ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი მშვილდოსნისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები

© photo : NASA/the Hubble Heritage Team (AURA/STScI) კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და დეტალურად გაიგეთ, როგორი იქნება 2024 - ხის მწვანე დრაკონის წელი მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
ჩვენს ჰოროსკოპში დეტალურად გაეცნობით 2024 წლის პროგნოზს მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებისთვის (ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე) სასიყვარულო, ფინანსურ, ოჯახურ, კარიერულ სფეროებში.
2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.

დრაკონის წელს მოვლენები თქვენ ცხოვრებაში წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდება. აქტიური და ბრძენი მფარველი მოგიტანთ ბევრ ახალ შთაბეჭდილებას, კარდინალურად შეცვლის თქვენს ხედვას სამყაროზე. განზოგადებულად თუ ვიტყვით, გელოდებათ იღბალი და წარმატება, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია...

ყველაფერთან ერთად, ვარსკვლავები თქვენი სიმტკიცის შემოწმებას აპირებენ. დააკვირდებიან, შეძლებთ თუ არა წვრილმანი პრობლემების ატანას თუ თქვენ გატეხას მსუბუქი სიოც შეძლებს. ყველაზე ამტანებს საოცარი საჩუქარი ელოდებათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
როგორც მიხვდით, წელი საკმაოდ მდიდარი იქნება სხვადასხვა მოვლენით, ამიტომ დასვენებისთვის დრო არ დაგრჩებათ. ბევრი თქვენგანი იგრძნობს დაღლილობას, მაგრამ რას იზამთ - აღიჭურვეთ მოთმინებით და განაგრძეთ სვლა. აგვისტომდე ყველა შემთხვევაში უნდა გაძლოთ და მაშინ დაახლოებით ერთი კვირა შეგიძლიათ დაისვენოთ.
მშვილდოსნების მთავარი კითხვაა არა „როდის", არამედ „როგორ". საკმარისი არ არის მხოლოდ მიზნის დასახვა და მისი მიმართულებით ყურება თუნდაც ყველაზე სერიოზული გამომეტყველებით. ბედნიერს მხოლოდ მოძრაობა გაგხდით, ასე რომ, ადექით და სწრაფად გაეშურეთ იქით, სადაც ოცნებები ხდება.
ზღაპარი ყოფად აქციეთ: ეს წელი ბევრი თქვენი გეგმის რეალიზებაში დაგეხმარებათ. ყველაზე „თავხედური" იდეებიც კი თავის ფორმას მიიღებს ხის მწვანე დრაკონის ხელმძღვანელობით. სასწაულს ნუ დაელოდებით - ოცნების რეალობად გადაქცევა საკუთარი ხელით შეგიძლიათ.
ავტორიტეტულზე ავტორიტეტული: თუ ადრე საკუთარ თავში ეჭვი გეპარებოდათ და რჩევისთვის კოლეგებს მიმართავდით, 2024 წელს გურუდ გადაიქცევით, რომელსაც დახმარებისთვის აქეთ მიმართავენ. თავიდან ადვილი არ იქნება, მაგრამ ახალ როლს მალე მოერგებით.
წყნარად, ე.ი. უფრო დამაჯერებლად: ეცადეთ, საკუთარი იდეები წყნარი ტონით გამოთქვათ. ნუ ილაპარაკებთ ხმამაღლა, დაემ ყურადღებით მოგისმინონ. გენიალურ იდეებს ყვირილი არ სჭირდება.
ყველაფერი საუკეთესო წინაა: სანამ კონკურენტები ჭორაობენ და ერთმანეთზე ხმებს ავრცელებენ. თქვენ მიზნისკენ ივლით. იღბალი ამას დააფასებს. მოემზადეთ, ფორტუნის რჩეული გახდებით და თქვენი კარი მომავლისკენ გაიხსნება.
სიყვარული: წელი არ ჩაივლის სასიამოვნო ნაცნობობის გარეშე. შესაძლოა, რომელიმე რომანს გაგრძელებაც ჰქონდეს, მაგრამ უბრალო მეგობრობაზე მეტის იმედი ნუ გექნებათ. ეს წელი სასიყვარულო კავშირებისთვის არ გამოდგება. მარტოხელებს საწინააღმდეგო სქესის შესახებ სიახლეების გაგება ელოდებათ. არაა გამორიცხული, რამდენიმე შეხვედრამ იდეალურ პარტნიორზე შეხედულება შეგაცვლევინოთ. მთლიანობაში ეს გამოცდილება სასარგებლო იქნება თქვენთვის.
განვითარება: შესანიშნავი წელია სწავლისა და ახალი უნარების შესაძენად, თუმცა გლობალურ ცვლილებებს ნუ დაელოდებით. ვინც საქმიანობის შეცვლას გადაწყვეტს, ადვილი არ იქნება.
