ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი მერწყულისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.

მერწყულები 2024 წელს ნამდვილად არ მოიწყენთ. თქვენ ცხოვრებაში უამრავი სასიხარულო მოვლენა მოხდება. წლის მფარველი ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იღბალი მას გაუღიმებს, ვისაც არ ეშინია მოქმედებების და აქტიური ცხოვრებისეული პოზიციები უკავია.

განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება დრაკონის წელი პროფესიული ზრდისთვის - შეძლებთ უნარების განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებას. განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც საქმიანობენ იურისპრუდენციის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფეროებში.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების გარკვეული სახის ჩამოყალიბებას როგორც სამუშაოზე, ისე ოჯახში. გაქვთ უნიკალური უნარი, შეიცვალოთ და ვითარებას მოერგოთ. სწორე ეს გახდება თქვენი ამოცანა უახლოეს ნახევარ წელიწადში. შემდეგ უკვე შეგიძლიათ თამამად მოიმკათ თქვენი შრომის ნაყოფი და ზეციურ ძალებს მადლობა გადაუხადოთ.
შეეგუეთ გარდაუვალს: ბევრი მოვლენა თქვენი სურვილის გარეშე მოხდება. მოგიწევთ გარემოს შესაბამისად მოქმედების სწავლა. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი შესაძლებლობები და ძალები.
სურვილი მთელი მსოფლიოს ფულად ღირს: მერწყულებისთვის ეს მოსაზრება აქტუალურია, როგორც უდაბნოს მგზავრისთვის ერთი ყლუპი წყალი. ფაქტი ფაქტია - თუ გექნებათ შრომის სურვილი, ფულიც მალე იქნება. როგორ წესი, თუ ადამიანი მისთვის საინტერესო საქმეს აკეთებს, წარმატებაც აუცილებლად მოდის.
ისწავლეთ ლოგიკური აზროვნება: ეს ნიშნავს, რომ დროა, თქვენი ემოციურობა მოთოკოთ და გონების ხმას მოუსმინოთ. რა თქმა უნდა, არავინ გაბრალებთ თავშეუკავებლობას, თუმცა, ხანდახან უხეში ხართ ახლობელ ადამიანებთანაც კი.
დაგეგმეთ წინასწარ: მიუხედავად იმისა, რომ დრაკონის წელი სხვადასხვა მოვლენით გაგაკვირვებთ და მისი საერთო რიტმი საშუალოზე მაღალი იქნება, დაგეგმვა საოცარ შედეგებს მოიტანს.
მოუსმინეთ შინაგან ხმას: ხანდახან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას ლაპარაკობენ ირგვლივ, ხანდახან გეგმებსაც ვცვლით სხვების მოსაზრებების გამო. მაგრამ დრაკონის წელს ასე მოქმედება არ ივარგებს. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი წარმატებით წარიმართება, თუ საკუთარი თავის შეცვლას არ მოინდომებთ.
იშრომეთ და ფულიც იქნება: დივიდენდებს ის მიიღებს, ვინც ამისთვის ბევრს შრომობს. შრომა კარიერის თვალსაზრისითაც დაგიფასდებათ.
ასტროლოგების რჩევა: მოვლენები 2024 წელს ძალზე სწრაფად განვითარდება და ხანდახან შეიძლება თვალი ვერ მიადევნოთ იმასაც კი, რაც თქვენ ცხვირწინ ხდება. ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ და თითოეული ნაბიჯი კარგად მოიფიქრეთ.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით
მოგიწევთ თავის ხელში აყვანა; გარე გამაღიზიანებლებზე რეაგირებას მოერიდეთ. საინტერესო წელი გელოდებათ მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად დაძაბულობა და სანერვიულო გექნებათ. გაეცანით ჰოროსკოპს და წინასწარ გაანაწილეთ თქვენი ძალები, მოუსმინეთ სპეციალისტების რჩევებს.
იანვარი-თებერვალი: ყველაზე მშვიდი და ზომიერი თვეებია. ბევრი მოვლენა გვერდს აგივლით და თუ შეგეხოთ, არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს. გამოიყენეთ ეს პერიოდი დასვენებისა და სულიერი წონასწორობის აღსადგენად.
მარტი-აპრილი: გაზაფხულის დადგომისთანავე თქვენ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები დაიწყება. თუნდაც მშვიდად ცხოვრებას იყოთ მიჩვეული და ზედმეტ აქტიურობასა და ხალხმრავლობას ერიდებოდეთ, გამოჩნდება მიზეზები, რომლებიც შინაგანი ჰარმონიის ჩვეული მდგომარეობიდან გამოსვლას გაიძულებთ.
