მათთან გაერთიანდებით, განშორებისთვის საბაბს ვერასდროს მოძებნით.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ლომი

თავისი ყველა ნაკლის მიუხედავად, ლომი შესანიშნავი პარტნიორია. მას უყვარს ძლიერ, მგზნებარედ და თავისი მონათესავე სულისთვის ყველაფერს გააკეთებს.

არის ნაზი, სათუთი, იცის, როდის და რა უნდა თქვას, როდის კი - დადუმდეს. არის კარგი მეგობარი და შეუცვლელი პარტნიორი.

საკმაოდ მშვიდია, მაგრამ თუ გაბრაზდა... თუმცა, ეს წამიერი გაბრაზება იქნება.

ქალწული

ქალწული ძალზე მშვიდია. ის იშვიათად აღიზიანებს პარტნიორს. როცა შეშფოთებულია, ღიად საუბრობს ამაზე. საუბარს ურთიერთობების ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილად მიიჩნევს. როდესაც გაუგებრობა ხდება, პრობლემის მოგვარებას ყოველ ჯერზე მისი განხილვით ცდილობს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

ურთიერთობებში ის იდეალური პარტნიორია, რა თქმა უნდა, აქვს თავისებურებანი, მაგრამ, მთლიანობაში, შესანიშნავია.

თევზები

თევზები თავიანთი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მისადაგებას ცდილობენ გარშემომყოფებისადმი და ამდენად, შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა, როდესაც ეს აუცილებელია. მათ ესმით, რომ, უბრალოდ, თავიანთი სიჯიუტე უნდა მოთოკონ და აღიარონ, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თავად სურთ.

თევზებს წყვილში ჰარმონია ურჩევნიათ და კამათისა და დაძაბული ვითარებების თავიდან აცილებას ყველანაირად ცდილობენ. ასეთ ნიშანთან ცხოვრება დაბალანსებული და ჰარმონიულია.

ყველა ახალი ამბავი
0