ასტროლოგების რჩევა: ისწავლეთ ეკონომია, ფულის დაზოგვა. წელი ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ პროდუქტიული იქნება, ამიტომ ჯობია წინასწარ იზრუნოთ ანაბრის გახსნაზე.
აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2018
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება
ჰოროსკოპი თვეების მიხედვით
მშვილდოსნები 2024 წელს შეძლებთ ზღაპრის რეალობაც ქცევას, რაც ნიშნავს, რომ მოგიწევთ შრომა და შინაგანი რესურსების დახარჯვა. თითქმის მთელი წელი საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის, თუმცა ამოსუნთქვის საშუალებაც გექნებათ.
იანვარი-თებერვალი: ცვლილებები იანვრის პირველივე დღეებიდან დაიწყება, თუმცა ეს მაინც გასული წლის სიმბოლოსთან გამომშვიდობების პერიოდი იქნება. თებერვლიდან კი უკვე დაუჯერებელი მოვლენები გელოდებათ, მათ შორის, ბევრ თქვენგანს - ნამდვილი თავგადასავალი.
მარტი-აპრილი: გაზაფხული თქვენთვის მძიმე მუშაობის დრო იქნება. ხელმძღვანელობა ჩვეულებრივზე მეტს მოითხოვს თქვენგან, ამიტომ ჯობია, საკუთარ მხრებზე პასუხისმგებლობა ზედმეტად არ აიღოთ და ზოგიერთი ფუნქცია სხვებს გადაუნაწილოთ.
მაისი-ივნისი: დათბა და თავიანთი სოროებიდან თქვენი არაკეთილმოსურნეები გამოძვრნენ. უკვე შესძელით რაღაც ისეთის გაკეთება, რომ მათ დაუჯერებელი ამბების შეთხზვა დაიწყეს. ვარსკვლავები გირჩევენ, განცალკევდეთ და კამათში მონაწილეობა არ მიიღოთ.
ივლისი-აგვისტო: ზაფხულში თქვენი ამტანობის გამოცდა დაიწყება. მოგიწევთ დიდი დროის დათმობა სამუშაოსთვის, ყველა სასწრაფო საკითხის გადაჭრა. შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისთვის თავისუფალი დრო საერთოდ არ დაგრჩეთ.
სექტემბერი-ოქტომბერი: არ გაუშვათ ხელიდან დასვენების შანსი, თუ ასეთი გამოჩნდა. სანამ მოვლენების „ქარიშხალი" ცოტა მიწყნარდა, აიღეთ შვებულება და გამორთეთ ტელეფონი.
ნოემბერი-დეკემბერი: წლის შედეგების შეჯამება დაძაბული და აქტიური პერიოდი იქნება, თუმცა, დეკემბერში მიხვდებით, რომ ყველაფერს, რაც მოხდა, თქვენი ცხოვრების მთავარ მოვლენასთან მიჰყავდით.
ამ წელმა, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს თქვენი დამოკიდებულება სიყვარულისა და ერთგულებისადმი. არაა გამორიცხული, რომ მათ, ვისაც თქვენი საიდუმლო ანდეთ, თავიანთი ჭეშმარიტი სახე აჩვენონ. მოგიწევთ არცთუ მარტივი გზის გავლა და არსებული კავშირების გადააზრება.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
ცვლილებები ძირითადად კარიერასა და ფინანსურ სფეროს შეეხება. პირად ფრონტზე განსაკუთრებულად პოზიტიური მოვლენები არ შეინიშნება, თუმცა, ყველაფერი თქვენ ხელშია.
2024 წელი მშვილდოსანი ქალებისთვის
მშვილდოსანი ქალები ენთუზიაზმითა და ენერგიით იქნებით აღვსილნი, ამიტომ ზოგიერთი საქმე თავისთავად გადაწყდება. პრობლემებისადმი შიში თვალსა და ხელს შუა გაქრება, ამიტომ განცდები და სანერვიულო, ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში, ბევრი არ გელოდებათ.
მიმართულების არჩევანი: თქვენ წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დადგება - გაარკვიოთ, საით მიმართოთ თქვენი ძალები, რადგან ის დრაკონის წელს მაინცდამაინც ყველაფერზე არ გეყოფათ, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ძალები გამოგეფიტებათ ან რამე სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ. თუმცა, გარემოებები არჩევნის წინაშე დაგაყენებთ.
ნაკლები ემოციები: ასტროლოგები გირჩევენ, არ აჩვენოთ თქვენი ემოციები და რამდენადმე განმარტოებულად იმოქმედოთ. შესაძლოა, ვინმეს ეს არ მოეწონოს, მაგრამ ასე ვერავინ ჩაგითრევთ რამე არასასიამოვნო ისტორიაში ან სკანდალში, რისი რისკიც არსებობს.
