https://sputnik-georgia.com/20211214/rogoria-tqveni-bosi-zodiaqos-nisnis-mixedvit-262820971.html
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
Sputnik საქართველო
გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, თუ რა უნდა იცოდეთ და რას უნდა ელოდოთ, თუ თქვენი ხელმძღვანელი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელია 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T00:30+0400
2021-12-14T00:30+0400
2021-12-14T00:30+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24016/16/240161604_0:241:2785:1808_1920x0_80_0_0_79a31312c7dc85d81dc8906b462c6938.jpg
ასტროლოგებმა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ხელმძღვანელების ტიპური ქცევები გააანალიზეს და მათი ზოგადი დახასიათება შეადგინეს.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დააკვირდით, რამდენად შეესაბამება ეს დახასიათება თქვენი უფროსის ხელმძღვანელობას, მის დამოკიდებულებას ხელქვეითებისადმი.ვერძივერძ ხელმძღვანელს აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია უკავია, არის ინიციატივიანი და შრომისმოყვარე. მისი სუსტი ადგილია ზედმეტი პერფექციონიზმი - ყოველთვის არ შეუძლია მის ხელქვეითებს შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობა. მაგრამ თუ გუნდი მისნაირი დაუღალავი ენთუზიასტებით არის დაკომპლკექტებული, კომპანიას აუცილებლად ელოდება წარმატება.კუროკურო ხელმძღვანელი - ეს „ადამიანი კონტროლია": ჩანიშნული სტრატეგიის მკაფიო დაცვა, დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება და ამასვე მოითხოვს ის პერსონალისგან. სწორედ ამაში იმალება მისი, როგორც ხელმძღვანელის სისუსტე - არასტანდარტულ ვითარებებში, როცა რამე გეგმის მიხედვით არ მიდის, მოქნილობის არარსებობის გამო, საქმე ჭიანურდება.ტყუპიტყუპი-ბოსი თანამედროვე, დემოკრატიული ხელმძღვანელია, რომელიც ხელქვეითებს მოქმედებების თავისუფლებას აძლევს. მაგრამ ეს არ იწვევს ქაოსს, რადგან გამჭრიახ ტყუპს „ზარმაცი" თანამშრომელი არ გამოეპარება. მისი სისუსტეა ის, რომ უყვარს რაც შეიძლება მეტი დავალება მისცეს ხელქვეითებს. კომპანიისთვის მეტი სარგებლის მოტანის სურვილი გულმოდგინე მშრომელ ადამიანს, შესაძლოა, ტოტალური გადატვირთვით შემოუბრუნდეს.კირჩხიბიკირჩხიბი კარგად ერკვევა ადამიანებში, შეუძლია, მაშინვე შენიშნოს დაძაბული ვითარება სამუშაო სივრცეში და შესაბამისი ზომები მიიღოს. მაგალითად, მოაწყოს კორპორატიული ღონისძიება. პერსონალმა რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, ისაა, რომ კირჩხიბს საუკეთესო მეხსიერება აქვს და კარგად იმახსოვრებს როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას. და თუ ხელქვეითის რეპუტაცია შეილახა, მას გაასმაგებული მეთვალყურეობა ელოდება.ლომილომი ძლიერი, ძალაუფლების მოყვარულია და სირთულეების არ ეშინია. მას შეუძლია კარგად მართოს და გულუხვად დააჯილდოვოს ხელქვეითები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. მაგრამ ლომს მხოლოდ მოკრძალებული მუშაკები უყვარს, ხოლო ამბიციურ თანამშრომელს პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევს და ცდილობს, ის „ადგილზე მოსვას".ქალწულიქალწული ტიპური კონსერვატორია. მას სურს, გუნდში დაინახოს პუნქტუალური, შემსრულებელი და პროგნოზირებადი თანამშრომლები. წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა ფარულ ნერვოზულობას იწვევს. ამიტომ კრიტიკულ სიტუაციაში მოსალოდნელია ემოციური აფეთქება მაღალ ტონებში.სასწორისასწორი ერთ-ერთ საუკეთესო უფროსად მიიჩნევა, რადგან ის ყველაფერში ჰარმონიულობისკენ ისწრაფვის. ხელქვეითებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი აზრის გამოთქმა და შეუძლიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ეს აზრი საქმიანი და საინტერესოა, მას სასწორი-შეფი ყურად იღებს.