ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

© Unsplash/Mohamed Nohassiადამიანის სილუეტი
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
მათი პრინციპია „მიზანი ამართლებს საშუალებას“. კმაყოფილებას იღებენ არა მხოლოდ მიღწეული შედეგებით, არამედ მიზნისკენ გზაზე მიმდინარე პროცესებით. ისწრაფვიან ლიდერობისა და ბატონობისკენ.

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია. მას მარსი მფარველობს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ამბიციური, აქტიური, იმპულსური, პატივმოყვარე, შესაშური ენერგიის მქონენი არიან. ბუნებით აბსოლუტური ლიდერები, გამოირჩევიან სიმამაცით, თავდადებით და ხასიათის ეს თვისებები იდეალიზმსა და მიამიტობას ესაზღვრება, თუმცა, არცთუ იშვიათად, ეს რომანტიკულად განწყობილი ამაყი და ენთუზიაზმით აღასავსე ადამიანები ნამდვილ დიქტატორებად იქცევიან ხოლმე. ვერძის ნიშნის სიმბოლოა დაგრეხილრქიანი ცხვარი, რაც აგრესიას, ენერგიას, ძალასა და ავტორიტარულობას გამოსახავს.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია

ვერძები საოცარი მიზანსწრფაფულობით გამოირჩევიან – ისინი, უმეტესწილად, ცხოვრობენ პრინციპით: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. როდესაც დასახული მიზნისკენ მიდიან, კმაყოფილებას იღებენ არა მხოლოდ შედეგით, არამედ პროცესითაც – პასიური უმოქმედობა და სიზარმაცე დამღუპველი და არაბუნებრივია მათთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდამ მოქმედებაში, მოძრაობაში არიან, ამიტომ ყოველთვის ვერ ასწრებენ გაანალიზებას, მოქნილობის გამოვლინებას, ამიტომ მხოლოდ იმ მწვერვალებს იპყრობენ, რომელთა დალაშქვრაც აგრესიით, ავტორიტეტითა და ძალით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატიურობა, მოქნილობა, კომპრომისია აუცილებელი, ვერძები სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

ვერძი ტიპურ მამაკაცურ ნიშნად მიიჩნევა, რომლის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია ბრუტალურობა, ბატონობისკენ სწრაფვა. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის ბევრია ხელისუფლების წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, ჩინიანი სამხედრო მოსამსახურე. მათთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას ხელმძღვანელობა და კონტროლი. მათი ძლიერი მხარეებია საზრიანობა, სიმამაცე, აქტიურობა, გახსნილობა ახალი იდეების მიმართ; ხოლო სუსტი მხარეებია უხეშობა, უტაქტობა, აგრესია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2017
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

მამაკაცი ვერძი

მამაკაცი ვერძი ქარიზმატული, აქტიური და თავდაჯერებულია, გამოირჩევა შესაშური ტემპერამენტით, მუდმივად აქვთ სათადარიგო იდეები და გეგმები; ასეთი მამაკაცის გვერდით არ მოიწყენ – ის სულ მოძრაობაშია, თავისა და თავისი ქალის გარშემო ქმნის განსაკუთრებულ აზარტულობას, ნათელ ემოციებს, დინამიკასა და გამარჯვების ატმოსფეროს. ის თავს კომფორტულად მხოლოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში გრძნობს, საყვარელი ქალის გულის მოგებას ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებით ცდილობს, ხოლო ურთიერთობებში აჩენს ლიდერის თვისებებს და მოითხოვს თავისი განსაკუთრებულობის დამტკიცებას.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

ვერძი–მამაკაცი კლასიკური ქარიზმატული ლიდერია, მისთვის მიუღებელია ქალთან მეტოქეობა, ამიტომ, როდესაც ცხოვრების მეგზურს ირჩევს, უპირატესობას ნაზ და პასიურ ქალებს ანიჭებს, რომლებიც მართვის სადავეებს მთლიანად მას გადასცემენ. ამასთან, ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქალისგან არა მხოლოდ ღალატი, არამედ მცირეოდენი ფლირტიც კი, თვითონ კი არ გაურბის სხვა გატაცებებს. არის რა დომინანტი ურთიერთობებში, ამავე დროს, შემოქმედებითი ნატურაა, რომელიც უპირატესობას განცდებსა და ძლიერ ემოციებს ანიჭებს, ამიტომ ძალზე პრაქტიკული ქალი მას მოსაწყენად ეჩვენება. როდესაც ვერძ მამაკაცს უყვარდება, შეიძლება ფანატიზმამდე მივიდეს, თავისი სურვილის ობიექტს აიდეალებს, შემდეგ კი ხშირად იმედგაცრუებული რჩება. თუ გსურთ, ვერძი მამაკაცის გული დაიპყროთ, უნდა იყოთ იდუმალი, არაჩვეულებრივი, განსხვავებული, მზად უნდა იყოთ, სულ მის უნიკალურობაზე ისაუბროთ.

ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ქალი ვერძი

ქალი ვერძი კაშკაშა, ძლიერი, ავტორიტარული და აქტიურია, მუდამ ეჭვი ღრღნის საკუთარ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბუნებით ოპტიმისტი, გულუხვი არიან. მათთვის ემოციურობა მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას. ვერძი ქალი – იდეალისტი, ფილოსოფოსი, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და არ ეშინია, რომ ამით თანამოსაუბრეს გაანაწყენებს. ერთი შეხედვით მამაკაცების მიმართ გულგრილი ჩანს, თუმცა ცოტა თუა ქალი, რომელიც ასეა დამოკიდებული სიყვარულზე, სექსსა და რომანტიკაზე, როგორც ვერძი. მისთვის ურთიერთობებში ფიზიკურ ურთიერთობებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და თუ პარტნიორის სექსუალური მხარე მას არ აკმაყოფილებს, იოლად დათმობს მას.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ქალი ვერძი მუდამ მოძრაობაშია, ერთდროულად ათას საქმეს აკეთებს. ზომიერად ემანსიპირებულია, არ საჭიროებს მფარველ მამაკაცს. არის თავისუფლებისმოყვარე ნიშანი და აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო სქესის წარომადგენლებშიც დამოუკიდებლობასა და სიამაყეს აფასებს. მათ მაგნიტივით იზიდავენ ძლიერი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებზეც მათი მომაჯადოებელი ხიბლი არ მოქმედებს. ამასთან, ურთიერთობებში მას უყვარს აღტაცება და პირფერობა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. მათი ტემპერამენტი, აქტიურობა ზოგიერთ მამაკაცს აღაფრთოვანებს, ზოგისთვის კი სრულებით მიუღებელია. შინაგანი ენერგიისა და ქარიზმის წყალობით ვერძი ქალები წლებთან ერთად არ კარგავენ თავიანთ მომხიბლაობას.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2019
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ვერძების შეთავსება ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან

ვერძებს კარგი ურთიერთობები აქვთ ტყუპებთან, რომლებიც ასევე დაუოკებელი ნოვატორები არიან; იმპულსური მშვილდოსანი კი ვერძის იდეალური პარტნიორია. კარგი და წარმატებული კავშირია ანტაგონისტ თევზებთან, რომლებიც ვერძს სიამოვნებით დაუთმობენ ლიდერობას და მას თავიანთი იდუმალებით მოხიბლავენ.

თავიანთი ნიშნის წარმომადგენლებთან რომანი შესაძლებელია, მაგრამ აქ პირველობა ქალს ექნება, რაც დისჰარმონიას შეიტანს ურთიერთობაში, რადგან მამაკაცი ვერძი მეორე პლანზე ყოფნას დიდხანს ვერ შეძლებს. ყველაზე წარუმატებელი კავშირი აქვთ ვერძებს მიწის ნიშნებთან – თხის რქებთან, კუროებთან და ქალწულებთან, რომლებიც ვერძებისთვის საკმაოდ მოსაწყენი არიან, ასევე ლომთან, რომელთანაც ლიდერობას ვერაფრით გაიყოფენ.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

ვერძის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები

ლეონარდო და ვინჩი, ჩარლი ჩაპლინი, ეკატერინე მედიჩი, ადოლფ ჰიტლერი, ფრენსის ფორდ კოპოლა, ალა პუგაჩოვა, კლაუდია კარდინალე, ალეკ ბოლდუინი, კვენტინ ტარანტინო, კირა ნაიტლი, მარია შარაპოვა, რასელ ქროუ, ემა უოტსონი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0