ახალი მეგობრობა: დიდია ალბათობა, რომ თქვენთვის სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ. ეს შეიძლება ქალიც იყოს და მამაკაციც. მეგობრული ურთიერთობები შეიძლება მგზნებარე რომანშიც გადაიზარდოს, თუ ბედი ასე გულუხვად დაგასაჩუქრებთ.
იმუშავეთ საკუთარ თავზე: 2024 წლის მეორე მესამედში (მაისი-აგვისტო) ბევრი თქვენგანი იგრძნობს ძალების მოზღვავებას. ეს დაგეხმარებათ შიშებთან ბრძოლაში და მერყეობის დაძლევაში. მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე.
ხელსაყრელი პერიოდები
მარტი: ეს თვე განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება სასიყვარულო საკითხების გადასაწყვეტად, მეორე ნახევრის მოსაძებნად. თუმცა, უქმად არ უნდა ისხდეთ - იმოქმედეთ.
დეკემბერი: დადებითი მოძრაობა უკვე დაიწყო. შესაძლოა, ვერ აცნობიერებთ, მაგრამ განვლილი წლის განმავლობაში უფრო მომთმენი და უფრო სწრაფი გახდით, ასევე - დიპლომატიური. ეს თვისებები ნამდვილად აუცილებელია ხელმძღვანელი პირისთვის.
არახელსაყრელი პერიოდები
იანვარი: 2024 წელი სამსახურში პრობლემებითა და შრომისუნარიანობის შემცირებით დაიწყება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი არა ვარსკვლავების განლაგება, არამედ ბანალური დაღლაა.
აპრილი: ამ თვეში მოსალოდნელია სირთულეები სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების კუთხით - გაგიჭირდებათ მათი გაგება, ურთიერთობები კოლეგებთან და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
2024 წელი მშვილდოსანი მამაკაცებისთვის
შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ადამიანი უფრო ძლიერი და ბრძენი სირთულეების გადალახვის შემდეგ ხდება. რა თქმა უნდა, არავის ეპარება ეჭვი, რომ უკვე ბევრი გაქვთ ამ ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ ბედმა გადაწყვიტა, რომ 2024 წელს არ დაგინდოთ. მოგიწევთ მუდმივ დაძაბულობაში, ყურადღებით ყოფნა, რათა უსიამოვნებების პროვოცირება არ მოახდინოთ.
კარიერა: მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პრობლემური წელია, დრაკონი დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე წინსვლაში, ასევე შემოსავლების გაზრდაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფორტუნა მხოლოდ ძლიერებსა და ღირსეულებს გაუღიმებს. ამიტომ არ იზარმაცოთ და იაქტიურეთ.
არ დაგავიწყდეთ დასვენება: ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ, მაგრამ მოსალოდნელია მომატებული დაღლილობა და ძილის პრობლემები. მიუხედავად მძიმე სამუშაოსი, არ დაგავიწყდეთ დასვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე სერიოზულ პრობლემაში გადაიზრდება. ამას განსაკუთრებით ივლისსა და ნოემბერში შეიგრძნობთ.
თვითდამკვიდრება: ბევრი თქვენგანი იგრძნობს თვითდამკვიდრების მოთხოვნილებას. მთავარია, ეს სხვის ხარჯზე არ გააკეთოთ.
ხელსაყრელი პერიოდები
აგვისტო: ეს თვე კარგი მოვლენებით იქნება სავსე. სავარაუდოდ, შეძლებთ ვითარების ნორმალიზებას პირად ცხოვრებაში და თუ სიყვარულს ვერ იპოვით, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე საღამოს სასიამოვნო კომპანიაში გაატარებთ.
დეკემბერი: დადებითი დინამიკა ცხოვრების ყველა სფეროში იქნება საგრძნობი - სამუშაოზეც და პირად ცხოვრებაშიც. მაგრამ არ მოდუნდეთ და არ დაიწყოთ მიღწეულით ტრაბახი - განაგრძეთ აქტიურობა და მუშაობა.
არახელსაყრელი პერიოდები
აპრილი: პირადი ცხოვრება საკმაოდ ჰარმონიული გექნებათ, მაგრამ რაღაც იქით გაგქაჩავთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ - გაგიჩნდებათ ეჭვი არჩევნის სისწორეში, ვერ გაერკვევით, საიდან მოდის ამდენი ტანჯვა, განცდა. შეიძლება ითქვას, რომ გარდაუვალია სერიოზული ჩხუბი და პრობლემები პარტნიორებთან.
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>
ხის მწვანე დრაკონი ძალის, მშვიდობის, აყვავების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. წლის მფარველი უჩვეულოდ გულუხვი იქნება შექების მხრივ და წაახალისებს და დააჯილდოებს მათ, ვინც პატიოსნად შრომობს და წარმატებისკენ მიილტვის. ის იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია უარი თქვას საკუთარ სურვილებზე საერთო საქმის ან ოჯახის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0