ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი ვერძისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

© photo : ESA/NASA/HEIC/The Hubble Heritage Team (STScI/AURA)გალაქტიკა
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
2024 წელს ვერძებს არაერთი შესაძლებლობას გაგიჩნდებათ, რომ დარწმუნდეთ საკუთარ ნიჭიერებაში.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყება, გელოდებათ სხვადასხვა მოვლენა, შეხვედრა, დისკუსია. მოგეცემათ შესაძლებლობა, თავი გამოიჩინოთ იმ სფეროში, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. გაზაფხულის დასაწყისიდან ზაფხულამდე დროებითი უმოქმედობის პერიოდი დადგება. არ მოიწყენთ - შეძლებთ მოდუნებას და საყვარელ საქმიანობას.
გაწონასწორებულობა და სიმტკიცე: ეს ის გადამწყვეტი მომენტებია, რომლებიც თქვენთვის პრიორიტეტული გახდება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს თვისებები ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ეს ასე არ არის. გადაწყვეტილებები მიიღეთ ლოგიკისა და ჯანსაღი აზრის ხელმძღვანელობით და არა ემოციებით. თუ რამე სარისკოს გაკეთება გინდათ, ჩამოწერეთ ყველა შესაძლოა პლუსი და მინუსი და მხოლოდ ამის მერე იმოქმედეთ.
აგრესიულობა - თქვენი ეს თვისება 2024 წელს შეიძლება დიდი უსიამოვნებების მიზეზი გახდეს. ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ ნებისმიერი კონფლიქტისა და ურთიერთობების გამორკვევისგან.
ლოიალობა: თუ შეძლებთ ფეთქებადი ხასიათის მოთოკვას, არასდროს აღმოჩნდებით მარტო თქვენს პრობლემებთან. მხარს ყოველთვის დაგიჭერენ და დაგეხმარებიან ახლობლები.
მიუხედავად კარგი პროგნოზებისა, ვარსკვლავებმა მაინც მოგიმზადეს რამდენიმე ემოციური პრობლემა.
აქტიური თავდაცვა: რა თქმა უნდა, საუკეთესო თავდაცვა - ეს თავდასხმაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა აგრესიას აგრესიით უპასუხოთ და ყვირილს - ყვირილით. მოიქეცით ჭკვიანურად, მოძებნეთ მეტოქის მტკივნეული წერტილები და მის სუსტ ადგილს მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ძალიანაც არ შეტოპოთ.
ზაფხული და შემოდგომა: მარტოხელებისთვის საუკეთესო პერიოდებია.
ასტროლოგების რჩევა: აქტიურად იმოქმედეთ და იარეთ მიზნისკენ. კარგი წელია ჩვეული გარემოს შესაცვლელად.
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება>>
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით:
იანვარი-თებერვალი: საკმაოდ იღბლიანი თვეებია. ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს გაკონტროლებას შეძლებთ. არ შეუშინდეთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას.
მარტი-აპრილი: გაზაფხულზე განცდები გელოდებათ. ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები, ძირითადად, დადებითი იქნება, ნერვიულობა მაინც მოგიწევთ. თავი ხელში აიყვანეთ და ახლობლებს ნურაფერში დაადანაშაულებთ.
მაისი-ივნისი: ამ თვეებში საკუთარ თავზე იმუშავეთ, ისწავლეთ თავის გაკონტროლება და არასდროს გადახვიდეთ ზღვარს - არის რისკი, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგოთ.
ივლისი-აგვისტო: ზაფხული სიყვარულის თვეა, რისი სურვილიც ყველას გაუჩნდება. ბედი თქვენს სურვილს უყურადღებოდ არ დატოვებს. არ მოერიდოთ ადამიანების გაცნობას თუნდაც ამისთვის შეუფერებელ ადგილზე. შემდეგ ამ შეხვედრას სიცილით გაიხსენებთ.
