ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ

© Pixabay / PublicDomainPicturesკოქტეილი პლაჟზე
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
ადამიანებს, რომლებიც არ აღიარებენ დადგენილ წესებს, თავიანთ ცხოვრებას არ უკავშირებენ არავის და არ ხარჯავენ მათზე დროს, ჩვეულებრივ, ეგოისტ ადამიანებსა და მარტოხელებს უწოდებენ.
ეს ამ ადამიანების პირადი არჩევანია და არავის აქვს უფლება, ამ გადაწყვეტილების გამო – იცხოვრონ თავიანთი სიამოვნებისა და კმაყოფილებისთვის – ისინი განსაჯოს.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ეგოისტია და ყველას სურს, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვროს, მაგრამ ცხოვრება, უმეტეს შემთხვევებში, ამის საშუალებას არ იძლევა. არის გარკვეული ვალდებულებები, გრძნობები, მოვალეობები, საზოგადოებრივი წესები და დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, რომლებსაც ადამიანების უმეტესობა ასე თუ ისე ემორჩილება.
ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2020
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არიან ზოდიაქოს გარკვეული ნიშნები, რომელთა შორის ასეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სიამოვნება აქვთ წინა პლანზე წამოწეული, სხვებთან შედარებით, ბევრნი არიან.
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან მიდრეკილი, უპირატესობა მიანიჭონ საკუთარ სიამოვნებას და დამოუკიდებლად, სხვების მოსაზრებების გაუთვალისწინებლად, ანუ თავისი თავისთვის იცხოვრონ.
კურო
კუროებმა ძალიან კარგად იციან ცხოვრების გემო, მშვენივრად ეხერხებათ საკუთარი თავისთვის ცხოვრება. ისინი არ ურევენ პირად სივრცეს საზოგადოებრივთან. მყარად დგანან მიწაზე და საკმაოდ შორსმჭვრეტელნი არიან. ისინი ასი პროცენტით არიან დარწმუნებული, რომ მათი ვალი აქვს ყველას. თუ იციან, კონკრეტულად რა სურთ ამ ცხოვრებაში, აუცილებლად მიაღწევენ მას. არიან ძალზე მერკანტილური და არასდროს არავის არაფერს გაუყოფენ. ისინი ძალიან არიან დაკავებული საკუთარი თავით, რომ სხვებზე დრო დახარჯონ. ცდილობენ, იცხოვრონ საკუთარი სიამოვნებისთვის, არაფერზე უარს არ ეუბნებიან თავიანთ თავს. ძალიან იშვიათად ქენჯნით სინდისი. მათთვის უმთავრესია კომფორტი და სიმყუდროვე.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
ტყუპი
ტყუპების ცხოვრება გაორებულია. ისინი ცდილობენ, ეს ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანებს მიუძღვნან. მათ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, სურთ, რომ ყველა აღფრთოვანებული იყოს მათით. ხანდახან ქველმოქმედებასაც ეწევიან, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, კიდევ ერთხელ აღაფრთოვანონ ადამიანები. თავიანთ ეგოიზმს ისინი ოსტატურად მალავენ გარშემომყოფებისგან, აჩვენებენ თავიანთ გულუხვობასა და უანგარო დახმარებას. მაგრამ ეს მხოლოდ ხარისხიანი და მაღალოსტატური შენიღბვაა. თავიანთი გულუხვობის დემონსტრირებით ისინი ისწრაფვიან გარშემომყოფების ყურადღების მოდუნებას, ასევე ამშვიდებენ საკუთარ თავსაც, რომ სინდისი არ ქენჯნიდეთ. ტყუპებს ძალიან ეშინიათ, რომ საზოგადოებამ შეიძლება შეიტყოს სიმართლე ამ მასკარადის შესახებ, გაიგოს, რომ ტყუპების ცხოვრება ისეთი არაა, რომლითაც ისინი ასე ტრაბახობენ და რომ ეს მხოლოდ ილუზიაა.
მორიელი
მორიელის თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ძლიერი პიროვნებები არიან და ისინი ირგვლივ მყოფებისგან თავიანთ ეგოიზმს არ მალავენ. მათ მოსწონთ აჩვენონ ყველას, რომ თავიანთი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, ისე ატარებენ დროს, როგორც თვითონ მოსწონთ. ისინი არასდროს გაიღებენ საკუთარ თავს მსხვერპლად ვინმეს ან რაიმე იდეის გულისთვის. მიუხედავად ნათესავების დიდი რაოდენობისა, მორიელები მაინც ისე განაგრძობენ ცხოვრებას, როგორც სურთ და როგორც მათთვის არის მომგებიანი. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდებიან, თუ სხვის სივრცეში შეიჭრებიან, ადამიანებს ჭკუას ასწავლიან. მორიელების აღიარებული ლიდერული თვისებები მათ საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი უპირატესობები.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
ლომი
ლომებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე. მთელი სამყარო მათ ფერხთით უნდა იყოს გაფენილი, სხვაგვარად, მათ ცხოვრებას აზრი არა აქვს. ლომებს მოსწონთ, დაუმტკიცონ ყველას თავიანთი უპირატესობა და სხვებისგან პატივისცემა მოითხოვონ. ისინი არასდროს დაინტერესდებიან ეგოისტი ადამიანებით. მათ მოსწონთ მხოლოდ ისინი, რომლებიც იზრუნებენ მათზე, ლომების ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და უზრუნველს გახდიან.
ვერძი
ვერძები მთელი ცხოვრება მხოლო საკუთარ თავზე და თავიანთ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ზოგიერთი მათ საქციელს უსულოს უწოდებს, მაგრამ ვერძებს მხოლოდ საკუთარი ცხოვრება აინტერესებთ და არც ისე ბევრი დრო აქვთ სხვებისთვის. ისინი უაზრობად მიიჩნევენ, რომ საკუთარი ცხოვრება უმიზნო მოქმედებებს მიუძღვნან. ვერძები მუდამ მოქმედებაში არიან და დროს გარშემომყოფებზე არ ხარჯავენ. მათ ყველგან უნდა მოასწრონ. არ აინტერესებთ სხვისი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარება, რადგან საკუთარი ინტერესები მათთვის ყოველთვის წინა პლანზეა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2018
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს
მერწყული
ნამდვილი თავის თავზე შეყვარებული პიროვნებები, რომლებიც იმდენად კომპლექსდებიან, რომ დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ. მერწყულები მთელი ძალებით ცდილობენ, დაიცვან ამ სამყაროში ისეთი ცხოვრების უფლება, როგორიც თვითონ მოსწონთ. თუ ამაში ხელს უშლიან, თანდათანობით შორდებიან გარე გამაღიზიანებელს. თუ მერწყული გააცნობიერებს, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებით რაღაც დაკარგეს, დრო უკანმოუხედავად წავიდა, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ დრო ფუჭად დაკარგეს. ხელიდან გაშვებულის ასანაზღაურებლად ისინი იწყებენ საკუთარი თავის შეცოდებასა და სიყვარულს. ამის გაკეთება მათ ნამდვილად შეუძლიათ ისე, როგორც სხვა არავის.
ყველა ახალი ამბავი
0