მაისი-ივნისი: გექნებათ საკუთარი თავის ძიებისა და კარიერულ ზრდაზე დაფიქრებისთვის. დიდია განწყობის ხშირი ცვლის ალბათობა, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ცხელ გულზე გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ამასთან, შუა გზაზე არ მიატოვოთ ის, რაშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეთ.
ივლისი-აგვისტო: ბედი სიმტკიცის გამოცდებს მოგიწყობთ, ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს გზასა თუ მოსაზრებას არ უღალატოთ. შეინარჩუნეთ ცივი გონება.
სექტემბერი-ოქტომბერი: შემოდგომაზე მარტოხელა მერწყულებს სიყვარულის პოვნის შანსი გაუჩნდებათ. შესაძლოა, ეს ხანმოკლე ურთიერთობები იყოს, მაგრამ ის ახალ გამოცდილებას მოგცემთ და ცხოვრებას ახლებურად შეხედავთ.
ნოემბერი-დეკემბერი: წლის შედეგების შეჯამების დროა, თუმცა თქვენში კვლავ ცეცხლი იქნება აგიზგიზებული. ამის მიზეზი წლის ცვალებადი სიმბოლოა, რომელიც თავისი ბატონობის მიწურულს ხასიათის ჩვენებას გადაწყვეტს. უნდა გაუძლოთ - მხოლოდ ამ რჩევას გაძლევენ სპეციალისტები. გარდა ამისა, ხელსაყრელი თვეებია კარიერული ზრდისთვის და ასევე მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.
2024 წელს არცთუ საუკეთესო იდეაა ქორწინება, თუმცა დაოჯახების მზადებისთვის ძალიან კარგი პერიოდია.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ხის მწვანე დრაკონი: 2024 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
საკმაოდ მნიშვნელოვანი სფერო დრაკონის წელს განათლება იქნება. აქ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელზე ან რამე პროფესიულ კურსებზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია თვითგანათლებაზე, მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბებაზე. არასდროსაა გვიანი ახალი უნარებისა და ცოდნის შეძენა და საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გახდომა.
კომფორტის ზონიდან გამოსვლა - დრაკონი მთელი წელი თქვენს ყურადღებას სხვადასხვა კონტაქტზე გაამახვილებს, გაიძულებთ კომფორტის ზონიდან გასვლას და ახალ ადამიანებთან ურთიერთობას. არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე უცნაურად ჩაგთვლით, ან არაკომპეტენტურად, ან არამიმზიდველად - ყველა ჩვენგანი ხომ შორს არის იდეალისგან. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც შეაფასებენ თქვენს ღირსებებს და ხასიათის ზოგიერთ მინუსზე თვალს დახუჭავენ.
2024 წელი მერწყული ქალებისთვის
მერწყული ქალები 2024 წელს ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად მზად იქნებიან. არ შეუშინდებით ჩვეული ადგილიდან დაძვრას, და ამ სითამამეს წლის მფარველი დრაკონი დააფასებს. თქვენი კიდევ ერთი პლუსია გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება.
ოცნების ასრულება: სწორედ ამ წელს არის დიდი ალბათობა, რომ თქვენი სანუკვარი ოცნება ასრულდეს. როგორ მოხდება ეს, უცნობია, მაგრამ ვარსკვლავები წლის პირველ ნახევარში მძლავრ დადებით ენერგეტიკულ მოვლენას პროგნოზირებენ.
უამრავი მოვლენა: საკმაოდ ცვალებადი წელი გელოდებათ, დიდხანს არ მოგიწევთ საკუთარი წარმატებებით ტკბობა - პერიოდულად საქმეებში თავით გადაშვება მოგიწევთ. თუ შეატყვეთ, რომ მოთმინების უნარს კარგავთ, აიღეთ შვებულება და დასასვენებლად გაემგზავრეთ.
თავი ხელში აიყვანეთ: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარი თავის გაკონტროლება. გექნებათ არაერთი საბაბი ეჭვიანობის, გაბრაზების, სიძულვილისაც კი, მაგრამ ამ ემოციებზე აყოლა არ ღირს. ისწავლეთ სულიერი ბალანსის დაცვა, ასე მნიშვნელოვნად წაიწევთ კარიერულ კიბეზე და ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურ სახეს მისცემთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
არ დაგავიწყდეთ ეკონომია: წლის მეორე ნახევარში არარეკომენდებულია ძვირადღირებული ნივთების შეძენა, დაკმაყოფილდით მხოლოდ სასურსათო და საოჯახო ნივთებით. მაგალითად, ახალი უთო უნდა იყიდოთ სინდისის ქენჯნის გარეშე, მაგრამ დიზაინერის ფეხსაცმლის ან ჩანთისგან (თქვენი ორი ან სამი ხელფასის ოდენობის ღირებულების) თავი უნდა შეიკავოთ.