სექტემბერი-ოქტომბერი: ვარსკვლავები გირჩევენ, ეს თვეები საკუთარ თავში ჩაღრმავებას, თქვენს სულიერ სამყაროს დაუთმოთ. მატერიალურ მხარეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი გრძნობები.
ნოემბერი-დეკემბერი: შედეგების შეჯამების დროა. საკმაოდ დაძაბული თვეები იქნება, მაგრამ ბოლოს თქვენი შრომისთვის შესაფერის ჯილდოს ელოდეთ.
დრაკონის წელს არაერთხელ მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება. პრობლემების დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, ნათესავებთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ მათთან მაქსიმალურად გულწრფელი იყავით.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
2024 წელი ვერძი ქალებისთვის
მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ხის მწვანე დრაკონი უამრავ სასიამოვნო მოულოდნელობას ამზადებს. საკმაოდ იღბლიანი დროა სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ასევე კარიერული წინსვლისთვის.
მარტოხელებისთვის საუკეთესო პერიოდი პირად ფრონტზე გააქტიურებისთვის გაზაფხულის დადგომის შემდეგ დაიწყება. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მათ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს, რაც, პირველ რიგში, ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას უკავშირდება. გაალამაზეთ ყოველდღიურობა და მასში მეტი კაშკაშა ფერი შეიტანეთ.
მათთვის, ვინც არ ეძებს მეორე ნახევარს ან კარიერას უფრო წინ აყენებს, ბედმა დიდი სიურპრიზი მოამზადა - მათ წარმატებები ელოდება.
ხელსაყრელი პერიოდები
იანვარი - იღბლიანი თვეა მათთვის, ვისაც ბავშვის გაჩენა უნდა. ორსულობა გართულებების გარეშე ჩაივლის და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება;
მაისი - საუკეთესო დროა ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად როგორც პირად, ისე შემოქმედებით საქმიანობაში, კარიერაში.
არახელსაყრელი პერიოდები
თებერვალი - პრობლემები ძირითადად ჯანმრთელობის მხრივ გელოდებათ.
დეკემბერი - შრომისუნარიანობა მაღალ დონეზე იქნება, მაგრამ იღბალი უსიამოვნებებთან პირისპირ დაგტოვებთ. დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ.
2024 წელი ვერძი მამაკაცებისთვის
ვერძი მამაკაცები კარიერასა და შემოქმედებაში მაღალ მწვერვალებს დაიპყრობთ. შეძლებთ მიზნების მიღწევას, თუმცა, იოლი გზების ძებნა არაფერს მოიტანს - არ გამოიყენოთ სხვისი შრომა თქვენი მიზნებისთვის, ეს ადრე თუ გვიან ცნობილი გახდება და საკმაოდ უსიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდებით.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
მარტოხელები, დიდი ალბათობით, მეორე ნახევარს ვერ იპოვიან, ხოლო ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მან, ჯობია, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღოს. ყურადღება გაამახვილეთ კარიერაზე, ხოლო პირადი ცხოვრება დინებაზე მიუშვით.
ხელსაყრელი პერიოდები
მარტი - პირად ფრონტზე წინააღმდეგობები შეგხვდებათ, თუმცა საბოლოოდ სირთულეებს გადალახავთ და საყვარელ ქალს უფრო დაუახლოვდებით.
აგვისტო - თქვენს სიჯიუტეს, როგორც წესი, კარგი არაფერი მოაქვს, მაგრამ აგვისტოში ეს ნამდვილად ხელს გაძლევთ - არავის მისცეთ თქვენზე ზეწოლის უფლება.
არახელსაყრელი პერიოდები
ივნისი - სანამ სამუშაოზე ყველაფერი საკმაოდ სტაბილურად იქნება, შეიძლება თქვენი მატერიალური მდგომარეობა შეირყეს. ამის მიზეზი თქვენი გაუკონტროლებელი სურვილები და ხარჯები გახდება.
ნოემბერი - ამ თვეში გელოდებათ გამოცდა თავის გაკონტროლებასა და სიმტკიცეში ყველაზე დაძაბულ ვითარებებში.
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0