მორიელიბოსი-მორიელი, ჩვეულებრივ, გაწონასწორებული და მომთმენია. მისი წონასწორობიდან გამოყვანა მხოლოდ მანიპულაციების მცდელობასა და საქმის რეალური მდგომარეობის დამალვას შეუძლია. ხშირად მისდამი ლოიალურად განწყობილ ხელქვეითებს ირჩევს და ხელს უწყობს საყვარელი თანამშრომლების კარიერულ წინსვლას.მშვილდოსანიმშვილდოსანი ხელმძღვანელი კომუნიკაციისა და სხვების დარწმუნების ოსტატია. ესა კეთილშობილური, დემოკრატიული ლიდერი, რომელიც სიახლეებს აფასებს. მაგრამ ხელქვეითები არ უნდა შეეცადონ, რომ თავიანთი უპირატესობა აჩვენონ: ცრუ ტრაბახიც კი დაუსჯელი არ დარჩება.თხის რქათხის რქა ხელმძღვანელი რაციონალური და პრაგმატულია, გულგრილობას არ პატიობს - ამას საკმაოდ მკაცრი სასჯელი მოჰყვება. თუ ხელქვეითი ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებს და ქებას, კომპლიმენტს (პირფერობის ჩათვლით) არ დაიშურებს, მასთან მუშაობას ნამდვილად შეძლებს.მერწყულიმერწყულ ხელმძღვანელზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესაა მოქნილი ჭკუა-გონება და უნარი, პროგრესის ტალღა დაიჭიროს. ის არ ცდილობს ბიზნეს-პროცესების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას. პერსონალს თავაზიანად და საქმიანად ექცევა, ამასთან, მისთვის დაუშვებელია ფამილარული დამოკიდებულება.თევზებითევზები - მეგობრული და ყურადღებიანი უფროსი, გაგებით ეკიდება გუნდის თითოეული წევრის საჭიროებებს. ხანდახან, შესაძლოა, ფეთქებადი ხასიათი გამოავლინოს, რადგან მუდმივად იკავებს ემოციებს, მაგრამ კეთილი ბოსის ჩვეულ მდგომარეობას მალევე უბრუნდება.
https://sputnik-georgia.com/20180904/WeSmariti-liderebi-zodiaqos-niSnebs-Soris-zodiac-241943860.html
https://sputnik-georgia.com/20210830/zodiaqos-yvelaze-qarizmatuli-nisnebi-258887116.html
https://sputnik-georgia.com/20210823/zodiaqos-yvelaze-konfliqturi-niSnebi-top-xuTeuli-252648340.html
https://sputnik-georgia.com/20210818/zodiaqos-zarmaci-niSnebi-252613671.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24016/16/240161604_27:0:2758:2048_1920x0_80_0_0_69fbcc8cc4695674846fd56cb5f4d571.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, თუ რა უნდა იცოდეთ და რას უნდა ელოდოთ, თუ თქვენი ხელმძღვანელი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელია
ასტროლოგებმა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ხელმძღვანელების ტიპური ქცევები გააანალიზეს და მათი ზოგადი დახასიათება შეადგინეს.
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დააკვირდით, რამდენად შეესაბამება ეს დახასიათება თქვენი უფროსის ხელმძღვანელობას, მის დამოკიდებულებას ხელქვეითებისადმი.
ვერძ ხელმძღვანელს აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია უკავია, არის ინიციატივიანი და შრომისმოყვარე. მისი სუსტი ადგილია ზედმეტი პერფექციონიზმი - ყოველთვის არ შეუძლია მის ხელქვეითებს შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობა. მაგრამ თუ გუნდი მისნაირი დაუღალავი ენთუზიასტებით არის დაკომპლკექტებული, კომპანიას აუცილებლად ელოდება წარმატება.
კურო ხელმძღვანელი - ეს „ადამიანი კონტროლია": ჩანიშნული სტრატეგიის მკაფიო დაცვა, დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება და ამასვე მოითხოვს ის პერსონალისგან. სწორედ ამაში იმალება მისი, როგორც ხელმძღვანელის სისუსტე - არასტანდარტულ ვითარებებში, როცა რამე გეგმის მიხედვით არ მიდის, მოქნილობის არარსებობის გამო, საქმე ჭიანურდება.