ხელსაყრელი პერიოდები
მარტი: გაზაფხულის პირველი თვე ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც სიყვარულს ეძებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრძნობა აქამდე უცნობი ადამიანის მიმართ გაგიჩნდეთ. დიდი ალბათობით, ლტოლვა ახლო გარემოცვაში მყოფის მიმართ გაგიჩნდებათ.
აგვისტო: საუკეთესო დროა დასვენებისთვის. როგორც ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, გარემოებები ისე აეწყობა, რომ შვებულების განცხადებას თამამად დაწერთ და საქმეებზე არ ინერვიულებთ.
არახელსაყრელი პერიოდები
ივლისი: არახელსაყრელი ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიული კუთხით. დიდი ალბათობით ხელმძღვანელობას თქვენს უნარებთან დაკავშირებით იმედი გაუცრუვდება და ამის მიზეზი ისევ თქვენ იქნებით საკუთარი თავის არასწორად წარდგენის გამო. დაფიქრდით, მართლა ისეთი განუსაზღვრელად მრავალმხრივი უნარები გაქვთ, როგორც ეს რეზიუმეში დაწერეთ?
დეკემბერი: წლის ბოლო თვე საკმაოდ დაძაბული იქნება, რაც გასაკვირიც არაა. ბევრი თქვენგანი იმაზე მეტ ფულს დახარჯავს, ვიდრე ამის საშუალებას მისი ბიუჯეტი აძლევს და ამის გამო სესხი დაუგროვდება. კარგი იქნება, თუ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მიხედავთ.
2024 წელი მერწყული მამაკაცებისთვის
თქვენი აღზევების წელია. მომხიბვლელობა და ქარიზმა არაერთ თაყვანისმცემელს გააჩენს. მატერიალური კუთხით - თქვენს ნიჭს დამსახურების მიხედვით შეაფასებენ.
გული ხელებით  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს
არ შეუშინდეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას: იღბალი მას გაუღიმებს, ვინც პასუხისმგებლობის აღებას არ შეუშინდება. თამამად დათანხმდით ახალ თანამდებობას ან სამუშაო ფუნქციების შეცვლას. დიდი ალბათობით, ეს ცვლილებები ძალზე პროდუქტიული და იღბლიანი იქნება.
წლის რთული დასაწყისი: დრაკონის წლის პირველ თვეებში თავს რამდენადმე შებოჭილად იგრძნობთ, საკუთარი თავით უკმაყოფილო იქნებით. მაგრამ ამ ბარიერს მალე გადალახავთ და წინ წაიწევთ იმ სფეროში, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ვინც სიყვარულზე ოცნებობს, იპოვის, ვისაც კარიერული მწვერვალების დაპყრობა სურს, წინ წაიწევს (ერთი საფეხურით მაინც).
პოზიტივის მუხტი: წლის სიმბოლო და მფარველი პლანეტა ურანი დადებითი ენერგიის ახალ მუხტს მოგიტანთ, გააღვიძებს ფანტაზიას, ხელს შეუწყობს ახალი იდეების გაჩენას. ამიტომ რეკომენდებულია თავი შემოქმედებაში გამოსცადოთ, თუნდაც ამისგან ძალიან შორს იყავით.
ხელსაყრელი პერიოდები
მარტი: სანამ ვიღაცები ავიტომინოზზე და ცუდ განწყობაზე იწუწუნებენ, თქვენ ბედნიერებითა და ჯანმრთელობით მოიწონებთ თავს. არანაირი პრობლემა არ არის მოსალოდნელი, ხოლო ნებისმიერი კარგად მოფიქრებული ცვლილება წაგადგებათ.
სექტემბერი: ზაფხულის განწყობა გაგყვებათ და რომანტიკული განწყობა არ მიგატოვებთ - სავარაუდოდ, არაერთი ლამაზმანის გულს მოიგებთ.
არახელსაყრელი პერიოდები
იანვარი: ზამთრის პირველი თვე საკმაოდ ნერვული და პრობლემური იქნება. მაგრამ, თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ხანდახან თვითონ იგონებთ პრობლემებს. შეხედეთ სამყაროს უფრო მარტივად და ნუ "ჩაიციკლებით" თქვენს ნაკლოვანებებზე.
აპრილი: ამ თვის ყოველი დღე წინა დღეს დაემსგავსება, ამიტომ მოგეჩვენებათ, რომ დრო ძალიან ჭიანურდება. მაგრამ შეგიძლიათ ამაშიც დადებითი მხარე დაინახოთ. მაგალითად გექნებათ შესაძლებლობა, მომავალზე კარგად დაფიქრდეთ და მიზნები მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0