ტყუპი-ბოსი თანამედროვე, დემოკრატიული ხელმძღვანელია, რომელიც ხელქვეითებს მოქმედებების თავისუფლებას აძლევს. მაგრამ ეს არ იწვევს ქაოსს, რადგან გამჭრიახ ტყუპს „ზარმაცი" თანამშრომელი არ გამოეპარება. მისი სისუსტეა ის, რომ უყვარს რაც შეიძლება მეტი დავალება მისცეს ხელქვეითებს. კომპანიისთვის მეტი სარგებლის მოტანის სურვილი გულმოდგინე მშრომელ ადამიანს, შესაძლოა, ტოტალური გადატვირთვით შემოუბრუნდეს.
კირჩხიბი კარგად ერკვევა ადამიანებში, შეუძლია, მაშინვე შენიშნოს დაძაბული ვითარება სამუშაო სივრცეში და შესაბამისი ზომები მიიღოს. მაგალითად, მოაწყოს კორპორატიული ღონისძიება. პერსონალმა რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, ისაა, რომ კირჩხიბს საუკეთესო მეხსიერება აქვს და კარგად იმახსოვრებს როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას. და თუ ხელქვეითის რეპუტაცია შეილახა, მას გაასმაგებული მეთვალყურეობა ელოდება.
ლომი ძლიერი, ძალაუფლების მოყვარულია და სირთულეების არ ეშინია. მას შეუძლია კარგად მართოს და გულუხვად დააჯილდოვოს ხელქვეითები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. მაგრამ ლომს მხოლოდ მოკრძალებული მუშაკები უყვარს, ხოლო ამბიციურ თანამშრომელს პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევს და ცდილობს, ის „ადგილზე მოსვას".
ქალწული ტიპური კონსერვატორია. მას სურს, გუნდში დაინახოს პუნქტუალური, შემსრულებელი და პროგნოზირებადი თანამშრომლები. წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა ფარულ ნერვოზულობას იწვევს. ამიტომ კრიტიკულ სიტუაციაში მოსალოდნელია ემოციური აფეთქება მაღალ ტონებში.
სასწორი ერთ-ერთ საუკეთესო უფროსად მიიჩნევა, რადგან ის ყველაფერში ჰარმონიულობისკენ ისწრაფვის. ხელქვეითებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი აზრის გამოთქმა და შეუძლიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ეს აზრი საქმიანი და საინტერესოა, მას სასწორი-შეფი ყურად იღებს.
ბოსი-მორიელი, ჩვეულებრივ, გაწონასწორებული და მომთმენია. მისი წონასწორობიდან გამოყვანა მხოლოდ მანიპულაციების მცდელობასა და საქმის რეალური მდგომარეობის დამალვას შეუძლია. ხშირად მისდამი ლოიალურად განწყობილ ხელქვეითებს ირჩევს და ხელს უწყობს საყვარელი თანამშრომლების კარიერულ წინსვლას.
მშვილდოსანი ხელმძღვანელი კომუნიკაციისა და სხვების დარწმუნების ოსტატია. ესა კეთილშობილური, დემოკრატიული ლიდერი, რომელიც სიახლეებს აფასებს. მაგრამ ხელქვეითები არ უნდა შეეცადონ, რომ თავიანთი უპირატესობა აჩვენონ: ცრუ ტრაბახიც კი დაუსჯელი არ დარჩება.
თხის რქა ხელმძღვანელი რაციონალური და პრაგმატულია, გულგრილობას არ პატიობს - ამას საკმაოდ მკაცრი სასჯელი მოჰყვება. თუ ხელქვეითი ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებს და ქებას, კომპლიმენტს (პირფერობის ჩათვლით) არ დაიშურებს, მასთან მუშაობას ნამდვილად შეძლებს.
მერწყულ ხელმძღვანელზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესაა მოქნილი ჭკუა-გონება და უნარი, პროგრესის ტალღა დაიჭიროს. ის არ ცდილობს ბიზნეს-პროცესების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას. პერსონალს თავაზიანად და საქმიანად ექცევა, ამასთან, მისთვის დაუშვებელია ფამილარული დამოკიდებულება.
თევზები - მეგობრული და ყურადღებიანი უფროსი, გაგებით ეკიდება გუნდის თითოეული წევრის საჭიროებებს. ხანდახან, შესაძლოა, ფეთქებადი ხასიათი გამოავლინოს, რადგან მუდმივად იკავებს ემოციებს, მაგრამ კეთილი ბოსის ჩვეულ მდგომარეობას მალევე უბრუნდება.